გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: არანაირი შანსი არ გააჩნიათ არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწიონ. ყოველ ჯერზე ჩვენ ვხედავთ დამარცხებულ რადიკალებს, რადგან ქართველმა ხალხმა ეს სახადი უკვე მოიხადა

ეს არის მოღალატეობრივი ძალა და ადგილობრივ არჩევნებში კიდევაც რომ მიიღონ მონაწილეობა, მათ ერთხელ და სამუდამოდ მიუჩენენ თავის ადგილს. მათ ნული შანსი აქვთ, რომ გარკვეული ხმები მიიღონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში რადიკალური ძალების მონაწილეობის შესაძლებლობაზე საუბრისას.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია დამოკიდებულია იმაზე, მათი პატრონებისგან თუ რა დავალებას მიიღებენ.
„არანაირი შანსი არ გააჩნიათ, არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწიონ. ყოველ ჯერზე ჩვენ ვხედავთ დამარცხებულ რადიკალებს, რადგან ქართველმა ხალხმა ეს სახადი უკვე მოიხადა. ჩვენმა ერმა გამოიარა ძალიან რთული გზა - ჩვენ ვხედავთ საგამოძიებო კომისიის მუშაობისას რა ფაქტები გამოაშკარავდა, რამდენი გამწარებული ოჯახია და მათი უბედურება გამოვიდა სააშკარაოზე, დღის სინათლეზე. რომელ მხარდაჭერაზე, არჩევნებში მონაწილეობაზეა საუბარი! მორალური უფლება არ გააჩნიათ. ეს ძალა ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური ველიდან საბოლოოდ გაქრება, რადგან ქართველი ხალხი მათ არ ენდობა. მათ სიტყვას ფასი არ აქვს! როდესაც შენი სამშობლო ისე გძულს, რომ ჩადიხარ სხვა ქვეყნებში, დასმენაზე ხარ ორიენტირებული - გახსოვთ, კონგრესში როგორ დაასმინეს საკუთარი სამშობლო, როგორ დააბეზღეს. ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. პირდაპირ ამბობდნენ, არ ვიმსახურებთო - მეტი რა უნდა თქვან, მეტი მოღალატეობრივი ნაბიჯი როგორ უნდა გააკეთო?!“, - განაცხადა სოსიაშვილმა.
1747041920
მსოფლიორომის პაპმა ხელოვნურ ინტელექტს კაცობრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა უწოდა
რომის პაპმა ლეო XIV-მ არჩევის შემდეგ კარდინალებთან პირველი შეხვედრა გამართა. სიტყვით გამოსვლაში მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ რისკებს, რომლებიც მისი აზრით სერი...
1747041847
საზოგადოება16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნდება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართ...
1747039313
საზოგადოებაქუთაისში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად სკოლის მოსწავლე დაიღუპა
ქუთაისში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად სკოლის მოსწავლე დაიღუპა. როგორც „ინფო იმერეთი“ იტყობინება, არასრულწლოვანი გოგო მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში აღმზრდელის ოჯახში იმყოფებოდა. შემთხვევა შერვაში...
1747036966
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე სამადაშვილის განცხადებაზე: 2020 წელს არც ხალხს და არც ევროკავშირს არ სჯეროდა, რომ არჩევნები გაყალბდა, იგივე ხდება 2024-ზეც
სალომე სამადაშვილს არ დავეთანხმები და შევუსწორებ, რომ 2020 წელს არც ხალხს და არც ევროკავშირს არ სჯეროდა, რომ არჩევნები გაყალბდა. იგივე ხდება 2024 წელზეც, არც ხალხს სჯერა და არც ევროკავშირს, - ასე გამ...
1747034939
ახალი ამბებიაჭარის პოლიციამ დააკავა უკრაინის მოქალაქე, რომელიც კანფეტის ქაღალდებში დაფასოებულ ნარკოტიკს სარეალიზაციოდ ლოკაციებზე ათავსებდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდ...