დავით სონღულაშვილი: სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი საწარმოები ქართული პროდუქციის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას უწყობს ხელს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ აგროსაწარმოებს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილი საწარმოების ინფრასტრუქტურას, წარმოებისა და გადამუშავების პროცესს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, პროდუქციის შენახვის შესაძლებლობებსა და განვითარების სამომავლო გეგმებს გაეცნო.
მინისტრი ასევე შეხვდა კომპანიების წარმომადგენლებს და მათთან ერთად სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შედეგები და აგროსექტორის განვითარების პერსპექტივები განიხილა.
„შიდა ქართლის რეგიონში სხვადასხვა მიმართულების არაერთი საწარმოს საქმიანობას გავეცანით. მსგავსი საწარმოები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ქვეყანაში სრულ ღირებულებათა ჯაჭვს. ჩვენი მიზანია, საქართველოში შეიქმნას ისეთი პროდუქცია, რომელიც, პირველ რიგში, ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნას დააკმაყოფილებს და ამასთანავე, ექნება მაღალი საექსპორტო პოტენციალი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ყველა საწარმო, რომელიც დღეს მოვინახულეთ, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, მაღალი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად არის შექმნილი. ეს მათ კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს და ქართულ პროდუქციას, როგორც ხარისხის ნიშანს ამკვიდრებს მსოფლიოში“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
1784735521
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: თანამედროვე საერთაშორისო გარემოში უფრო მკაფიოდ იკვეთება ტენდენცია, სადაც ჩინეთი ლიდერის პოზიციების გამყარებისკენ მიიწევს, ხოლო ევროკავშირი, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების ფონზე, გლობალურ კონკურენციაში თანდათან ჩამორჩება
ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც მსოფლიოში ძალთა ბალანსის ცვლილებასა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩინეთის აღმასვლაზე საუბრობს. როგორც ჩიხელიძე წერს, ბოლო პერიოდში...
1784734341
ახალი ამბებიბათუმში სროლა იყო - წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე სროლა იყო. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. თვითმხილველების ცნობით, დაჭრილია 31 წლის კაცი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მათივე თქ...
1784733103
ახალი ამბებისოფ. ბაბილი-ლასდილისა და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი...
1784729834
საზოგადოებაირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რესპუბლიკის ელჩსა და სამხედრო ატაშეს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მუსტაფა თურქერ არის და სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ილჰან ოქტენდურალს შეხვდა. მხარეებმ...
1784729270
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირის დამოკიდებულებამ საქართველოში დემოკრატიას არანაირი მხარდაჭერა და წინსვლა არ მოუტანა, პირიქით, მათი ქმედებებით საქართველოში დემოკრატიის გარკვეული ფუნქციონირება შეფერხებამდეც მიიყვანა
ევროკავშირში საბოლოო ჯამში წინ წამოიწევს სახელმწიფოთა ინტერესები და ეს იმოქმედებს ევროკავშირის პოლიტიკაზეც. ის დამოკიდებულება, რაც ჰქონდა ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ე...





























