ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს რუსეთისთვის უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ვადის შემცირების შესახებ გაკეთებული განცხადებისთვის მადლობას უხდის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის მიერ რუსეთისთვის უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ვადის შემცირების შესახებ განცხადებას ეხმაურება.

ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ მადლობას უხდის ტრამპს, რომლის ფოკუსიც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და ამ საშინელი ომის შეჩერებაა.

„მკაფიო პოზიცია და გამოხატული გადაწყვეტილება ამერიკის პრეზიდენტისგან სწორ დროს, როდესაც ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს ძალის მეშვეობით ნამდვილი მშვიდობისთვის. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს სიცოცხლეების გადარჩენასა და ამ საშინელი ომის შეჩერებაზე ფოკუსისთვის. უკრაინა რჩება ერთგული მშვიდობისადმი და დაუღალავად იმუშავებს აშშ-თან ერთად, რათა ჩვენი ორივე ქვეყანა უფრო უსაფრთხო, ძლიერი და აყვავებული გახდეს“, – წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას 10 ან 12 დღემდე ამცირებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753770196

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ჟენევაში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ჟენევაში გაემგზავრა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.   შალვა პაპუაშვილი პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში (IPU) მიიღე...

შალვა პაპუაშვილი

1753768491

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: „ქართული ოცნება“ არის უალტერნატივო პოლიტიკური ძალა

„ქართული ოცნება“ არის უალტერნატივო პოლიტიკური ძალა - მადლობას ვუხდით ქართულ საზოგადოებას იმ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩანს „გორბის“ კვლევაში“, - ასე გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის კომ...

ლევან მახაშვილი

1753767181

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: ჩვენ გვყავს ძალიან შეშინებული და არათანმიმდევრული ოპოზიცია, რომელსაც როგორც ჩანს, ყველაფრის ეშინია

ჩვენ გვყავს ძალიან შეშინებული და არათანმიმდევრული ოპოზიცია, რომელსაც როგორც ჩანს, ყველაფრის ეშინია. ეშინიათ არჩევნებში შესვლის, ეშინიათ არჩევნებში არ შესვლის, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და...

 რატი იონათამიშვილი

1753765472

მსოფლიო

სავაჭრო მოლაპარაკებების ფარგლებში აშშ-ისა და ჩინეთის დელეგაციები შვედეთში შეხვდნენ, ხუთსაათიანი შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაკეთებულა

სავაჭრო მოლაპარაკებების ფარგლებში, სტოკჰოლმში აშშ-ისა და ჩინეთის დელეგაციების შეხვედრა ხუთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამერიკულ დელეგაციას სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი ხელმძღვანელობდა. შეხვედრის დასრუ...

სავაჭრო მოლაპარაკებების ფარგლებში

1753734217

საზოგადოება

ფრიდრიხ მერცი: ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმება სერიოზულ უარყოფით შედეგებს მოუტანს გერმანიის ეკონომიკას

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის საქონელზე 15-პროცენტიანი ტარიფების დაწესებას, სერიოზულ უარყოფით შე...

ფრიდრიხ მერცი