დავით ქართველიშვილი ტრამპის მილოცვაზე: ვიკიპედიაში, კატეგორიაში „საკონტროლო გასროლა" აშკარად ცვლილებებია შესატანი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყავლაშვილის მიმართ დამოუკიდებლობის დღისადმი აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მილოცვას ეხმიანება. პოსტში ქართველიშვილი ოპოზიციის მისამართით აკეთებს მინიშნებას და აღნიშნავს, რომ ტრამპის მილოცვა რადიკალებისათვის „საკონტროლო გასროლას" ჰგავს.
„ვიკიპედიაში, კატეგორიაში „საკონტროლო გასროლა" აშკარად ცვლილებებია შესატანი. დღეიდან საყოველთაო სამედიცინო დაზღვევით უამრავი გაჭირვებული ისარგებლებს, რა თქმა უნდა, ამ „არალეგიტიმური" მთავრობის ხელში ჩავარდნილი ბიუჯეტის ხარჯზე...
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს: „ბატონო პრეზიდენტო, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავია - ეპოქალური თარიღი ქართველი ხალხის ბრძოლაში სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობისათვის, რომელიც მძიმე სირთულეებისა და გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა თაობიდან თაობამდე. ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით. გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც ქვეყნის გამორჩეულ და მრავალფეროვან ისტორიას ასახავს“, - ნათქვამია მისალოც წერილში," - წერს დავით ქართველიშვილი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
1748433460
საზოგადოებაბიძინა ივანიშვილი: ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი პირადი ინტერესი სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა არ დამიყენებია არც 2012 წელს და არც 10 წლის შემდეგ - 2022 წელს, როდესაც, ჩემი პირადი ინტერესები უდიდესი რისკის ქვეშ დავაყენე
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი პირადი ინტერესი სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა არ დამიყენებია არც 2012 წელს და არც 10 წლის შემდეგ - 2022 წელს, როდესაც, სწორედ სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ, ჩემი...
1748433370
საზოგადოებაბიძინა ივანიშვილი: იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი, დაბლოკილი თანხა მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დამეხარჯა
იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი, დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი და...
1748431762
საზოგადოებაბიძინა ივანიშვილი აშშ-ის საელჩოს განცხადებას პასუხობს
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის საელჩოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას პასუხობს. „დღეს გავრცელდა საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მე 22...
1748431015
საზოგადოებალევან მახაშვილი: FARA-ს და მასთან დაკავშირებული რამდენიმე სხვა კანონმდებლობის მუშაობა ალბათ არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ახლაა
FARA-ს და მასთან დაკავშირებული რამდენიმე სხვა კანონმდებლობის მუშაობა ალბათ არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ახლაა - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა....
1748430942
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მისასალმებელია მილოცვის წერილი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპისგან მიხეილ ყაველაშვილის მისამართით იყო გაგზავნილი და მილოცვასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შინაარსი, რომელიც ჩადებული იყო ამ მილოცვაში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის, მიხეილ ყაველაშვილისთვის გამოგზავნილ, დამოუკიდებლობის დღის მილოცვის წერილს გამოეხმაურა. მან აღნიშ...