სურსათის ეროვნული სააგენტო: 12 მაისი მცენარეთა სიჯანსაღის საერთაშორისო დღეა, მცენარეების დაცვით ჩვენ ვიცავთ სიცოცხლეს!

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო უერთდება გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის ინიციატივას და სრულად იზიარებს ორგანიზაციის გზავნილებს.

„12 მაისი მცენარეთა სიჯანსაღის საერთაშორისო დღეა
#მცენარეების დაცვით ჩვენ ვიცავთ სიცოცხლეს!

მცენარეთა სიჯანსაღის საერთაშორისო დღე, გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის (FAO) ინიციატივით, 12 მაისს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის 2025 წლის თემაა: ჯანსაღი მცენარე - ერთიანი ჯანდაცვის უმნიშვნელოვანესი რგოლი.

„სასოფლო-სამეურნეო კულტურების 40 პროცენტს მცენარეთა მავნებლები აზიანებენ, რაც აფერხებს სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, აზიანებს ბიომრავალფეროვნებას, გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებასა და საარსებო წყაროებზე. მავნებლების გავრცელების პრევენციის და მართვის პროცესში პესტიციდები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. თუმცა, მათი გადაჭარბებული გამოყენება და ცუდი მართვა კვლავაც გლობალურ გამოწვევად რჩება, რადგან აზიანებს ბიომრავალფეროვნებას და საფრთხეს უქმნის გარემოს სიჯანსაღეს. მცენარეები სიცოცხლის წყაროა- ჩვენი საკვების 80 და ჟანგბადის 98 პროცენტს სწორედ მცენარეებისგან ვიღებთ. მცენარეთა სიჯანსაღის საერთაშორისო დღის მიზანია ცნობიერების ამაღლება და ყველა რგოლის ჩართულობა ჯანსაღის გარემოს შენარჩუნებაში“, -აღნიშნულია გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის (FAO) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო უერთდება და სრულად იზიარებს ორგანიზაციის გზავნილებს.

მცენარეთა სიჯანსაღის და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტია ფერმერების ცნობიერების ამაღლება პესტიციდების სწორად და ზომიერად გამოყენებასთან დაკავშირებით. საქართველოში რეგისტრირებულია და გამოიყენება ევროკავშირსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებში დაშვებული პესტიციდები.პესტიციდების ხარისხის კონტროლის მიზნით, ყოველწლიურად მოწმდება ქვეყანაში არსებული 600-მდე სპეციალიზებული ობიექტი. 2025 წელს შემოწმდა 231 ობიექტი; გამოვლენილი დარღვევების გამო, 23 ობიექტი დაჯარიმდა; სურსათის უვნებლობის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგის ფარგლებში, სურსათში პესტიციდების ნარჩენების გამოვლენის მიზნით, ყოველწლიურად, 400- მდე ნიმუშის გამოკვლევა ხდება; მიმდინარე წელს უკვე გამოკვლეულია 113 ნიმუში. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში,გამოკვლეულ ნიმუშებში, სურსათში პესტიციდების ნარჩენების დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობა არ ფიქსირდება“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747042449

ახალი ამბები

I შვილი - 1500 ლარი, II შვილი - 3000 ლარი, III შვილი - 4500, ტყუპები - 10 000 ლარი - თიანეთის მერის ლევან წიკლაურის ინიციატივით, ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიზარდა

 თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის ინიციატივით, ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიზარდა. ინფორმაციას თიანეთის მერია ავრცელებს. „I შვილი - 1500 ლარი, ნაცვლად 300 ლარისა...

ზოგადი

1747042012

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: პოლიტიკაში ფულის არალეგალური ტრიალი პრობლემაა და რაც მალე გაუსწორებენ თვალს ამ პრობლემას ევროკავშირი და მისი წევრები, მით უკეთესი იქნება ევროკავშირისთვის

 პოლიტიკაში ფულის არალეგალური ტრიალი პრობლემაა და რაც მალე გაუსწორებენ თვალს ამ პრობლემას ევროკავშირი და მისი წევრები, მით უკეთესი იქნება ევროკავშირისთვის, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომი...

ლევან მახაშვილი

1747041920

მსოფლიო

რომის პაპმა ხელოვნურ ინტელექტს კაცობრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა უწოდა

 რომის პაპმა ლეო XIV-მ არჩევის შემდეგ კარდინალებთან პირველი შეხვედრა გამართა. სიტყვით გამოსვლაში მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ რისკებს, რომლებიც მისი აზრით სერი...

რომის პაპი

1747041847

საზოგადოება

16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნდება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართ...

ამინდი

1747039313

საზოგადოება

ქუთაისში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად სკოლის მოსწავლე დაიღუპა

 ქუთაისში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად სკოლის მოსწავლე დაიღუპა. როგორც „ინფო იმერეთი“ იტყობინება, არასრულწლოვანი გოგო მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში აღმზრდელის ოჯახში იმყოფებოდა. შემთხვევა შერვაში...

შსს