დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა. სხდომაზე იხილებოდა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება, რომელიც მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესის ცვლილებას ითვალისწინებს. ხუნდაძემ წარმოადგინა ცვლილებების რამდენიმე ალტერნატიული ვერსია და თქვა, რომ კანონპროექტი მხოლოდ თბილისზეა გათვლილი, ვერ გამოიღებს პოზიტიურ შედეგებს და „ხალხის ძალა“ მას მხარს ვერ დაუჭერს: „ამ კანონის მთავარი შეცდომა ისაა, რომ დაიწერა მხოლოდ თბილისის გადმოსახედიდან, მაგრამ არსებობს დანარჩენი საქართველო და დაბალი/საშუალო შემოსავლის მოქალაქეები. ვფიქრობ, მივიღებთ მეტად დაძველებულ ავტოპარკს. შესაძლოა, უფრო დაბინძურდეს გარემო და მძიმე ტვირთი დააწვეთ საშუალო/დაბალი შემოსავლის მოქალაქეებს“, - განაცხადა დეპუტატმა.
დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ არსებულ კითხვებზე, „ხალხის ძალამ“ ვერ მიიღო ამომწურავი პასუხები.
„კიდევ ერთხელ მიწევს ამ კანონპროექტის განხილვა, გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ იქნებ ეს დროც სარგებლიანად გამოვიყენოთ და რაიმე კომპრომისი იქნეს მიღწეული. ბევრს არ ვისაუბრებ ამაზე, თუმცა მინდა წარმოგიდგინოთ მრავალფეროვანი შემოთავაზებები. „ხალხის ძალა“ ვემხრობით სახდელების მრავალფეროვან დიფერენცირებულ ვარიაციებს ავტომობილის ასაკთან და კუბატურასთან მიმართებით. ვფიქრობთ, ეს კარგი საშუალებაა იმისა, რომ შედეგზე უკეთ გავიდეთ. ამგვარად, არ დავაზიანებთ არც სექტორს, არც საბიუჯეტო შემოსავლებს და, რაც მთავარია, არც საშუალო და დაბალი შემოსავლის მოქალაქეებს. სხვა შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილებები მათთვის მძიმე ტვირთი იქნება. ასევე შეგვიძლია, კომპრომისული ვარიანტი იყოს ასაკისა და ეკოსტანდარტის მიხედვით დიფერენცირებული სახდელები. ბოლოს და ბოლოს, შესაძლებელია ან ძრავის კუბატურის მიხედვით კომპრომისული საერთო შეთანხმების მიღწევა. ან შეიძლება ახალი გაზრდილი სახდელების დაწესება, რაც ამკრძალავი სახდელია, არა 6 წლის ზევით, არამედ 8 წლის ზევით ავტომობილებისთვის. მართალია, ერთ კომპრომისზე წახვედით, რაცაა აკრძალვის გაუქმება, ამისთვის მადლობაც გადავიხადე. თუმცა, ან ნაბიჯს ფასს უკარგავს სწორედ ის მაღალი სახდელი, რაც აკრძალვის ტოლფასია. ამიტომ, გამოვიყენოთ ეს კიდევ ერთი შესაძლებლობა კომპრომისების საპოვნელად. ჩვენ შემოთავაზების მრავალფეროვნება გვაქვს და შეგვიძლია ამის მიღმა კიდევ სხვა კომპრომისებზეც საუბარი.
მთავარია, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. ამ კანონის მთავარი შეცდომა ისაა, რომ დაიწერა მხოლოდ თბილისის გადმოსახედიდან, მაგრამ არსებობს დანარჩენი საქართველო და დაბალი და საშუალო შემოსავლის მოქალაქეები. როცა პირველად ვიხილავდით კანონპროექტს, ვთქვი, რომ ის მთავარ მიზანს ვერ მოემსახურება. ბედნიერი ვიქნები, თუ ეკოლოგია გაუმჯობესდება და განახლდება ავტოპარკი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ მივიღებთ საპირისპიროს - მეტად დაძველებულ ავტოპარკს. შესაძლოა, უფრო დაბინძურდეს გარემო და მძიმე ტვირთი დააწვეთ საშუალო და დაბალი შემოსავლის მოქალაქეებს. ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
1774966146
ახალი ამბებიმამა ალექსანდრე ბოლქვაძე: უწმინდესი ყოველთვის ამბობდა, რომ მე რასაც ვთხოვ ღმერთს, მისრულდებაო, სულ ვთხოვდი ღმერთს, რომ მთელი საქართველო მოვიდეს და გახდეს მრევლიო და ჩვენ ვნახეთ როგორ აუსრულა უფალმა
უწმინდესი ყოველთვის ამბობდა, რომ მე რასაც ვთხოვ ღმერთს, მისრულდებაო. სულ ვთხოვდი ღმერთს, რომ მთელი საქართველო მოვიდეს და გახდეს მრევლიო და ჩვენ ვნახეთ როგორ აუსრულა უფალმა. ბოლოს ვნახეთ, რომ მთელი ერი...
1774964137
ახალი ამბებიდიდი ბრიტანეთის მეფე აპრილის ბოლოს შეერთებულ შტატებს ეწვევა
ბუკინგემის სასახლის განაცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ომის გამო არსებული დაძაბულობის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის მეფის დაგეგმილი სახელმწიფო ვიზიტი შეერთებულ შტატებში შედგება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთი...
1774963905
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ბაჩო ახალაია ასოცირებულია კრიმინალთან
ბაჩო ახალაია ასოცირებულია კრიმინალთან და გავრცელებული ჩანაწერები, სადაც ის პირდაპირ იმუქრება, ნიშანდობლივია და ამას ყურადღება უნდა მიექცეს, - განუცხადა „ქრონიკას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარი...
1774962858
ახალი ამბებიგორდულაძე ხორგუანს: გასაგებია, რომ არ მიგაჩნიათ საქართველო სამშობლოდ, პოპულიზმით ხართ დაკავებულები და შოუ უნდა დადგათ, მაგრამ, ეს არ გამოგსვლიათ და არც მომავალში გამოგივათ
„უნდა გაუფრთხილდეთ თავს, ასეთი ნერვიულობაც არ ღირს. მესმის, რომ სანერვიულოდ გაქვთ საქმე თქვენც და თქვენს ბელადსაც. როგორ არ შეიძლება, ადამიანმა ინერვიულოს, როდესაც თავის ქვეყანას მილიონ კვადრატულ მეტრ...
1774962610
საზოგადოებაზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. საპრეზიდენტო ცენტრი კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩ...





























