გურამ მაჭარაშვილი: როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი - ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა, პატიმარ სააკაშვილის მიერ როინ შავაძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე.

მაჭარაშვილის შეფასებით, სააკაშვილმა თავისი განცხადებით პრაქტიკულად აღიარა ის, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოში ედავებიან „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ფილიალებს.

მისივე თქმით, სააკაშვილის განცხადებით შესაბამის უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

„ჩვენ ვსაუბრობთ რეჟიმზე, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო საქართველოს სახელმწიფოსთან. ისინი თავადვე აღიარებენ, რომ იმართებოდნენ და დღესაც იმართებიან უცხოეთიდან და ამით ამაყობენ. ასეთი რეჟიმის წარმომადგენლებისგან არ უნდა გაგვიკვირდეს ისეთი აღიარებითი განცხადება, როგორიც მათმა ბელადმა სააკაშვილმა გააკეთა [როინ შავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით]. სააკაშვილმა ამ განცხადებით მორიგ ჯერზე დაადასტურა ის, რაც, თავის დროზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ ოჩიგავას საქმესთან დაკავშირებით თქვა: სასამართლო აღშფოთებულია იმით, თუ როგორი სისტემა შექმნა სააკაშვილმა საქართველოში და რომ ამ სისტემის მსხვერპლნი გახდნენ ადამიანები. სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარა ის, რასაც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ედავებიან „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ფილიალებს. დიახ, ისინი თუ თვლიდნენ, რომ ვიღაცამ მათ უღალატა და ა.შ. - არ ასამართლებდნენ ადამიანს, ისე შეეძლოთ მოეკლათ. ვფიქრობ, შესაბამისი ორგანოები მიიღებენ გადაწყვეტილებას, უნდა აღიძრას თუ არა სისხლის სამართლის საქმე როინ შავაძესთან დაკავშირებით სააკაშვილის მიერ გაკეთებულ აღიარებით განცხადებაზე. შეგახსენებთ, რომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო სასამართლოს პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ სისტემური დანაშაულის სათავეში იდგა სააკაშვილი. შესაბამისად, როინ შავაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება არის სააკაშვილის აღიარებითი ჩვენება, რომელთან დაკავშირებითაც, წესით, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ კითხვები. როცა ყოფილი პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ მან იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს ამ მკვლელობას, რა თქმა უნდა, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი - ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები?! სააკაშვილის ეს საჯარო აღიარება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დამნაშავე რეჟიმი, რომელიც კლავდა და ხოცავდა ხალხს, ყოველგვარი აპელაციის გარეშე და სააკაშვილმა ეს პირდაპირ აღიარა“,  - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793198148

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: უმძიმესი ბრალდება გაჟღერდა დასავლურ პრესაში ევროკავშირის აღმასრულებელი ხელმძღვანელი რგოლის მიმართ, თუმცა სამწუხაროდ დაუჯერებელი ამაში არაფერია

„უმძიმესი ბრალდება გაჟღერდა დასავლურ პრესაში ევროკავშირის აღმასრულებელი ხელმძღვანელი რგოლის მიმართ, თუმცა სამწუხაროდ დაუჯერებელი ამაში არაფერია და ეს თუ დადასტურდა, იქნება უკიდურესად მძიმე მოცემულობა,...

დავით მათიკაშვილი

1793197971

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტოლედოსთან ახლოს მატარებლების ტრაგიკული შეჯახების გამო, რომელსაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამ მძიმე წუთებში საქართველო ესპანეთის გვერდით დგას

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტოლედოსთან ახლოს მატარებლების ტრაგიკული შეჯახების გამო, რომელსაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ...

ირაკლი კობახიძე

1793196165

ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

29 ოქტომბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ყიფშიძის ქუჩა N5-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვი...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

1793195991

საზოგადოება

გიორგი კახიანი: ოპოზიციის სამართლებრივი არგუმენტაცია რეალურად სრულიად აცდენილია სწორ განმარტებებს, ისინი რაღაც თავისებურ ინტერპრეტაციებს აკეთებენ

ოპოზიციის სამართლებრივი არგუმენტაცია რეალურად სრულიად აცდენილია სწორ განმარტებებს, ისინი რაღაც თავისებურ ინტერპრეტაციებს აკეთებენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა საკ...

გიორგი კახიანი

1793194389

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: როგორც ჩანს, საქართველო არ არის ერთადერთი, სადაც უცხოური ფული ილექება ისეთ საქმეებში, რომელიც არის პირდაპირ პოლიტიკური მიზნებით ნაკარნახევი ან ემსახურება ძალადობრივ პროცესებს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროკომისიის მორიგ სკანდალს ეხმაურება. ლევან მახაშვილის განცხადებით, მსგავსი ბრალდებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდე...

ლევან მახაშვილი