მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო ცხოვრება მიდის, 2012 წლიდან რისი მიღებაც გარედან გვაიძულეს, მისი გასწორება მიმდინარეობს, რათა მაქსიმალურად მოერგოს დამოუკიდებლობის გაზრდის ხარისხის ინტერესებს

 საპარლამენტო ცხოვრება მიდის, კანონების მიღება სწრაფ ტემპში მიმდინარეობს, მავნებლობით არავინ გვიშლის ხელს, გადაწყვეტილებასაც ვიღებთ და რაც ყველაზე მეტად მიხარია ქვეყნისთვის, რაც 2012 წლიდან გვაიძულეს გარედან, მიგვეღო, ამ ყველაფრის გასწორება მიდის, რომ მაქსიმალურად მოერგოს დამოუკიდებლობის გაზრდის ხარისხის ინტერესებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, საპარლამენტო ცხოვრება აქტიურად მიმდინარეობს და იმაზე მეტი გადაწყვეტილებები მიიღება, ვიდრე წინა მოწვევის პარლამენტში.

მისივე განცხადებით, საქართველოს პარლამენტი, რომლის ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენება ზოგიერთებს სურთ, მყარად დგას და ბევრ გადაწყვეტილებას იღებს.

„შეუძლებელია, რომ შალვას პოსტებს გაეცნო და არ დააფასო სწორად ის, რასაც აკეთებს. ქრესტომათიული სიზუსტით აღწერს ხოლმე მოვლენებს, როგორ ვითარდებოდა ხოლმე პროცესები ბოლო პერიოდში, ეს არის თანამედროვე ისტორია, რეალობა, რა დარტყმებს უძლებს ქვეყნის გარედან სახელმწიფო, რამდენად ამაყად და მყარად დგას საქართველო. ჩვენ გვაქვს თანამედროვე ისტორია, რომლითაც, ვფიქრობ, წლების შემდეგ ქართველები ვიამაყებთ და ჩვენი შვილები იამაყებენ, რომ საქართველომ ასე გაუძლო წნეხს, რომელიც გარედან მოდიოდა და შიდა აგენტურის მიერ მისი რეალიზების მცდელობა ხდებოდა ხოლმე. საქართველოს პარლამენტიც, რომლის ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენება უნდათ ვიღაც-ვიღაცებს, ფეხზე დგას, მყარად დგას, ბევრ გადაწყვეტილებას იღებს, უფრო მეტ გადაწყვეტილებას, ვიდრე ე.წ. ოპოზიციის მავნებლობის პერიოდში ვახერხებდით და თან ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელთან დაკავშირებითაც ხმას ვეღარავინ იღებს. მაგალითად, როცა წინა მოწვევის პარლამენტში „გამჭვირვალობის კანონზე“ ჩამოაქციეს ქვეყანა ორი წლის განმავლობაში, რომელიც იყო თითქოს რუსული, ახლა მივიღეთ უფრო მკაცრი კანონი, უფრო გაბედული ნაბიჯი გადავდგით და ამაზე ხმა ვეღარ ამოიღეს, რადგან ეს იყო ამერიკული „ფარას“ ანალოგი და ამასობაში, საზოგადოებასაც გათვითცნობიერებული ჰქონდა, რასთან იყო საქმე და რა საუკუნის აფიორა შემოგვთავაზეს აგენტურამ და მათმა პატრონებმა. როცა „ხალხის ძალამ“ ის დაარეგისტრირა, იყო ამერიკული ვერსია, მაგრამ მაშინ იმდენად უინფორმაციოდ იყო საზოგადოება, ვერ შევძელით ამის გატანა. სწორედ ეს არის განსხვავება წინა მოწვევის პარლამენტსა და ამ პარლამენტს შორის.

საპარლამენტო ცხოვრება მიდის, კანონების მიღება სწრაფ ტემპში მიმდინარეობს, მავნებლობით არავინ გვიშლის ხელს, გადაწყვეტილებასაც ვიღებთ და რაც ყველაზე მეტად მიხარია ქვეყნისთვის, რაც 2012 წლიდან გვაიძულეს გარედან, მიგვეღო, ამ ყველაფრის გასწორება მიდის, რომ მაქსიმალურად მოერგოს დამოუკიდებლობის გაზრდის ხარისხის ინტერესებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745854509

ახალი ამბები

ნინო წილოსანი ქალ მეცნიერებს შეხვდა

 პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი წარმატებულ ქალ მეცნიერებს შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება მეცნიერების განვითარების საქმეში ქალ მეცნიერთა როლზე და ქალი მეცნიერებისადმი, მათ შორის...

ნინო წილოსანი ქალ მეცნიერებს შეხვდა

1745852237

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენს პარტნიორებს ყოველთვის შევეკითხებით რჩევას, მათგანაც მოვისმენთ, მაგრამ თუ რაიმე ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, არაფერს გავითვალისწინებთ და მივყვებით იმ გზას, რა გზითაც „ქართული ოცნება“ დადის

 არჩევნების შემდეგ, კარგად გახსოვთ ოპოზიციის ისტერია, თითქოს, გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშმა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქ...

ლევან მაჭავარიანი

1745849003

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: უცხოეთიდან მიღებული ინსტრუქციებით გეგმა მოამზადეს, რომელმაც არ გაამართლა და ახლა გულდაწყვეტილები არიან თავიანთ თავზეც და პატრონებზეც

„ᲝᲞᲝᲖᲘᲪᲘᲐ ᲩᲕᲔᲜ ᲒᲕᲐᲓᲐᲜᲐᲨᲐᲣᲚᲔᲑᲡ ᲘᲛᲐᲨᲘ, ᲠᲝᲛ ᲞᲐᲠᲚᲐᲛᲔᲜᲢᲘ ᲔᲠᲗᲞᲐᲠᲢᲘᲣᲚᲘᲐ, ᲓᲘᲓᲘ ᲑᲝᲓᲘᲨᲘ, ᲔᲠᲗᲞᲐᲠᲢᲘᲣᲚᲘ ᲐᲠ ᲐᲠᲘᲡ, ᲡᲐᲞᲐᲠᲚᲐᲛᲔᲜᲢᲝ ᲝᲞᲝᲖᲘᲪᲘᲐ ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲡ. ᲛᲐᲗᲗᲕᲘᲡ ᲐᲠᲐᲤᲔᲠᲘ ᲐᲒᲕᲘᲙᲠᲫᲐᲚᲐᲕᲡ, ᲛᲐᲗ ᲮᲐᲚᲮᲛᲐ 61 ᲛᲐᲜᲓᲐᲢᲘ ᲛᲘᲡᲪᲐ,“ - ᲐᲛᲘᲡ Შ...

ლევან მაჭავარიანი

1745847824

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულება უცვლელია და 2.7496 ლარს შეადგენს. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1227 ლარი გახდა. დღეს მოქ...

ვალუტის კურსი

1745845043

ახალი ამბები

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ დაიწყო

საქართველოს თავდაცვის უწყება „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ს მასპინძლობს. სწავლება ოფიციალურად კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თა...

„ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ დაიწყო