დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე მარნეულში 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი
შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1966 წელს დაბადებული ჯ.მ. და 1993 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში 7 ყალბი 500-ევროიანი კუპიურა გაასაღა.
სამართალდამცველებმა ყალბი კუპიურები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1757348074
ახალი ამბებიპროკურორი ლაშა კოტრიკაძე ISFED-ის ხელმძღვანელის გამოკითხვაზე: ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რა მტკიცებულებითი საფუძველი ჰქონდა მსგავსი ტიპის მოთხოვნას არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან?
ბატონმა ლევანმა დაადასტურა, რასაც საჯარო სივრცეში ღიად ამბობდა, რომ ის და მისი ორგანიზაციის წევრები მონაწილეობდნენ 2024 წელს აქციებში, ჰქონდათ გარკვეული მოთხოვნები და კონკრეტული საშუალებები“, - ამის...
1757344922
ახალი ამბებინინო წილოსანი: მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობას“ პულსი არ ესინჯება, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ რევოლუცია გახდეს რეალობა, კარგად უნდა დაფიქრდნენ, რადგან სახელმწიფო იძულებული იქნება, შესაბამისად იმოქმედოს
„უფრო და უფრო ხშირად გვესმის ანტიკონსტიტუციური მოწოდებები და რამდენიც არ უნდა შეეცადონ, რომ ამას გაუკეთონ წინსართი - მშვიდობიანი, ლამაზი, ვარდების და ა.შ. (ძალიან კარგად გამოსდით მათ, ეს რაღაც შეფუთუ...
1757344663
ახალი ამბებივლადიმერ ბოჟაძე: სამწუხაროა, თუ „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრები თანამშრომლობენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და როგორც ჩანს, ისინი ამას მაშინაც ახერხებდნენ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ
„სამწუხაროა, თუ [„ქართული ოცნების“] გუნდის ყოფილი წევრები თანამშრომლობენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და როგორც ჩანს, ისინი ამას მაშინაც ახერხებდნენ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ“, - განაცხადა საპარლამე...
1757336190
ახალი ამბებივახტანგ ცინცაძე: ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორჯერ უფრო მაღალია
2025 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები გრძელდება - 7 თვის მონაცემებით, საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 8 პროცენტს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ევროპის, აზიის და რეგიონის ქვეყ...
1757335927
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზურაბ ხამაშურიძეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზურაბ ხამაშურიძეს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახუ...