ირაკლი კირცხალია: მინდა, მადლობა გადავუხადო იმ 1 100 000-ზე მეტ ჩვენს ამომრჩეველს, ქართველ პატრიოტს, რომელმაც კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად, მკაფიოდ დააფიქსირა თავისი ქართული პოზიცია ამ არჩევნებზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მმართველი პარტიის ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საზოგადოების უმრავლესობამ მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაიმეორა.

„დარწმუნებული ვარ, თითოეული გამომსვლელი დღეს მილოცვით დაიწყებს, იმიტომ, რომ მისალოცია ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი ძალიან მთავარი და მნიშვნელოვანი გამარჯვება. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ 1 100 000-ზე მეტ ჩვენს ამომრჩეველს, ქართველ პატრიოტს, რომელმაც კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად, მკაფიოდ დააფიქსირა თავისი ქართული და ეროვნული პოზიცია ამ არჩევნებზე და რეალურად დადო ის უპრეცედენტო შედეგი, რომელიც რთულია, მოიძებნოს მსოფლიოში, სადაც ერთი წლის თავზე შეიძლება განმეორდეს საპარლამენტო არჩევნების შედეგები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ასე რომ, ნამდვილად ვულოცავ მთელს ქვეყანას“, - აღნიშნა კირცხალიამ.

მან ასევე შეაფასა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის საქართველოში ვიზიტი და აღნიშნა, რომ რუსთაველზე აქციის მონაწილეებთან ვალტონენის მისვლა ექსტრემიზმის მხარდაჭერაა.

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის, ქალბატონის, რომელიც თავისი მანდატის მიწურულს, ეუთოს თავმჯდომარის მანდატი მაქვს მხედველობაში, ჩამოვიდა აქ კონკრეტული მისიით, რომლის შესრულების მცდელობაც ჰქონდა და დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებით უპატაკებს ამ ვიზიტის დამკვეთს, ქალბატონ კალასს, ვიზიტის შედეგებს და რუსთაველზე სეირნობის შედეგებს. საზოგადოებამ ასევე კარგად ვნახეთ საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი, შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმი და ქალბატონი თურმე შეშფოთებულია ჩვენი „შემზღუდავი კანონებით“, რაც ღიმილისმომგვრელია. აქედან ვუსვამ კითხვას: რომელი კანონით არის შეშფოთებული? შემთხვევით, „გამჭვირვალობის კანონით“ ხომ არ არის შეშფოთებული, ან ე.წ. ლგბტ თემის პროპაგანდის შემზღუდავი კანონით ხომ არ არის შეშფოთებული? ისეთი კანონებით ხომ არ არის შეშფოთებული, რომელიც მოქმედებს ყველა დემოკრატიულ და სუვერენულ ქვეყანაში? ისეთი კანონებით ხომ არ არის შეშფოთებული, რომელიც ემსახურება ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უტიფრობა და როდემდე უნდა უმტკიცონ საზოგადოებას, რომ ის, რაც თავიანთ ქვეყნებში მნიშვნელოვანი, აუცილებელი და საჭიროა დემოკრატიისთვის, თურმე ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს.

როგორ ხელის გულზეა ყველაფერი, როგორ ხელის გულზეა ის ბინძური მცდელობა, იმ ბინძური სცენარის აღსრულებისა, რომელსაც ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ ვიხილეთ გუშინ პირდაპირი მტკიცებულება მხარდაჭერისა, იმ პირდაპირი მნიშვნელობით ექსტრემიზმის, რასაც უკვე ბოლო წლებია, ჩვენი საზოგადოება ადევნებს თვალყურს“, - განაცხადა კირცხალიამ.

მისი თქმით, საზოგადოების უმრავლესობას აქვს კითხვა ევრობიუროკრატების მისამართით, როდემდე უნდა გააგრძელონ ევროპული ფასეულობებისთვის საკუთარი ხელით ძირის თხრა, დესტრუქციული ქმედებები და სუვერენული ქვეყნის შეურაცხყოფა.

„კიდევ ერთხელ, მთავარი შეკითხვა, რომელიც გვიჩნდება ჩვენს, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, საზოგადოებას, ჩვენი ქვეყნის უმრავლესობას: როდემდე უნდა გაგრძელდეს, მეგობრებო - ევრობიუროკრატებს მივმართავ - თქვენივე ხელით ძირის თხრა იმ ევროპული ფასეულობების და ღირებულებების, რისი სახელითაც გვესაუბრებით ჩვენ, როდემდე უნდა გააგრძელოთ ის დესტრუქცია და ჩვენი საზოგადოების, სუვერენული ქვეყნის შეურაცხყოფა, რასაც თქვენ ასე უტიფრად ახორციელებთ? პასუხი არის ძალიან მარტივი, პასუხი უკვე გაგცათ თქვენ საზოგადოებამ და დამერწმუნეთ, აბსოლუტურად ყველას მოგიწევთ ამ პასუხთან შეგუება. მოგიწევთ შეგუება, იმიტომ, რომ გახსოვდეთ, ამ ტრიბუნიდან გეუბნებით ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის სახელით, მიუხედავად ამ თქვენი უამრავი ბინძური მცდელობისა, ჩვენი ქვეყნის შვილები, პირველ რიგში, არასდროს იტყვიან უარს თავის ღირსებაზე, არასდროს იტყვიან უარს თავის იდენტობაზე, იმ სუვერენიტეტზე, თავისუფლებაზე, რომელსაც ასე იცავენ და იცავდნენ საუკუნეების მანძილზე და რომლისგანაც, სამწუხაროდ, თქვენი სახით, დღევანდელი ევრობიუროკრატიის და „დიფ სთეითისგან“ ხელდასხმული ე.წ. პოლიტიკოსები, ხართ სრულიად დაცლილი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760540605

ახალი ამბები

პარლამენტმა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით, თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილა და მხარი დაუჭირა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილებას. მომხსენებლის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი...

პარლამენტმპარლამენტმ

1760539395

მსოფლიო

Reuters: სირიის პრეზიდენტმა კრემლში პუტინს განუცხადა, რომ რუსეთთან დადებულ ყველა წინა შეთანხმებას შეასრულებს

სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს განუცხადა, რომ ის შეასრულებს მის ქვეყანასა და მოსკოვს შორის დადებულ ყველა წინა შეთანხმებას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Re...

სირიის პრეზიდენტ

1760537331

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ვალტონენზე: ჩვენ წინააღმდეგები არ ვართ, რომ ასეთი ტიპის დიპლომატები შეხვდნენ ნებისმიერ ადამიანს საქართველოში, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ქართული კანონმდებლობის დაცვით

„მე ვიღაცასთან შეხვედრა მინდოდა და ამის გამო ადგილობრივი კანონმდებლობა დავარღვიე“ ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნება და ვერაფერი გაამართლებს ამას. როგორ შეიძლება ეს გამართლდეს? - ასე გამოეხმაურა თავდაცვის...

თენგიზ შარმანაშვილი

1760537284

ახალი ამბები

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა. ადვოკატმა სასამართლოს 50 000-ლარიანი გირაო შესთავაზა. თუმცა, მოსამართლემ აღნიშნა, რომ არსებობს დანაშაულის განმეორების საფრთხე. სასამართლ...

ლუკა

1760534367

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. ' 15 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7108 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7111 ლარი იყო. გამყარდა ევრო,...

 ვალუტის კურსი