თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსი: ახლოს მდებარე ტერიტორიებზე არსებული კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია მოხდა

მეხანძრე-მაშველებმა ახლოს მდებარე ტერიტორიებზე არსებული კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია მოახდინეს, - განუცხადა თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა ჟურნალისტებს.
„112“-დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ხანძარი გავრცელებული იყო „ბორჯომის ვაგზლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. მეხანძრე-მაშველების ჯგუფების მიერ დროულად მოხდა რეაგირება. ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდა. ხანძრის ქრობაში 30 სამაშველო მანქანაა ჩართული. ასევე პირადი შემადგენლობა. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.
მეხანძრე-მაშველებმა ახლოს მდებარე ტერიტორიებზე არსებული კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია მოახდინეს.
ხანძარი გავრცელებული იყო დაახლოებით 15 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვაქვს. ხანძრის გამომწვევ მიზეზს რაც შეეხება, ამას სჭირდება შესაბამისი მოკვლევა“, - აღნიშნა ლევან მუსელიანმა.
ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
1745998713
საზოგადოებამარტში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა - საქსტატი
წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.0% შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა. აღნ...
1745998396
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ქართული თავდაცვის ძალები ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი გარანტია, ჩვენი ხელისუფლება, ისევე, როგორც დღემდე, მომავალშიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას
დღევანდელი დღე განსაკუთრებული პატივით მინდა მივულოცო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და ვუთხრა, რომ ჩვენს გმირებს არასოდეს დავივ...
1745998272
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, ეს ერთდროულად უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, ამიტომ იმსახურებს საქართველოს ჯარისკაცი ხალხის ნდობასა და სიყვარულს
გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, ეს ერთდროულად უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, ამ სტატუსის ღირსებით ტარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება, სწორედ ამიტომ იმსახურებს საქართველოს ჯარისკაც...
1745998191
საზოგადოებაგიორგი აბდალაძე: საკანში არ ქრებოდა შუქი არასდროს. ყოველ ღამე მიდიოდა ფსიქოლოგიური წნეხი იმისი, რომ შვილს მოგიკლავ. სურათებს მაჩვენებდნენ ჩემი ძმების, რომ ეს უკვე სამსახურიდან გაგდებულია, ახლა მივყვებით ყველა დანარჩენს
საკანში არ ქრებოდა შუქი არასდროს. ყოველ ღამე გავყავდით საკნიდან, ყოველ ღამე მიდიოდა ფსიქოლოგიური წნეხი იმისი, რომ შვილს მოგიკლავ, იმას ვიზამთ, ამას ვიზამთ. სურათებს მაჩვენებდნენ ჩემი ძმების, რომ ეს უკ...
1745998089
საზოგადოებაცესკოს თავმჯდომარე ახმეტის მუნიციპალიტეტში სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა
საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, შეხვედრა სსიპ ახ...