გიორგი გაბუნია: ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბარი

ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბარი და მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობების ზოგადი სიჯანსაღე ქვეყნებს შორის შენარჩუნდეს, - ასე გამოეხმაურა გიორგი გაბუნია ირაკლი კობახიძისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას.

„დღის ქრონიკაში“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ რთულ მსოფლიოში, რომელშიც დღეს ცხოვრება გვიწევს, ასეთი დიალოგი აუცილებელია.

„ჩვენ უკრაინელ ხალხს ყველაფერში დავუდექით გვერდში, როდესაც მათ გაუჭირდათ. იქნებოდა ეს ჰუმანიტარული დახმარება, მყარი, უპირობო მხარდაჭერა დიპლომატიურ ასპარეზზე - ყველა რეზოლუციას დავუჭირეთ მხარი, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას ეხებოდა. ასევე, 250 მოსწავლე სწავლობს დღეს საჯარო სკოლების უკრაინულ სექციებში, 500 სტუდენტი უნივერსიტეტებში. სანაცვლოდ მივიღეთ აბსოლუტურად გაუგებარი ნაბიჯები - ვგულისხმობ ელჩის გაწვევას, საერთაშორისო კრიმინალების შეფარებას და კონკრეტული მაღალჩინოსნების მხრიდან გაუგებარ მოწოდებებს, რომ საქართველო ჩართულიყო ომში.

მაგრამ უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის არსებობს მრავალსაუკუნოვანი, ძალიან ძლიერი მეგობრული ურთიერთობა და, რა თქმა უნდა, ხალხებს შორის ურთიერთობა არის და იქნება და მნიშვნელოვანია, თუ ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, ქვეყნებს შორის ურთიერთობები გადაიხედოს და გაჯანსაღდეს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია“, - განაცხადა გაბუნიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777993363

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბარი

ვფიქრობ, პრეზიდენტ ზელენსკისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბარი და მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობების ზოგადი სიჯანსაღე ქვეყნებს შორის შენარჩუნდეს, - ასე გამოეხმაურა გიორგი გაბუნია...

გიორგი გაბუნია

1777993249

ახალი ამბები

16 წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს

ფეხბურთში საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს. ტურნირი 6-11 მაისს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართება. ტატა მატვეევას გუნდი მასპინძელ აზერბაიჯანს, რუმინეთს...

16 წლამდე გოგონათა ნაკრები

1777992472

ახალი ამბები

სპორტკომპლექს „არენა 2-ში” საქართველოს ჩემპიონატი კუდოში გაიმართა

სპორტკომპლექს „არენა 2-ში” საქართველოს ჩემპიონატი კუდოში გაიმართა. შეჯიბრებაში საქართველოში არსებული კუდოს კლუბების სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში კუდოს კლუბი საქართ...

 ჩემპიონატი კუდოში გაიმართა

1777990953

ახალი ამბები

მაია ორჯონიკიძე ბოკერიაზე: მიშას პატიმრობა დედის რძესავით შეირგო ამ ნაგავმა და მისმა შიზოიდმა ცოლმა

„ბოკერია თავის შეფს ხელშეუხებლობის გარანტიებს ვისი სახელით აძლევს ეგ გარეწარი?!“, - წერს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე და იხსენებს გიგა ბოკერიას 2019 წლის განცხადებას, რომლის თქმ...

მაია ორჯონიკიძე

1777988683

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ზელენსკიმ და მისმა ადმინისტრაციამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ თუ გაიაზრებენ ამ ყველაფერს და ეცდებიან შეცდომების გამოსწორებას, მომავალზე უნდა ვიფიქროთ

„ზელენსკიმ და მისმა ადმინისტრაციამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ თუ გაიაზრებენ ამ ყველაფერს და ეცდებიან შეცდომების გამოსწორებას, მომავალზე უნდა ვიფიქროთ“, - ამის შესახ...

ლევან მაჭავარიანი