გიორგი ცუცქირიძე სამთავრობო გუნდის აშშ-ში ვიზიტზე: ნიშანდობლივია, რომ სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, დაიწყო საქართველოს ეკონომიკური ბლოკისა და ეროვნული ბანკის პირველი პირების ვიზიტი

 ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის თემა არა თუ დღემდე აქტუალურია ოპოზიციურ მედიაში, არამედ ამ იზოლაციაზეა აგებული ახლო თუ შორს მიმავალი პროგნოზებიც. ამ პროგნოზების უფრო დათქმების თანახმად, ქვეყნის ეკონომიკა და ბიუჯეტი კრიზისში შევა, ხოლო ხელისუფლება იძულებული გახდება დანიშნოს ახალი არჩევნები და ხელისუფლებაც ოპოზიციას გადააბაროს. რეალობა რომ სხვანაირია ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზშიც გამოჩნდა, როდესაც 2025 წლის პროგნოზი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე მეტად, წლიური 6 პროცენტის დონემდე ასწია, - წერს ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც ეხმიანება პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას აშშ-ში ვიზიტს.

ცუცქირიძის განცხადებით, ნიშანდობლივია, რომ ვაშინგტონში სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, დაიწყო საქართველოს ეკონომიკური ბლოკისა და ეროვნული ბანკის პირველი პირების ვიზიტი.

ის ხაზს უსვამს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილს, რაც წინააღმდეგობაში მოდის ოპოზიციური ფლანგის ნარატივთან, რომლებიც საქართველოდან სსფ-ის მისიის წასვლას და ქვეყნის შეუქცევად საერთაშორისო იზოლაციას აანონსებდნენ.

„ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის თემა არა თუ დღემდე აქტუალურია ოპოზიციურ მედიაში, არამედ ამ იზოლაციაზეა აგებული ახლი თუ შორს მიმავალი პროგნოზებიც. ამ პროგნოზების უფრო დათქმების თანახმად, ქვეყნის ეკონომიკა და ბიუჯეტი კრიზისში შევა, ხოლო ხელისუფლება იძულებული გახდება დანიშნოს ახალი არჩევნები და ხელისუფლებაც ოპოზიციას გადააბაროს.

რეალობა რომ სხვანაირია ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზშიც გამოჩნდა, როდესაც 2025 წლის პროგნოზი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე მეტად, წლიური 6 პროცენტის დონემდე აწია.

საერთაშორისო იზოლაციას, რაც შეეხება, ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, დასანქცირების და იზოლაციის პირობებში უბრალოდ არ ზრდიან, რადგან იგი ინვესტორთა ქვეყნიდან გასვლასთან და ზოგადად ეკონომიკის შენელებასთან უფრო ასოცირდება.

ნიშანდობლივია, რომ ვაშინგტონში სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, დაიწყო საქართველოს ეკონომიკური ბლოკისა და ეროვნული ბანკის პირველი პირების ვიზიტი. სებ-ის პრეზიდენტი უკვე შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს, სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს ბო ლისს, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წევრი ქვეყნების (ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთის რესპუბლიკა და საქართველო) ჯგუფის დირექტორთან ტამაშ ვოჟნიტსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
თავის მხრივ სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა ქართულ მხარეს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება და მხარდაჭერა აღუთქვა.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონულ ვიცე-პრეზიდენტს, ალფონსო გარსია მორას შეხვდა რა დროსაც განიხილეს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება ისეთ დარგებში, როგორიცაა ენერგეტიკა და ტრანსპორტი,ასევე მინერალური სასუქების წარმოება.

ეს მათთვის ქვეყნიდან სსფ-ის მისიის წასვლას, და ქვეყნის შეუქცევად საერთაშორისო იზოლაციას რომ აანონსებდნენ!" - წერს გიორგი ცუცქირიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753725503

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზებაზე: ყაველაშვილის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციის ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება „ქრონიკასთან“ შეაფასა და აღნიშნა, რომ პრე...

ლევან მაჭავარიანი

1753725452

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს

თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის მიერ საქა...

შალვა პაპუაშვილი

1753722544

მსოფლიო

ტრამპი: უკვე დავასრულე უამრავი ომი სულ რაღაც ექვს თვეში - ვამაყობ, რომ მშვიდობის პრეზიდენტი ვარ

ვამაყობ, რომ მშვიდობის პრეზიდენტი ვარ! - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. „ახლახან ვესაუბრე ტაილანდის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს და კამბოჯის პრემიერ-მინისტრს. სიამოვნებით გ...

დონალდ ტრამპი

1753720513

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს, რათა დახმარება ღაზაში შევიდეს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ მან ღაზაში შიმშილის გულის ამაჩუყებელი კადრები იხილა და რომ ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს დახმარების დასაშვებად. „არ ვიცი, ყველას გაქვთ თუ არა ნანახი...

ჯეი დი ვენსი

1753718850

საზოგადოება

მარიამ ლაშხი დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს ალექსანდრა შეპარდს და ოლივერ დიქსონს შეხვდა. „შეხვედრაზე განსაკუთ...

მარიამ ლაშხი