ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სააღდგომო ზავის ამოქმედების შესახებ განაცხადა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სააღდგომო ზავის ამოქმედების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
სააღდგომო ზავი 11 აპრილის 16:00 საათიდან 12 აპრილის დღის ბოლომდე იმოქმედებს.
„ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 11 აპრილის 16:00 საათიდან 12 აპრილის საღამომდე გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს დაევალათ ამ პერიოდში ყველა მიმართულებით საომარი მოქმედებების შეწყვეტა. ჯარები მზად უნდა იყვნენ მტრის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებისა და ნებისმიერი აგრესიული მოქმედების წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ უკრაინული მხარე რუსეთის ფედერაციის მაგალითს მიჰყვება“, – ნათქვამია განცხადებაში.
1775758264
ახალი ამბებიმეუფე შიო: დამოუკიდებლობის მოპოვებას სჭირდება შენარჩუნება და განვითარება, ამისთვის არ არის საკმარისი, გვქონდეს მხოლოდ გარეგნული პირობები და პოლიტიკური დამოუკიდებლობა
„დამოუკიდებლობის მოპოვებას სჭირდება შენარჩუნება და განვითარება. ამისთვის არ არის საკმარისი, გვქონდეს მხოლოდ გარეგნული პირობები და პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ამისთვის, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვე...
1775757322
მსოფლიოგერმანიის კანცლერი ნატოზე: საკითხს ცივი გონებით უნდა შევხედოთ, არ გვინდა, რომ ირან-აშშ-ს ომის გამო, ნატო ორად გაიყოს
„ჩვენ არ გვინდა, რომ ნატო აშშ-ირანის ომის გამო გაიყოს“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა. მისი თქმით, ალიანსი ევროპული უსაფრთხოების მთავარი გარანტია და საჭიროა ერთიანობის შე...
1775755482
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტს ლიბანთან მოლაპარაკებების დაწყება დაავალა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინტს დაავალა, ლიბანთან მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე დაიწყონ. „ლიბანის მიერ ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების განმ...
1775753348
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი: ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი მსოფლიო ბანკის მიმოხილვას ეხმიანება, რომელშიც საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური პერსპექტივები დადებითად ფასდება. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა ს...
1775752243
ახალი ამბებიხაშურში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრა...































