გიორგი ვოლსკი ზურაბიშვილსა და ნანუაშვილზე: ეს არ არის მხოლოდ თვითაღიარება და თვითლუსტრაცია, ეს არის სერიოზული დანაშაული ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ

საზოგადოების დიდ ნაწილს კიდევ სჯეროდა, რომ არსებობდა რაღაც გარკვეული პოლიტიკური ინტერესი, როდესაც სალომე ზურაბიშვილს, უჩა ნანუაშვილს თუ ნებისმიერ სხვას, ქართული გვარის მატარებელ უსამშობლოებს ვუწოდებდით, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ სალომე ზურაბიშვილის და უჩა ნანუაშვილის რუსი პრანკერების მახეში გაბმაზე საუბრისას.
„ახლა გამოვიდნენ და თვითონვე ახსენეს, რომ არიან აბსოლუტურად მოწყვეტილი საქართველოს რეალობიდან. ეს არ არის მხოლოდ თვითაღიარება და თვითლუსტრაცია, ეს არის სერიოზული დანაშაული ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
გიორგი ვოლსკიმ ასევე ისაუბრა უცხოეთიდან დაფინანსებაზე და აღნიშნა, რომ იმ ფულიდან, რაც მიიღეს, სიკეთისთვის ერთი თეთრიც კი არ დახარჯულა.
„წარსული გამოცდილებიდან ვიცით, რომ არც ერთხელ, არც ერთი თეთრი, არც ერთი ცენტი იმ ფულიდან, რაც მიიღეს, სიკეთისთვის არ დახარჯულა. ეს არის აბსოლუტურად მოღალატეობრივი გეგმა, რომელიც ვერ ასრულდა იმიტომ, რომ ელემენტარულად მასხრად აიგდეს“, - განმარტა გიორგი ვოლსკიმ.
სალომე ზურაბიშვილი და უჩა ნანუაშვილი რუსი პრანკერების მახეში გაებნენ. ზურაბიშვილმა პრანკერებთან საუბარში განაცხადა, რომ უცხოეთიდან ფინანსდება და ახლა ევროპიდან თანხის გაჭიანურებაზე დარდობს. უჩა ნანუაშვილმა კი თქვა: „უკრაინის მაიდანის მსგავსად, ჩვენც გვყავს არაოფიციალური დანაყოფები, არიან ნიღბიანი სამოქალაქო პირები“.
1745857801
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკას დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. „ზვარტნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვი...
1745854509
ახალი ამბებინინო წილოსანი ქალ მეცნიერებს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი წარმატებულ ქალ მეცნიერებს შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება მეცნიერების განვითარების საქმეში ქალ მეცნიერთა როლზე და ქალი მეცნიერებისადმი, მათ შორის...
1745852237
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენს პარტნიორებს ყოველთვის შევეკითხებით რჩევას, მათგანაც მოვისმენთ, მაგრამ თუ რაიმე ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, არაფერს გავითვალისწინებთ და მივყვებით იმ გზას, რა გზითაც „ქართული ოცნება“ დადის
არჩევნების შემდეგ, კარგად გახსოვთ ოპოზიციის ისტერია, თითქოს, გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშმა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქ...
1745849003
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: უცხოეთიდან მიღებული ინსტრუქციებით გეგმა მოამზადეს, რომელმაც არ გაამართლა და ახლა გულდაწყვეტილები არიან თავიანთ თავზეც და პატრონებზეც
„ᲝᲞᲝᲖᲘᲪᲘᲐ ᲩᲕᲔᲜ ᲒᲕᲐᲓᲐᲜᲐᲨᲐᲣᲚᲔᲑᲡ ᲘᲛᲐᲨᲘ, ᲠᲝᲛ ᲞᲐᲠᲚᲐᲛᲔᲜᲢᲘ ᲔᲠᲗᲞᲐᲠᲢᲘᲣᲚᲘᲐ, ᲓᲘᲓᲘ ᲑᲝᲓᲘᲨᲘ, ᲔᲠᲗᲞᲐᲠᲢᲘᲣᲚᲘ ᲐᲠ ᲐᲠᲘᲡ, ᲡᲐᲞᲐᲠᲚᲐᲛᲔᲜᲢᲝ ᲝᲞᲝᲖᲘᲪᲘᲐ ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲡ. ᲛᲐᲗᲗᲕᲘᲡ ᲐᲠᲐᲤᲔᲠᲘ ᲐᲒᲕᲘᲙᲠᲫᲐᲚᲐᲕᲡ, ᲛᲐᲗ ᲮᲐᲚᲮᲛᲐ 61 ᲛᲐᲜᲓᲐᲢᲘ ᲛᲘᲡᲪᲐ,“ - ᲐᲛᲘᲡ Შ...
1745847824
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულება უცვლელია და 2.7496 ლარს შეადგენს. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1227 ლარი გახდა. დღეს მოქ...