გამოცემა Footboom1 - ხვიჩა კვარაცხელიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როგორც „ნაპოლის“, ასევე „პარი სენ-ჟერმენის“ ჩემპიონობაზე

„მართალია, სერია A-ს განახლებული რეგლამენტის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელიას მეორე სკუდეტო არ მიენიჭა, მაგრამ ის მაინც მნიშვნელოვანი ფიგურა იყო „ნაპოლის“ საჩემპიონო გზაზე“, — ამის შესახებ გამოცემა Footboom1 წერს და იმ იშვიათ ფეხბურთელებს იხსენებს, რომლებმაც ერთ სეზონში, ორი კლუბის რიგებში, სხვადასხვა ქვეყნის ტიტულის მოპოვებაში მიიღეს მონაწილეობა.

„ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდა იმ იშვიათ ფეხბურთელთა ჯგუფს, რომლებმაც ერთ სეზონში ორი ეროვნული ჩემპიონატი მოიგეს. ეს არა მხოლოდ მის შესაძლებლობებს, არამედ ადაპტაციის უნარსა და, გარკვეულწილად, იღბალსაც უსვამს ხაზს.

კვარაცხელიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როგორც „ნაპოლიზე“, ასევე, „პარი სენ-ჟერმენზე“. ის იტალიაში 2022 წელს ჩავიდა და პირველივე სეზონში, ვიქტორ ოსიმენთან ერთად, სერია A-ს ტიტული მოიგო. მიმდინარე სეზონში მან „ნაპოლის“ რიგებში 19 მატჩში ითამაშა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფრანგული გრანდი ხვიჩას თამაშს რამდენიმე სეზონი აკვირდებოდა და საბოლოოდ, იანვარში დაიმატა. პარიზში ქართველმა ფეხბურთელმა 4 გოლი გაიტანა, 5 საგოლე გადაცემა მიითვალა, მან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

პსჟ-მა ლიგა 1-ის ტიტული აპრილში ოფიციალურად მოიგო, ხოლო „ნაპოლიმ“, მიუხედავად მისი არყოფნისა, სერია A-ს ჩემპიონობა ბოლო ტურში, „კალიარის“ დამარცხების შემდეგ მოიპოვა. ამგვარად, კვარაცხელია იმ მოთამაშეთა რიცხვს შეუერთდა, ვინც ერთ სეზონში ორი ტიტული მოიგო.

ამ გამორჩეულ სიაში ისეთი ფეხბურთელები შედიან, როგორებიც დევიდ ბექჰემი, კინგსლი კომანი, ლეანდრო პარედესი და ჟოაო კანსელო არიან“, – წერს გამოცემა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748435702

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC), რომელიც 29-30 მაისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება. ღონისძიებას უნ...

ირაკლი კობახიძე

1748435663

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: დროებითი საგამოძიებო კომისია თავის დასკვნას და ანალიზს დადებს. ყველას დავულაგებთ ფაქტებს - ევროპარლამენტსაც, ევროკომისიასაც და სხვებს, ვინც სააკაშვილს მფარველობდნენ, თუ რასთან გვქონდა საქმე

ეს კომისია თავის დასკვნას და ანალიზს დადებს. ყველას დავულაგებთ ფაქტებს - ევროპარლამენტსაც, ევროკომისიასაც და სხვებს, ვინც სააკაშვილს მფარველობდნენ, თუ რასთან გვქონდა საქმე, როგორ ხუჭავდნენ თვალებს დიქ...

შალვა პაპუაშვილი

1748433460

საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილი: ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი პირადი ინტერესი სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა არ დამიყენებია არც 2012 წელს და არც 10 წლის შემდეგ - 2022 წელს, როდესაც, ჩემი პირადი ინტერესები უდიდესი რისკის ქვეშ დავაყენე

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი პირადი ინტერესი სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა არ დამიყენებია არც 2012 წელს და არც 10 წლის შემდეგ - 2022 წელს, როდესაც, სწორედ სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ, ჩემი...

ბიძინა ივანიშვილი

1748433370

საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილი: იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი, დაბლოკილი თანხა მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დამეხარჯა

იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი, დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი და...

ბიძინა ივანიშვილი

1748431762

საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის საელჩოს განცხადებას პასუხობს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის საელჩოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას პასუხობს. „დღეს გავრცელდა საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მე 22...

ბიძინა ივანიშვილი