ლევან მაჭავარიანი: ჩვენს პარტნიორებს ყოველთვის შევეკითხებით რჩევას, მათგანაც მოვისმენთ, მაგრამ თუ რაიმე ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, არაფერს გავითვალისწინებთ და მივყვებით იმ გზას, რა გზითაც „ქართული ოცნება“ დადის

 არჩევნების შემდეგ, კარგად გახსოვთ ოპოზიციის ისტერია, თითქოს, გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშმა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, რითაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წერილს გამოეხმაურა.

მან, კიდევ ერთხელ, ვრცლად ისაუბრა იმ შეცდომებზე, რომელიც ოპოზიციამ დაუშვა და რომლითაც მის ამომრჩეველს იმედი გაუწბილა.

„მივყვეთ ქრონოლოგიურად გავიმარჯვეთ არჩევნებში, მილიონ ასოცი ათასი ამომრჩევლის დახმარებით, ამომრჩევლების, რომლებმაც გაიაზრეს, რომ სხვა რაღაც იდგა ამ არჩევნების სასწორზე. ეს იყო ფიზიკური და სულიერი გადარჩენის არჩევნები. რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ხმა უნდა მიეცა მშვიდობისთვის, ხმა უნდა მიეცათ ტრადიციებისთვის, ჩვენი კულტურისთვის, ჩვენი იდენტობისთვის და ხმა უნდა მიეცათ ისეთი პარტიისთვის, ვისი გადაწყვეტილებებიც მიიღება საქართველოშივე და არ ვეკითხებით უცხოელებს, როგორ მოვიქცეთ და როგორ გავატაროთ ჩვენი პოლიტიკური კურსი. ჩვენს პარტნიორებს ყოველთვის შევეკითხებით რჩევას, მათგანაც მოვისმენთ მაგრამ თუ რაიმე ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, არაფერს გავითვალისწინებთ და მივყვებით იმ გზას, რა გზითაც „ქართული ოცნება“ დადის.

არჩევნების შემდეგ, კარგად გახსოვთ, ოპოზიციის ისტერია თითქოს გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით და ეს იყო პირველი, რითაც მათ იმედები გაუწბილეს თავიანთ ამომრჩეველს. ვინაიდან ატყუებდნენ, თვეების განმავლობაში, სამასი ათას მოპარულ ხმაზე, ასი ათას პირადობა დაკარგულ ადამიანზე. სხვათა შორის, სახალხო დამცველმაც გააკეთა კარგი კომენტარი, რომ 100 ათასი ადამიანი თუ დარჩა პირადობის გარეშე, ფიზიკურად ერთმა როგორ არ მომმართა მეო.

აბსურდზე იყო საუბარი, იქ ჩარევები რუსეთიდან, კოსმოსიდან და ა.შ. მაგრამ ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშმა, სადაც აბსოლუტურად არაფერი მსგავსი არ მოხვედრილა და ანგარიშში ეწერა, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, ყველა სუბიექტს ჰქონდა საშუალება, რომ თავისუფალ გარემოში ეწარმოებინა თავის საარჩევნო კამპანია და ეუთო/ოდირმა გამოთქვა სურვილი არჩეულ ხელისუფლებასთან. ამით არის წერტილიც და ძახილის ნიშანიც დასმული“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდი იყო გამორჩეულად უპრეცედენტო გარე ჩარევებით, ამასთან, ოპოზიციისთვის გამოყოფილი იყო ძალიან დიდი ფული, დონორების საშუალებით და მათ შეძლეს 61 მანდატის მოპოვება. თუმცა, მაჭავარიანის განცხადებით, მათ გაუწბილეს იმედები მათივე მხარდამჭერებს.

„61 მანდატი ცოტა არ არის, შეიძლება ითქვას, რომ მათ რაღაც შედეგს მიაღწიეს და მათი ამომრჩეველი ელოდებოდა ოპოზიციის მუშაობას პარლამენტიდან. სხვა პლატფორმა ეძლეოდათ, ვიდრე ქუჩიდან რაღაცების ძახილი“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მან მიმართა იმ ამომრჩეველს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ არ უჭერს მხარს, თუმცა არც „ნაცმოძრაობა“ მოსწონს.

„ვცდილობ ხოლმე, რომ ჩემი ხმა მივაწვდინო ისეთ ამომრჩეველს, ვინც ჩვენ ხმას არ გვიჭერს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობაც“ მსუბუქად რომ ვთქვათ, არ უყვარს, მაგრამ რაღაცნაირად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგში სხდებიან მათ და უნებურად.

როდესაც ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“, როდესაც ჩვენი მოქალაქეები, მით უმეტეს, ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში ატყობენ, რომ აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას ჩვენ ვიღებთ, რაც შეეხება ჩვენ ქვეყანას. გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან, ვიცავთ მშვიდობას, სტაბილურობას, მაგისი გარანტი ვართ და ვერავინ მაგაზე ვერაფერს საწინააღმდეგოს ვერ გვეტყვის. ეკონომიკურად ვვითარდებით, ეს ჩვენი ციფრები არ არის, ეს არის მსოფლიო ბანკის ციფრები და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ციფრები, რითაც გვიწინასწარმეტყველეს, რომ 2030 წლის ჩათვლით, ასეთი ტემპით უნდა გავიზარდოთ და შესაბამისად, ძალიან დიდი ალბათობით, ხუთ წელიწადში ჩვენ გადავალთ მაღალ შემოსავლიანი ქვეყნების რანგში.

აი, ასე ვვითარდებით ჩვენ და მეორე მხარეს, არის ერთად შეკრებილი ნინო ლომჯარია, კაპიტანი გიგაური, ბაია პატარაია, ანა სუბელიანი, რომლებიც სხვათა შორის, ეს ადამიანები, ამათი „ბაბლი“ გამოირჩევიან პატრიარქის შეურაცხყოფით და შემდეგ, უკვე, გვევლინებიან აღდგომას სანთლებით ხელში, თითქოს გალობენ და ასე შემდეგ.

მათთან ერთად დგას მთლიანად „ნაციონალური მოძრაობა“, კოლექტიურს ჩვენ კი ვეძახით მაგრამ ვთქვათ, რომ ეს ამომრჩეველი, ვისზეც ახლა მე აქცენტი მაქვს, ვერ ხვდება, რომ ის კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“, მაგრამ ხომ ხედავს, ეს პიროვნებები, უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობა“, თითქოს, რაღაცა ახალი თავისი გვარამიათი და ა.შ. რომელიც თავიდან ბოლომდე „ნაციონალური მოძრაობაა“, მამუკა ხაზარაძე, ბატონი ჯაფარიძე, ბატონი გახარია აბსოლუტურად ყველანი, ესენი, დგანან საპირისპირო მხარეს და როგორ შეიძლება, რომ იქითა მხარე იყოს მართალი, ახლა, მე ვინც ჩამოვთვალე, იმ პიროვნებებიდან გამომდინარე “, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745847824

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულება უცვლელია და 2.7496 ლარს შეადგენს. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1227 ლარი გახდა. დღეს მოქ...

ვალუტის კურსი

1745845043

ახალი ამბები

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ დაიწყო

საქართველოს თავდაცვის უწყება „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ს მასპინძლობს. სწავლება ოფიციალურად კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თა...

„ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ დაიწყო

1745843440

ახალი ამბები

სოზარ სუბარი გიორგი ნემსაძეს: თქვენი მონაყოლიდან გამოჩნდა, რომ ეს იყო არა ერთჯერადი ჩარევა, ზეწოლა, არამედ ამას ჰქონდა პერმანენტული ხასიათი - ასე მართავდნენ სპორტსაც და ქვეყანას

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი დ...

სოზარ სუბარი

1745841569

მსოფლიო

ვატიკანში კონკლავი რომის ახალი პაპის ასარჩევად 7 მაისს შეიკრიბება

7 მაისს ვატიკანში რომის ახალი პაპის ასარჩევად კარდინალების შეხვედრა გაიმართება. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი იტყობინება. „გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მეხუთე გენერალური კრების შემდეგ, რომელიც დღეს დილი...

ი რომის ახალი პაპი

1745840122

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ დადასტურება მოხდება, რამდენად ფსკერზე არიან

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის შესაძლო მონაწილეობის საკითხზე ისაუბრა. ირაკლი კირცხალიას თქმით, ოპოზიციამ ამომრჩეველს შეუ...

ირაკლი კირცხალია