ლევან მაჭავარიანი ვანო ჩხიკვაძეზე: პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ჯორჯ სოროსის ყურმოჭრილი მონა არის. მისი მხრიდან გრძელდება ის აქტიური კამპანია, რომელშიც მთლიანად ენჯეოსექტორია ჩართული

ვანო ჩხიკვაძე ჯორჯ სოროსის ყურმოჭრილი მონაა და მისი მხრიდან გრძელდება ის აქტიური კამპანია, რომელშიც მთლიანად ენჯეოსექტორია ჩართული, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ინფორმაციას, რომლის თანახმად ვანო ჩხიკვაძე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითხოვს.

„პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბატონი ჩხიკვაძე ჯორჯ სოროსის ყურმოჭრილი მონა არის. პირველი მცდელობა იყო, როდესაც ჩვენ დაგვჩაგრეს 2022 წელს და არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი. რამდენიმე კვირით ადრე მას ბრიუსელში ანალოგიური ტიპის წერილი ჰქონდა მიწერილი, შემდეგ ეს უკვე გაგრძელდა იმ ჰელსინკის სამარცხვინო კომისიაზე, რომელიც შალვა ნათელაშვილის წერილით გაიხსნა. გრძელდება მისი მხრიდან ის აქტიური კამპანია, რომელშიც მთლიანად ენჯეოსექტორი, მდიდარი ენჯეოსექტორი, კოლექტიური გიგაურები, კოლექტიური ლომჯარიები ჩართულები არიან, რადიკალური ოპოზიციაა ჩართული. ისინი ეხვეწებიან ბრიუსელის ბიუროკრატებს, რომ რამენაირად იქნება ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს საქართველოს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

სახელისუფლებო გუნდს სოროსის ფონდის სტაჟიანი თანამშრომლის ვანო ჩხიკვაძის მიერ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები არ უკვირს. ამბობენ, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღება სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია მსგავსი ტიპის ორგანიზაციების საქმიანობისა და ფინანსების შესახებ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745952723

ახალი ამბები

ალეკო ცქიტიშვილი ჩატარებულ ჩხრეკაზე: ჩემი გარდაცვლილი შვილის კომპიუტერი იყო სახლში და იქ არის მისი საქმიანობის, ცხოვრების ამსახველი ვიდეოები, ამ კომპიუტერთან დაკავშირებითაც ავუხსენი, ნახეს ყველა ფაილი, შესაბამისად, ამ კომპიუტერს არ შეეხნენ

შეიძლება ითქვას, რომ ჩემთან დაკავშირებით საკმაოდ კორექტულად იქცეოდნენ. მე რაიმე არსებით დარღვევას ვერ გამოვყოფდი, - ასე შეაფასა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა, მის სახლში ჩ...

ალეკო ცქიტიშვილი

1745952032

ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

1-ელ მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქუჩა N60-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. სამუშაოების ფარგ...

წყალი შეწყდება

1745949742

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშზე: საქმეებია, რომლებიც პირდაპირ რევოლუციის მოწყობას და ქვეყნის ამოტრიალებას ისახავდა მიზნად

საქმეებია, რომლებიც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის ჩამოშლას, ჩვენს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას და ქვეყნის არევას და ამოტრიალებას ისახავდა მიზნად, - ასე ეხმიანება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმ...

არჩილ გორდულაძე

1745946291

ახალი ამბები

ალექსანდრე ტაბატაძე სუსის ანგარიშზე: ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა და არანაირ პროვოკაციას არ წამოეგო, თავიდან ავიცილეთ ესკალაციები

„ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა და არანაირ პროვოკაციას არ წამოეგო, თავიდან ავიცილეთ ესკალაციები, გადატრიალების მცდელობები, რაც სუს-ის დამსახურებაა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროებ...

ალექსანდრე ტაბატაძე

1745944517

ახალი ამბები

პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუგრძელა

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 79 ხმით, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003...

პარლამენტის საგამოძიებო კომისია