ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს ორგანიზება გაუწიოს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს ორგანიზება გაუწიოს.
„ანადოლუს“ ცნობით, ერდოღანმა ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
„თურქეთი მზადაა ნებისმიერი ფორმით წვლილი შეიტანოს, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ორგანიზებაში“, - აცხადებს ერდოღანი.
ერდოღანმა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების მცდელობებში „ისტორიული გარდამტეხი მომენტი დადგა“ და რომ ეს შესაძლებლობა უნდა იქნეს გამოყენებული.
მან დასძინა, რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაგრძელება უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხსა და უკრაინის რეკონსტრუქციის პროცესებში.
შეგახსენებთ, პუტინი უკრაინას სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას სთავაზობს.
1746993467
საზოგადოებაგიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: არანაირი შანსი არ გააჩნიათ არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწიონ. ყოველ ჯერზე ჩვენ ვხედავთ დამარცხებულ რადიკალებს, რადგან ქართველმა ხალხმა ეს სახადი უკვე მოიხადა
ეს არის მოღალატეობრივი ძალა და ადგილობრივ არჩევნებში კიდევაც რომ მიიღონ მონაწილეობა, მათ ერთხელ და სამუდამოდ მიუჩენენ თავის ადგილს. მათ ნული შანსი აქვთ, რომ გარკვეული ხმები მიიღონ, - განაცხადა გადაცემ...
1746991818
საზოგადოებავახო ხუზმიაშვილი მედიის თავისუფლებაზე: 2004-2005 ის წლებია, როცა არ დარჩა არც ერთი თავისუფალი მედია საშუალება. სპეცრაზმი ვარდებოდა ტელევიზიებში და სროლები იყო - დღეს ყველაფერი მოსულა ქართულ მედიაში, ვის რა ეკრძალება?
თურმე, 2004-2005 წლებში ვიყავით 94-ე ადგილზე. ეს ის წლებია, როცა ფაქტობრივად, არ დარჩა არც ერთი თავისუფალი მედია საშუალება. სპეცრაზმი ვარდებოდა ტელევიზიებში და სროლები იყო, - განაცხადა „თავისუფალი სივ...
1746986084
საზოგადოებალევან მაჭავარიანი „MEGOBARI აქტზე“: ჯო უილსონი ერთი ერთში იმ მესიჯბოქსს ატარებს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ - რასაც დილით დაწერს თინა ბოკუჩავა, საღამოს იმას დაწერს, ერთი ერთში გადათარგმნილს ბატონი ჯო უილსონი
ოპოზიციონერები ქუჩაში არიან დარჩენილები, არანაირი პლატფორმა არ გააჩნიათ სალაპარაკო და რაღაც საკენკებს უყრიან ხოლმე, ხან ბატონი ჯო უილსონი, ხან რომელიღაც ევრო ბიუროკრატი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის...
1746982538
ახალი ამბებიკირცხალია ეკონომიკური კოლაფსის შექმნის მცდელობებზე: როდესაც მიზანმიმართულად ამას აკეთებ, ეს არაფერია, თუ არა ქვეყნის ღალატი
„ამხელა თანამდებობის პირები: ბანკის მმართველები, ყოფილი პრემიერები, ყოფილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტები, ახალგამოჩეკილი ექსპერტები ქმნიან ამ სურათს და მოლოდინს [ეკონომიკური კოლაფსის]. ეს ხომ პირდაპირ...
1746981196
მსოფლიოტრამპი რუსეთსა და უკრაინას: ახლავე გამართეთ შეხვედრა!
რუსეთის პრეზიდენტს არ სურს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, არამედ სურს შეხვდეს ხუთშაბათს, თურქეთში, რათა მოლაპარაკებები გამართოს ამ სისხლის ღვრის შესაძლო დასრულებაზე - უკრაინა დაუყოვ...