ირაკლი კირცხალია: ამ ვითომ ფონდებმა და ამათმა პატრონმა აგენტებმა, ევროპის სხვადასხვა წამყვანი ქვეყნებიდან, უნდა შეიგნონ, საქართველოს სუვერენიტეტში, დამოუკიდებლობაში ვერ ჩაერევიან

„ამ ვითომ ფონდებმა, ვითომ არასამთავრობოებმა და ამათმა პატრონმა აგენტებმა, ევროპის სხვადასხვა წამყვანი ქვეყნებიდან, უნდა შეიგნონ, რომ საქართველოს სუვერენიტეტში, დამოუკიდებლობაში ვერ ჩაერევიან, ეს არის გამორიცხული“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ძალადობრივი აქციების დამფინანსებელი სამართალდამრღვევი პირებისთვის ჯარიმების გადამხდელი ფონდის მფლობელების სახლებში ჩხრეკის ჩატარების შესახებ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები და ფონდები თავიანთ საქმიანობას ფუთავდნენ, რომ ვითომ ქველმოქმედებას ეწეოდნენ და ამ დროს აფინანსებდნენ პოლიციელის, შენობების დაწვას და სახელმწიფო გადატრიალებას, რაც ვერ მოახერხეს.
„რაც შეეხება დღეს განვითარებულ მოვლენებს, იმ ვითომ ფონდების და ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციების. საზოგადოებას შევახსენებ, ყველა, თითოეული ჩვენგანი, ვინც ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ადევნებდა თვალს იმ დაწერილი სცენარის შესრულებას, იმ დესტრუქციის, იმ ღალატის, იმ სახელმწიფო გადატრიალების სცენარის აღსრულებას, ამ ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციებითა და ამ ვითომ რაღაცა ფონდებისგან, რომელსაც ფუთავდნენ თავიანთი პროპაგანდისტული ტელევიზიებით და რაღაცა სოციალური გვერდებით, რომ ვითომ ქველმოქმედებას ეწეოდნენ და ამ დროს პირდაპირ, პოლიტიკურ განცხადებას ვაკეთებ და ყველა ობიექტურად და საღად მოაზროვნე დაინახავდა ამას, აფინანსებდნენ პოლიციელის, შენობების დაწვას და სახელმწიფო გადატრიალებას, რაც უკვე მერამდენეჯერ ვერ მოახერხეს.
ამ ვითომ ფონდებმა, ვითომ არასამთავრობოებმა და ამათმა პატრონმა აგენტებმა, ევროპის სხვადასხვა წამყვანი ქვეყნებიდან, უნდა შეიგნონ, რომ საქართველოს სუვერენიტეტში, დამოუკიდებლობაში ვერ ჩაერევიან, ეს არის გამორიცხული. ახლა ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ, სამართლებრივ ჭრილს მივუბრუნდები, ჩვენ ყოველთვის
მზად ვართ და მზად ვიყავით ნორმალური, ღირსეული, ობიექტური ურთიერთობებისთვის, პარტნიორობისთვის.
ჩვენ ვართ მზად პარტნიორობისთვის და არა ვასალობისთვის და ის, ვის სახლშიც და ვის ორგანიზაციაშიც ჩხრეკა ტარდება და ვისთანაც უკვე ჩატარდა და პასუხისგებაშია მიცემული, ესა თუ ის ადამიანი, აბსოლუტურად ყველა ემსახურება არა თავის ქვეყანას და არა თავისი ქვეყნის ინტერესს, არამედ ემსახურება იმ აგენტურულ ქსელს. ზოგი მსხვერპლია, ზოგი პირდაპირ ემსახურება.
მეოთხედ ჰქონდათ გადატრიალების მცდელობა რუსთაველის გამზირზე. არ გამოვა, ნურას უკაცრავად, ჩვენს ქვეყანაში არის სამართლებრივი მოწყობა, დამოუკიდებელი, ღირსეული, სუვერენული სახელმწიფო, რასაც ვერ დაემუქრება ვერაფერი გარედან“, - აღნიშნა კირცხალიამ.
1745956453
ახალი ამბები30 აპრილს თბილისის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი
GWP-ის ინფორმაციით, 30 აპრილს კომპანია ისნის რაიონში, აწყურის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ახალ მაგისტრალურ მილსადენზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, პარალელურად კ...
1745954514
მსოფლიოურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენ არ ვიპყრობთ და არ ვსჯით ჩვენს მეზობლებს
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აშშ-ის ადმინისტრაცია „არაპროგნოზირებადი სატარიფო პოლიტიკის“ გამო გააკრიტიკა. ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის „არაპროგნოზირ...
1745952867
ახალი ამბებინანუკა ჟორჟოლიანი: დროა, რომ ყველამ ერთად უკვე მოვითხოვოთ არა არჩევნები, არამედ ამ ხელისუფლების გადადგომა
„ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელი ნანუკა ჟორჟოლიანი „ტვ პირველის“ ეთერში საპროტესტო აქციების მნიშვნელობაზე და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნაზე საუბრობს. ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ აქციები უფრო ხმამაღალი უ...
1745952723
ახალი ამბებიალეკო ცქიტიშვილი ჩატარებულ ჩხრეკაზე: ჩემი გარდაცვლილი შვილის კომპიუტერი იყო სახლში და იქ არის მისი საქმიანობის, ცხოვრების ამსახველი ვიდეოები, ამ კომპიუტერთან დაკავშირებითაც ავუხსენი, ნახეს ყველა ფაილი, შესაბამისად, ამ კომპიუტერს არ შეეხნენ
შეიძლება ითქვას, რომ ჩემთან დაკავშირებით საკმაოდ კორექტულად იქცეოდნენ. მე რაიმე არსებით დარღვევას ვერ გამოვყოფდი, - ასე შეაფასა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა, მის სახლში ჩ...
1745952032
ახალი ამბებიჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
1-ელ მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქუჩა N60-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. სამუშაოების ფარგ...