გერმანიის კანცლერი ნატოზე: საკითხს ცივი გონებით უნდა შევხედოთ, არ გვინდა, რომ ირან-აშშ-ს ომის გამო, ნატო ორად გაიყოს

„ჩვენ არ გვინდა, რომ ნატო აშშ-ირანის ომის გამო გაიყოს“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსი ევროპული უსაფრთხოების მთავარი გარანტია და საჭიროა ერთიანობის შენარჩუნება.

„ჩვენ არ გვინდა, მე არ მინდა, რომ ნატო გაიყოს. ნატო არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი, მათ შორის და პირველ რიგში, ევროპაში. ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა შევინარჩუნოთ ცივი გონება“, – განაცხადა მერცმა.
გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მთავარი მიზანია ალიანსის გაძლიერება.

„ამ ეტაპზე ამ ალიანსს ალტერნატივა არ აქვს, ამიტომაც ჩემი განსაკუთრებული ინტერესია მისი შენარჩუნება და განვითარება ამერიკის პრეზიდენტთან ერთად“, - განაცხადა მერცმა.

მისივე თქმით, გერმანიას მნიშვნელოვანი ინტერესი აქვს ახლო აღმოსავლეთში დიპლომატიური წარმატების მიღწევაში, რადგან ეს პირდაპირ უკავშირდება როგორც რეგიონულ სტაბილურობას, ისე გლობალურ და ეროვნულ ეკონომიკას.

„გერმანიას ფუნდამენტური ინტერესი აქვს დიპლომატიური წარმატების მიღწევაში. ამაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ რეგიონული სტაბილურობა, არამედ გლობალური ეკონომიკის განვითარება და ჩვენი საკუთარი ეკონომიკის მდგომარეობაც. ამიტომ გერმანიის მთავრობა გააგრძელებს დიპლომატიური პროცესის მხარდაჭერას ყველანაირი გზით. ჩვენ მზად ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა და დავეხმაროთ მშვიდობის სტაბილიზაციას, თუ ის მიღწეული იქნება“, – განაცხადა მერცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუშინ დონალდ ტრამპს ესაუბრა და მოლაპარაკებების აქტიურად გაგრძელებისკენ მოუწოდა.

„გუშინ კიდევ ერთხელ ვისაუბრე პრეზიდენტ ტრამპთან. მე მოვუწოდე მას, სერიოზული განზრახვით გააგრძელოს მოლაპარაკებები და ჩაერთოს მათში. ამავე დროს, დავარწმუნე, რომ სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ გერმანია დაეხმარება ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფას, თუ ამისთვის შესაბამისი მანდატი და მდგრადი გეგმა იარსებებს“, - აღნიშნა მერცმა.

მისივე თქმით, გერმანია, ასევე, აღადგენს პირდაპირ კონტაქტს ირანთან.

„როგორც იცით, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რომელსაც სერიოზული მიზეზები ჰქონდა, გერმანიის მთავრობა ახლა კვლავ აახლებს დიალოგს თეირანთან. ჩვენ ამას ვაკეთებთ შეერთებულ შტატებთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით. ჩვენი მიზანია, ამ გზით შევიტანოთ საკუთარი წვლილი მომავალი მოლაპარაკებების წარმატებაში“, – განაცხადა მერცმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775760996

ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს

ჩემპიონთა ლიგაში გამართული პირველი მეოთხედფინალური მატჩების შემდეგ უეფას ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელია კვირის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. საქართველოს ნაკრების ლიდერმა „ლივერპულს“ გაუტანა, ზედ...

ხვიჩა კვარაცხელია

1775758264

ახალი ამბები

მეუფე შიო: დამოუკიდებლობის მოპოვებას სჭირდება შენარჩუნება და განვითარება, ამისთვის არ არის საკმარისი, გვქონდეს მხოლოდ გარეგნული პირობები და პოლიტიკური დამოუკიდებლობა

„დამოუკიდებლობის მოპოვებას სჭირდება შენარჩუნება და განვითარება. ამისთვის არ არის საკმარისი, გვქონდეს მხოლოდ გარეგნული პირობები და პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ამისთვის, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვე...

მეუფე შიო

1775755482

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტს ლიბანთან მოლაპარაკებების დაწყება დაავალა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინტს დაავალა, ლიბანთან მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე დაიწყონ. „ლიბანის მიერ ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების განმ...

ბენიამინ ნეთანიაჰუ

1775753348

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი: ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი მსოფლიო ბანკის მიმოხილვას ეხმიანება, რომელშიც საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური პერსპექტივები დადებითად ფასდება. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა ს...

ეკა სეფაშვილი

1775752243

ახალი ამბები

ხაშურში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრა...

ყვითელი ლენტი