თამარ იოსელიანი: საქართველოს მთავრობას საავიაციო სექტორის განვითარებისთვის ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკა აქვს
„ის გრძელვადიანი პოლიტიკა, რომელიც სახელმწიფოს აქვს საავიაციო სექტორის განვითარებისთვის, უმნიშვნელოვანესია“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.
მისი თქმით, ამ მიმართულებით ქვეყანაში სააეროპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ინტენსიურად მიმდინარეობს.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ინფრასტრუქტურულ შესაბამის პროექტებსაც ვახორციელებთ საავიაციო სექტორში, იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს კარგი ტენდენცია. სულ რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი, შესაბამისად თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება და შესაბამისი სერვისები დაემატება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩვენ ვაშენებთ ახალ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს იმისათვის, რომ მივიღოთ დიდი ზომის ბორტები და შესაბამისად, ამ მიმართულებითაც ვავითარებთ სერვისებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში არაერთი ახალი სერვისი შევთავაზეთ მომხმარებელს - ბიზნეს ლაუნჯიდან დაწყებული ელექტრონული სერვისებით დამთავრებული.
ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკა აქვს, ზოგადად, საქართველოს მთავრობას საავიაციო სექტორის განვითარებისთვის. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი - ახლაც მიდის იქ სარემონტო სამუშაოები იმისათვის, რომ გაფართოვდეს არსებული ტერმინალი და შესაბამისად, უფრო კომფორტულად მოვემსახუროთ ჩვენს მომხმარებლებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.
დამატებით ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ აეროპორტებზეც შიდა ფრენების განხორციელების თვალსაზრისით და ამ კუთხით ვმუშაობთ თელავის აეროპორტის განვითარებაზე და მესტიაში ახალი ტერმინალის მშენებლობაზე“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
1784122948
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ
„საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და 2025 წელიც ამ მიმართულებით ძალიან წარმატებული იყო - დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ“, - ამის შესახებ ეკონო...
1784122707
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე – ევროპელ ბიუროკრატებს ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკა კრახისკენ მიჰყავთ და ჩვენ მოგვიწოდებენ, ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ ჩვენი ხალხიც ამ მდგომარეობაში აღმოჩნდეს
„საქართველოს გარეშე შავ ზღვაზე გასასვლელი სამიტის ჩატარება და შემდეგ პროექტების განხორციელება ორი ვარიანტით არის შესაძლებელი: რუკა არ იციან ან მიზნად აქვთ, მოახდინონ ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა და აგე...
1784122144
მსოფლიოთურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან
თურქეთის მილასის მუნიციპალიტეტში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ადგილობრივი გუბერნატორის ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, ახლომდებარე დასახლებული პუნქტებიდან 1000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ხანძრის...
1784120775
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6344 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6350 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1784120208
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“, დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი მართვის ქვეშ არსებული...






























