პაატა ბურჭულაძე: მაქვს უტყუარი დასაბუთება, რომ „ოცნების“ წასულ მაღალჩინოსნებს აქვთ კავშირი ჩვენთან, უნდა გავერთიანდეთ და თუნდაც, ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, გომელაური, რომ დაგვიდგეს გვერდით, უნდა მივიღოთ, ერთი მტერი გვყავს - ბიძინა ივანიშვილი

 „მე ვიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას, რომ ვიწყებთ ოთხში და ვამთავრებთ ოთხში. იმავე დღესვე უნდა მორჩეს ყველაფერი, ამის გაგრძელება არ შეიძლება, „ოცნების“ ყოველი დღე ხელისუფლებაში არის ჩვენი უკუსვლა“, - ამის შესახებ „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

ბურჭულაძემ ისაუბრა „ქართული ოცნებიდან“ წასულ მაღალჩინოსნებსა და ოპოზიციონერებს, კერძოდ, ლევან ხაბეიშვილს შორის არსებულ კავშირებზე. მისი თქმით, მმართველი გუნდიდან წასულები, „ცოდვებს ინანიებენ“.

„მაქვს უტყუარი დასაბუთება იმისა, რომ „ოცნების“ წასულ მაღალჩინოსნებს აქვთ კავშირი ჩვენთან. პირადად ჩემთან არა, მარტო რამდენიმეს, მაგრამ ხაბეიშვილთან აქვთ კავშირი და ისინი, ფაქტობრივად, ინანიებენ ცოდვებს, რაც აქვთ ჩადენილი და უნდათ, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის აღმშენებლობაში, რაც არის მისასალმებელი.

როგორ ვთქვა, რომ ღარიბაშვილი დაიჭერს ქართულ დროშას და გამოვა, ჩვენ დაგვიდგება გვერდში - ეგეთი რამე არ მოხდება, მაგრამ ის ინფორმაცია, რაც საჭიროა, რაც გამოდის იქიდან. იმიტომ, რომ მათთან აქვთ კიდევ სხვებს კავშირი, მოქმედებს, ისინი გადასცემენ ამათ, ესენი გადმოგვცემენ ჩვენ, ასე რომ, გვაქვს ინფორმაციები“, - აღნიშნა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ, მან რუსთაველზე ხალხი გააერთიანა, შესაბამისად, მოუწოდებს „ქართული ოცნებიდან“ წასულ მაღალჩინოსნებს - ირაკლი ღარიბაშვილს, გრიგოლ ლილუაშვილს და ვახტანგ გომელაურს, რომ გვერდში დაუდგნენ ოპოზიციას, რადგან ახლა მათ ერთი მტერი - ბიძინა ივანიშვილი ჰყავთ.

„რუსთაველის გამზირზე ჩვენ რამდენიმე დღის წინ შევიკრიბეთ, ილია და აკაკის ძეგლთან, რომ დავპირდი ხალხს, გაგაერთიანებთ, მართლა მოხდა გაერთიანება: თუ გინდა მერაბ სეფაშვილი, თეა დარჩია, უშიკიშვილი გიორგი, ვაჟა ექიმი. ასე უნდა გავერთიანდეთ ყველანი და გამოვიდეს, თუნდაც იგივე ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, გომელაური, რომ დაგვიდგეს ახლა გვერდში ჩვენ, უნდა მივიღოთ იმიტომ, რომ ერთი მთავარი მტერი გვყავს - ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757434167

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მშვიდი, თუმცა ხელოვნური აჟიოტაჟის და დაძაბულობის შექმნა სურთ ოპოზიციის აქტივისტებს, გარედან დაფინანსებულ „ტიტუშკებს“ და ამან უკვე სისტემური ხასიათი მიიღო

 „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მშვიდი, თუმცა ვატყობთ, რომ ხელოვნური აჟიოტაჟის და დაძაბულობის შექმნა სურთ ოპოზიციის აქტივისტებს, გარედან დაფინანსებულ „ტიტუშკებს“ და ამან...

ლევან მაჭავარიანი

1757434088

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: შტაბში დილიდან თათბირი ჩატარდა, რომ არ ავყვეთ არანაირ პროვოკაციას, ვინაიდან ეს მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს. მინდა ყველას ვთხოვო, რომ თავშეკავებულები ვიყოთ

 შტაბში დილიდან თათბირი ჩატარდა, რომ არ ავყვეთ არანაირ პროვოკაციას, ვინაიდან ეს მხოლოდ მათ წისქვილზე ასხამს წყალს. მინდა ყველას ვთხოვო, რომ თავშეკავებულები ვიყოთ, - განუცხადა თბილისის საარჩევნო შტაბის...

ლევან მაჭავარიანი

1757433881

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება არ შედის რადიკალური ოპოზიციის გეგმებში, რადგან ყველა დაინახავს რამხელა სხვაობით გაანადგურებს „ქართული ოცნება“. მეათე საიუბილეო გამარჯვებას უზარმაზარი სხვაობით ვიზეიმებთ

 არჩევნები მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს. ეს არ შედის რადიკალური ოპოზიციის გეგმებში, რადგან წინასწარ იციან, თუ როგორი მარცხისთვის არიან განწირულები და სურთ, რომ ფიზიკურად ვერ მივიდეს სიტუაცია არჩევნები...

ლევან მაჭავარიანი

1757431979

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

 თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურ...

პროკურატურა

1757430489

საზოგადოება

უკრაინის შესახებ კაია კალასის სიტყვით გამოსვლას მხოლოდ რამდენიმე ევროპარლამენტარი დაესწრო

 საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი, ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, კალასმა საუბარი თითქმის ცარიელ დარ...

კაია კალასი