ირაკლი ჭეიშვილი გვარამიას განცხადებაზე: ამათ უნდოდათ, რომ ჩვენ გაგვეხსნა მეორე ფრონტი, ხელისუფლება ამ პროცესში დასრულებულიყო და ესენი საომარი პროცესის შემდეგ რაღაც გზებით მოსულიყვნენ ხელისუფლებაში
„ამათ უნდოდათ, რომ ჩვენ გაგვეხსნა მეორე ფრონტი, ხელისუფლება ამ პროცესში დასრულებულიყო და ესენი მერე, საომარი პროცესის შემდეგ, რაღაც გზებით მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. წამოვიდოდა მერე დახმარებები ქვეყნის აღსადგენად, როგორც 2008 წელს და სად წავიდოდა მერე ეს ფული? მათ ჯიბეში, ისე, როგორც 2008 წელს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“.
დეპუტატი ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში ათწლეულის განმავლობაში. აი, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან“.
„გვარამიას განცხადება ზუსტად ისე გავიგე, როგორც საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ. როგორ უნდა მიეღო საქართველოს ტრილიონები და მილიარდები თუ საომარ პროცესში არ ვიქნებოდით ჩართული? როგორ მივიღეთ 2008 წელს დახმარებები? მივიღეთ მას შემდეგ, როცა ჩავერთეთ 2008 წელს ომში. როგორ დასრულდა ყველამ კარგად იცის და ამის მერე წამოვიდა დახმარებები. სხვა შემთხვევა მითხრას ნებისმიერმა გვარამიამ კი არა ჩვენი ქვეყნის ნებისმიერმა მტერმა. მათ მტრები ჰქვიათ. ამ განცხადებას რომ გააკეთებ მტერი ხარ და ჩვეულებრივი შადიმან ბარათაშვილი ხარ. უკრაინაში ომი რომ დასრულდება, კი ბატონო წავა დახმარებები ასობით და ტრილიონობით დოლარები წავა, რომ აღდგეს უკრაინა. ამაზე საუბრობს ალბათ ნიკა გვარამია. ჩვენ როგორ უნდა მიგვეღო? ამათ უნდოდათ, რომ ჩვენ გაგვეხსნა მეორე ფრონტი, ჩვენი ხელისუფლება ამ პროცესში დასრულებულიყო და ესენი მერე, საომარი პროცესის შემდეგ, რაღაც გზებით მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. წამოვიდოდა მერე დახმარებები ქვეყნის აღსადგენად, როგორც 2008 წელს და სად წავიდოდა მერე ეს ფული? მათ ჯიბეში, ისე, როგორც 2008 წელს. სხვა შემთხვევა, მექანიზმი არ არსებობს, თუ არ ხარ საომარ პროცესებში ასობით მილიონს და მილიარდებს არავინ დაგაყრის თავზე“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
1784123745
ახალი ამბებიშიო მესამე: ვევედროთ დედა ღვთისმშობელს, რომ გააძლიეროს ჩვენს გულებში ქრისტეს რწმენა, დაამკვიდროს ჩვენს შორის ერთობა, ერთსულოვნება, მშვიდობა და სიყვარული
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ საზოგადოებას ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის დღესასწაული, ვლაქერნობა მიულოცა. შიო მესამემ ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობი...
1784122948
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ
„საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და 2025 წელიც ამ მიმართულებით ძალიან წარმატებული იყო - დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ“, - ამის შესახებ ეკონო...
1784122891
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: საქართველოს მთავრობას საავიაციო სექტორის განვითარებისთვის ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკა აქვს
„ის გრძელვადიანი პოლიტიკა, რომელიც სახელმწიფოს აქვს საავიაციო სექტორის განვითარებისთვის, უმნიშვნელოვანესია“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი. მისი თქმ...
1784122707
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე – ევროპელ ბიუროკრატებს ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკა კრახისკენ მიჰყავთ და ჩვენ მოგვიწოდებენ, ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ ჩვენი ხალხიც ამ მდგომარეობაში აღმოჩნდეს
„საქართველოს გარეშე შავ ზღვაზე გასასვლელი სამიტის ჩატარება და შემდეგ პროექტების განხორციელება ორი ვარიანტით არის შესაძლებელი: რუკა არ იციან ან მიზნად აქვთ, მოახდინონ ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა და აგე...
1784122144
მსოფლიოთურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან
თურქეთის მილასის მუნიციპალიტეტში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ადგილობრივი გუბერნატორის ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, ახლომდებარე დასახლებული პუნქტებიდან 1000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ხანძრის...






























