კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს და კალათბურთელებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვებისა და ღირსების ორდენებით დაჯილდოებას ულოცავს

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ხორხე გარბახოსა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, მწვრთნელს ილიას ზუროსს და კალათბურთელებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვებისა და ღირსების ორდენებით დაჯილდოებას ულოცავს და მოვლენას საქართველოს კალათბურთის ისტორიაში წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს.
„ეს არის დამსახურებული წარმატება მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შესანიშნავი პერფორმანსი გვიჩვენა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ გუნდი ერთსულოვნად მუშაობს, რაშიც დიდი წვლილი კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას და მის ხელმძღვანელობას ეკუთვნის. მიიღეთ ჩვენი გულწრფელი მილოცვა ამ დამსახურებული გამარჯვების გამო“, - აღნიშნულია წერილში, რომელიც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის ვიქტორ სანიკიძისა და გენერალური მდივნის ლაშა გამყრელიძის სახელზეა გამოგზავნილი.
ცნობისთვის, ქართველი კალათბურთელები ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებენ, რისთვისაც პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ნაკრების წევრები, სამწვრთნელო შტაბი და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ღირსების ორდენზე წარადგინეს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენებით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.
1753770196
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ჟენევაში გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ჟენევაში გაემგზავრა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. შალვა პაპუაშვილი პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში (IPU) მიიღე...
1753768491
ახალი ამბებილევან მახაშვილი: „ქართული ოცნება“ არის უალტერნატივო პოლიტიკური ძალა
„ქართული ოცნება“ არის უალტერნატივო პოლიტიკური ძალა - მადლობას ვუხდით ქართულ საზოგადოებას იმ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩანს „გორბის“ კვლევაში“, - ასე გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის კომ...
1753767181
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ჩვენ გვყავს ძალიან შეშინებული და არათანმიმდევრული ოპოზიცია, რომელსაც როგორც ჩანს, ყველაფრის ეშინია
ჩვენ გვყავს ძალიან შეშინებული და არათანმიმდევრული ოპოზიცია, რომელსაც როგორც ჩანს, ყველაფრის ეშინია. ეშინიათ არჩევნებში შესვლის, ეშინიათ არჩევნებში არ შესვლის, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და...
1753765472
მსოფლიოსავაჭრო მოლაპარაკებების ფარგლებში აშშ-ისა და ჩინეთის დელეგაციები შვედეთში შეხვდნენ, ხუთსაათიანი შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაკეთებულა
სავაჭრო მოლაპარაკებების ფარგლებში, სტოკჰოლმში აშშ-ისა და ჩინეთის დელეგაციების შეხვედრა ხუთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამერიკულ დელეგაციას სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი ხელმძღვანელობდა. შეხვედრის დასრუ...
1753735382
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს რუსეთისთვის უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ვადის შემცირების შესახებ გაკეთებული განცხადებისთვის მადლობას უხდის
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის მიერ რუსეთისთვის უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ვადის შემცირების შესახებ განცხადებას ეხმაურება. ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში...