დავით ქართველიშვილი: ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ამბიციური პროექტის განხორციელება პრაქტიკულ ფაზაში გადადის - ეს არის ჩვენი უსამშობლო მავნებლებისთვის მორიგი გამანადგურებელი ინფორმაცია
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტის გარშემო, ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის ეს არის მორიგი გამანადგურებელი ინფორმაცია. როგორც ექსპერტი წერს, მსგავსი პროექტები საქართველოს შესაძლებლობას აძლევს გაზარდოს თავისი სატრანზიტო, ეკონომიკური და პოლიტიკური პოტენციალი.
„საქართველო მორიგ დამაჯერებელ ნაბიჯს დგამს სამხრეთ კავკასიის მთავარი ავიაციისა და ლოგისტიკური ცენტრის სტატუსისკენ - ამჯერად ევროპასთან და აზიასთან ერთობლივად: ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ამბიციური პროექტის განხორციელება პრაქტიკულ ფაზაში გადადის. ბერლინის საინჟინრო ჯგუფ AMD Sigma-ს ექსპერტებმა, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, ოფიციალურად დაიწყეს მისი კონცეფციის შემუშავება. პროექტი ითვალისწინებს ულტრათანამედროვე აეროპორტის კომპლექსის შექმნას, რომელსაც პერსპექტივაში წელიწადში 20 მილიონამდე მგზავრის მომსახურება შეეძლება. წამყვანი გერმანელი სპეციალისტების ჩართულობა გარანტირებულია ეკოლოგიურობის, ენერგოეფექტურობისა და მგზავრთა კომფორტის უმაღლესი ევროპული სტანდარტების დანერგვას, რაც მყარ საფუძველს უყრის ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას. დიახ, არსებობს "ორი ევროპა" და ერთ-ერთი მათგანი - პრაგმატული, მაღალკვალიფიციური და მიმზიდველი ჩვენთვის - კვლავ საქართველოშია. ისევე, როგორც ანაკლიაში - ბელგიელი სპეციალისტების, ამჟამად ვაზიანში - გერმანელების სახით. მომავლის მასშტაბური პროექტირების პარალელურად, მოქმედი ინფრასტრუქტურა უკვე ავლენს შთამბეჭდავ შედეგებს. სანამ ვაზიანის პროექტი თავის ჩანასახშია, თბილისის მოქმედმა საერთაშორისო აეროპორტმა დღე-ღამის განმავლობაში მომსახურებული რეისებისა და მგზავრების რაოდენობით მორიგი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. ეს რეკორდი ასახავს არა უბრალოდ სეზონურ ნახტომს, არამედ სტაბილურ ტენდენციას: საქართველო სწრაფად იმყარებს პოზიციებს, როგორც პოპულარული საერთაშორისო მიმართულება და მოსახერხებელი სატრანზიტო დერეფანი ევროპასა და აზიას შორის. ამ მოვლენების სინქრონულობა მიუთითებს ბაზრის მაღალ მზაობაზე გაფართოებისთვის და ადასტურებს, რომ ვაზიანის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები პასუხობს რეალურ ეკონომიკურ მოთხოვნას. თბილისის მიმდინარე რეკორდსა და ვაზიანში პროექტირების დაწყებას შორის ურთიერთკავშირი ქმნის სინერგიულ ეფექტს მთელი ეროვნული ეკონომიკისთვის. მგზავრთნაკადის ზრდა ასტიმულირებს მომიჯნავე დარგებს - სასტუმრო ბიზნესიდან და მომსახურების სფეროდან მცირე მეწარმეობამდე და რეგიონულ ტრანსპორტამდე. ახალი მეგა-ჰაბის მშენებლობა არა მხოლოდ გადაჭრის მოქმედ ტერმინალებზე მზარდი დატვირთვის პრობლემას, არამედ შექმნის ათასობით ახალ მაღალტექნოლოგიურ სამუშაო ადგილს. მსგავსი დინამიკა თვალსაჩინოდ აჩვენებს, თუ როგორ აქცევს გონივრული სტრატეგიული დაგეგმვა და საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვა საქართველოს გეოგრაფიულ პოტენციალს ეკონომიკური კეთილდღეობის რეალურ დრაივერად. ეს არის ჩვენი უსამშობლო მავნებლებისთვის მორიგი გამანადგურებელი ინფორმაცია, რომელთა მწუხარებას ტრადიციისამებრ - მე ვერ გავიზიარებ“, - წერს დავით ქართველიშვილი.
1788802681
მსოფლიოსტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა სამმხრივი მოლაპარაკებების დაგეგმვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მიღწეულია „მნიშვნელოვანი პროგრესი“, კერძოდ, დამატებითი სამმხრივი მოლაპარაკებების განრიგზ...
1788801303
ახალი ამბებიალექსანდრე დარახველიძე: საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით უმკაცრესი პოზიცია გვქონდეს
საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით გვქონდეს უმკაცრესი პოზიცია, - განაცხადა შინაგან ს...
1788798869
ახალი ამბებითამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს შეხვდა
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს...
1788797071
ახალი ამბებიქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
ქობულეთის სანაპიროზე ზღვაში კაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, კაცი ზღვაში შტორმის დროს შევიდა. მაშველებმა კაცი ნაპირზე გამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ექსკლუზივს“ შსს-ში უთხრეს, რო...
1788795593
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს შეხვდა
2026 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან სიმეონ ცომოკოსთან. ინფორმაცი...































