ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში თბილისი მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით თბილისში მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციაზე, სახელწოდებით „ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე“ მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის, ბელგიის, ისლანდიის, რუმინეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, მონტენეგროს, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, ისრაელის, ინდოეთის, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები. მოწვეულ სტუმრებს შორის ასევე არიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების - შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე მსხვილი საერთაშორისო კომპანიების - Gojo & Company, Ant International-ის, The Global Finance & Technology Network-ის, ასევე საქართველოს საფინანსო სექტორისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები.
კონფერენციაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ სორბონის უნივერსიტეტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორები, ბრეტონ ვუდსის ახალი კომიტეტისა და სხვა ცნობილი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე ფინანსური სექტორის მაღალი რანგის ექსპერტები.
კონფერენციას გახსნის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა. მონაწილეებს სიტყვით მიმართავს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი საქსი.
პანელური დისკუსიების ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა გლობალური ფინანსური სისტემა და მონეტარული პოლიტიკა, რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივები ფინანსური სექტორის განსავითარებლად, ახალი გამოწვევები და ცენტრალური ბანკების როლი რეგიონული თანამშრომლობის განვითარებასა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ლარის საიუბილეო წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი სხვადასხვა აქტივობებს გამართავს. დაგეგმილია ლარი 30-ის საკოლექციო ოქროს, ვერცხლისა და სპილენძ-ნიკელის მონეტების პრეზენტაცია და რეალიზაცია, საკოლექციო დანიშნულების ბანკნოტისა და მარკის გამოშვება. გარდა ამისა, გამოიცემა სებ-ის განახლებული სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი, ქართული ფულისა და ლარის კატალოგები. მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ასევე ჩატარდება სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობები.
ლარი ქვეყნის ეროვნულ ვალუტად 1995 წლის 25 სექტემბრიდან შემოიღეს, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა. სიტყვა „ლარი“ ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს განძს, ქონებას, ხოლო, „თეთრი“ XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია.
1748542620
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენი სახელმწიფოებრიობა 23 საუკუნეს ითვლის, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი დამოუკიდებლობით და ჩვენი ერით
ჩვენი სახელმწიფოებრიობა 23 საუკუნეს ითვლის, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი დამოუკიდებლობით და ჩვენი ერით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნ...
1748541689
ახალი ამბები„კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ნიკა მელია დააკავეს
„კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ნიკა მელია ლისის ტერიტორიაზე დააკავეს. „ექსკლუზივი“ ცდილობს, აღნიშნული ინფორმაცი...
1748540111
მსოფლიოიანოშ ბოკა ირაკლი კობახიძეს: გვაქვს პატივი, ვიყოთ თქვენი ხმა ევროკავშირში, მაშინ როცა თქვენი გაჩუმება სურთ, თქვენს გვერდით ვართ
უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ტექნიკური დახმარებითა და საწვრთნელი პროგრამებით. ჩვენ გვაქვს პრივილეგია, ვიყოთ თქვენი ხმა ევროკავშირში...
1748538627
ახალი ამბებიანრი ოხანაშვილი უნგრეთში ვიზიტზე: გვქონდა მაღალი დონის საინტერესო შეხვედრები, ორივე მხარე ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ
„გვქონდა მაღალი დონის საინტერესო შეხვედრები. ორივე მხარე ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა....
1748535182
ახალი ამბებიპრემიერი: ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ლოგიკურია, არ შეიძლება, სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღებოდეს პირადი შანტაჟის ფონზე
„არის ოფიციალური სტრუქტურები, არიან თანამდებობის პირები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ ფორმატში გაიარონ კონსულტაციები ამერიკულ მხარესთან, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არის აბსოლუტურად ლოგიკური,...