გიორგი გაბუნია: როდესაც ჩვენმა მუსლიმმა ძმებმა და დებმა საერთო მწუხარება გაიზიარეს, ამ დროს, ისინი, ვინც ევრო ბიუროკრატიიდან ტოლერანტობას და დემოკრატიას გვასწავლიან, მათგან ერთი სამძიმრის წერილიც კი ვერ მივიღეთ
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ეკლესიის ავტორიტეტზე და იმაზე, თუ როგორ ცდილობდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მის დისკრედიტაციას.
მისი თქმით, „ფერადი რევოლუციების და რბილი ძალის მართვის ტექნოლოგები ეკლესიას ყოველთვის განიხილავდნენ და განიხილავენ დარტყმის მთავარ ობიექტად. მათი მიდგომა და ხედვა არის შემდეგი: რომ ეკლესია, როგორც უმაღლესი მორალური ავტორიტეტი და მთავარი ფუნდამენტი საზოგადოების სულიერი სიძლიერისა უნდა დასუსტდეს“.
გაბუნიას აზრით, გარკვეული ძალები მიზანმიმართულად ცდილობდნენ ეკლესიის დასუსტებას, რადგანაც ეს ინსტიტუცია საზოგადოებაში ყველაზე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.
„ამისთვის საჭიროა რომ მათ მიერ შექმნილი ცრუ ავტორიტეტებისგან მუდმივად ჟღერდეს, რომ ეკლესია კორუმპირებულია, თანამშრომლობს რუსეთთან, რომ ეკლესია დაშორდა ხალხს, შედეგად კი ამას უნდა მოჰყვეს საზოგადოების თვალში ეკლესიის გაუფასურება, ნდობის შემცირება, რათა კრიტიკულ მომენტებში ეკლესიის მოწოდებამ სიმშვიდისკენ, ურთიერთგაგებისკენ, შერიგებისკენ აღარ იმუშაოს. 2004 წელს სწორედ მსგავსი ძალები თავისუფლების ინსტიტუტი და სხვა მსგავსი ენჯეო - აგენტურა მუდმივად იყვნენ მომართული ეკლესიის წინააღმდეგ.
ჩვენ ვნახეთ ამ მძიმე დღეებში, როდესაც მთელი ერი და ქვეყანა პატრიარქის გარდაცვალებას გლოვობდა, პარლამენტის წინ იდგა დროიდან და სივრციდან ამოგლეჯილი რამდენიმე ადამიანი შეკვეთილი და ყავლგასული ბანერებით. მაშინ როდესაც ჩვენმა მუსლიმმა ძმებმა და დებმა რამაზან ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნა გააუქმეს და საერთო მწუხარება გაიზიარეს. ამ დროს, ისინი, ვინც ევრო ბიუროკრატიიდან ტოლერანტობას და დემოკრატიას გვასწავლიან - მათგან ერთი სამძიმრის წერილიც კი ვერ მივიღეთ, მათი პრომოაქტივისტები განაგრძობენ სიბნელეში ღამღამობით გამოჩენას. და როდესაც სიბნელეში არსებობას ეჩვევი, მერე სინათლე თვალებს ჭრის და ვხედავთ რომ ადამიანები არასოდეს განიცდიან სინდისის ქენჯნას ჩვეულებად ქცეული უგუნურების გამო“-აღნიშნა გაბუნიამ.
გაბუნიას თქმით, მიუხედავად მცდელობებისა, ეკლესია დღესაც ძლიერ ინსტიტუციად რჩება, რასაც ის ილია II-ის ღვაწლსა და დამსახურებას უკავშირებს.
„მე მინდა ერთ რამეს გავუსვა ხაზი, რომ ქართული მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია იმართება სინოდალური მმართველობით რაც ერთგვარი მყარი გარანტიაა ეკლესიის დამოუკიდებლობისა. დღეს ეკლესია არის ისეთი ძლიერი როგორც არასდროს საქართველოს ისტორიაში და სწორედ ამაშია ჩვენი უძვირფასესი უწმინდესის დამსახურება- გარდაცვლილი პატრიარქის ღვაწლი და დამსახურება ამაში გამოიხატება, რომ დღეს ეკლესია არის ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს და თუ ვინმე ფიქრობს, რომ დღეს ჩვენი ეკლესია პატრიარქის გარეშე სუსტია და შეუძლია მის საქმიანობაში ხელები აფათუროს, მწარედ ცდება.
დღეს არის 31 მარტი, დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების დღე და მინდა, თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე, ასევე ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე. და სწორედ დღევანდელ დღეს მინდა ვისურვო და ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს პატრიარქი, რომელიც გააგრძელებს ილია II-ის გზას, გააგრძელებს ერის სულიერ და მორალურ გაძლიერებაზე ზრუნვას და შეეწევა ჩვენს ქვეყანას, რომ ამ ურთულეს დროში, როდესაც დანაღმულ ველს ჰგავს მთელი მსოფლიო მშვიდობით, სიბრძნით, გონიერებით, მოთმინებით, ერთობით გავიდეთ სამშვიდობოს“, - განაცხადა გაბუნიამ.
1774962462
ახალი ამბებივალუტის ახალი კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7015 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6998 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...
1774961170
მსოფლიოესპანეთის პრემიერმა ისრაელის მიერ პალესტინელებისთვის სიკვდილით დასჯის შემოღება დაგმო
ესპანეთის, პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი მთავრობა გმობს ისრაელის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს იმ პალესტინელებისთვის,...
1774960608
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა. სხდომაზე იხილებოდა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“...
1774959222
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი: მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის საუბარი, ვფიქრობ, არის პოზიტიური სიგნალი იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაიძრას გაყინული წერტილიდან
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახი...
1774957614
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ელისაშვილი ტერორიზმისკენ მიდრეკილი, ძალიან საშიში ადამიანია, რომელიც „ლელოს“ ჰყავს შეკედლებული
ტერორისტული აქტის მეორე ეპიზოდზე ბრალდებული ალეკო ელისაშვილი წინასასამართლო სხდომის მოლოდინშია. პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, ელისა...





























