თამარ იოსელიანი: საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ
„საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და 2025 წელიც ამ მიმართულებით ძალიან წარმატებული იყო - დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით როგორც აეროპორტების გაერთიანება, ასევე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ძალიან აქტიურად მუშაობს პარტნიორ როგორც ავიაკომპანიებთან, ასევე ქვეყნებთან.
„დეკემბერში დავამატეთ პეკინის მიმართულება, შესაბამისად, Air China-მ დაიწყო პეკინის მიმართულებაზე ფრენა, ასევე მაისის თვიდან China Southern-მა დაიწყო ფრენები პეკინის მიმართულებით. შანხაი ახალი საჰაერო ხაზია, დღეიდან იწყება ფრენები.
ივნისის ბოლოს, Norwegian შემოვიდა საქართველოს ბაზარზე, შესაბამისად, დანიის დედაქალაქი დაუკავშირდა ჩვენს დედაქალაქს. რა თქმა უნდა, ესეც ძალიან პოზიტიურია ჩვენი საავიაციო სექტორისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებაც ამოქმედდა და ეს ყველაფერი, ერთობლიობაში გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ წლის ბოლომდე კიდევ გავზრდით როგორც ავიაკომპანიების ციფრს, ასევე, საჰაერო ხაზების მიმართულებებსაც“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანის აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე140-მდე საერთაშორისო საჰაერო ხაზზე 80-მდე ავიაკომპანია ოპერირებს.
1784122891
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: საქართველოს მთავრობას საავიაციო სექტორის განვითარებისთვის ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკა აქვს
„ის გრძელვადიანი პოლიტიკა, რომელიც სახელმწიფოს აქვს საავიაციო სექტორის განვითარებისთვის, უმნიშვნელოვანესია“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი. მისი თქმ...
1784122707
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე – ევროპელ ბიუროკრატებს ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკა კრახისკენ მიჰყავთ და ჩვენ მოგვიწოდებენ, ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ ჩვენი ხალხიც ამ მდგომარეობაში აღმოჩნდეს
„საქართველოს გარეშე შავ ზღვაზე გასასვლელი სამიტის ჩატარება და შემდეგ პროექტების განხორციელება ორი ვარიანტით არის შესაძლებელი: რუკა არ იციან ან მიზნად აქვთ, მოახდინონ ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა და აგე...
1784122144
მსოფლიოთურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან
თურქეთის მილასის მუნიციპალიტეტში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ადგილობრივი გუბერნატორის ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, ახლომდებარე დასახლებული პუნქტებიდან 1000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ხანძრის...
1784120775
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6344 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6350 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1784120208
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“, დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი მართვის ქვეშ არსებული...






























