გურამ მაჭარაშვილი: მინდა საზოგადოების იმ ნაწილს მივმართო, ვინც ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვახო სანაია დააკავეს გამოხატვის თავისუფლებისთვის. ვახო სანაია დააკავეს იმისთვის, რომ არაერთგზის შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს
ვახო სანაია დააკავეს იმისთვის, რომ არაერთგზის შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
კერძოდ, ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ დაწერილი პოსტის გამო.
„მინდა საზოგადოების იმ ნაწილს მივმართო, ვინც ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვახო სანაია დააკავეს გამოხატვის თავისუფლებისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის. ვახო სანაია დააკავეს იმისთვის, რომ არაერთგზის შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს.
მოვიყვანთ სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს მაგალითს, რომელმაც 7 ამა წლის ივლისს გამოიტანა გადაწყვეტილება სლოვენიის წინააღმდეგ. სხვათა შორის აქაც ჟურნალისტი უჩიოდა სლოვენიას, სახელმწიფოს, სადაც ამ ჟურნალისტს მიუსაჯეს არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლებრივი წესით 6 თვე.
სადაც არ უნდა წაიღონ ეს ე.წ. ქეისი, ამ შემთხვევაში მაგალითი, დახვდებათ წინ სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
1784735521
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: თანამედროვე საერთაშორისო გარემოში უფრო მკაფიოდ იკვეთება ტენდენცია, სადაც ჩინეთი ლიდერის პოზიციების გამყარებისკენ მიიწევს, ხოლო ევროკავშირი, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების ფონზე, გლობალურ კონკურენციაში თანდათან ჩამორჩება
ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც მსოფლიოში ძალთა ბალანსის ცვლილებასა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩინეთის აღმასვლაზე საუბრობს. როგორც ჩიხელიძე წერს, ბოლო პერიოდში...
1784734341
ახალი ამბებიბათუმში სროლა იყო - წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე სროლა იყო. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. თვითმხილველების ცნობით, დაჭრილია 31 წლის კაცი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მათივე თქ...
1784733103
ახალი ამბებისოფ. ბაბილი-ლასდილისა და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი...
1784731934
საზოგადოებადავით სონღულაშვილი: სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი საწარმოები ქართული პროდუქციის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას უწყობს ხელს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ აგრო...
1784729834
საზოგადოებაირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რესპუბლიკის ელჩსა და სამხედრო ატაშეს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მუსტაფა თურქერ არის და სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ილჰან ოქტენდურალს შეხვდა. მხარეებმ...





























