პარლამენტმა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით, თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილა და მხარი დაუჭირა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილებას.
მომხსენებლის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ნინო ენუქიძის განცხადებით, წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, შესაძლებელი ხდება სახელმწიფო ქონების იპოთეკით დატვირთვა. ქონების სააგენტოს თანხმობით, მყიდველს შესაძლებლობა ექნება, რომ არასაინვესტიციო ვალდებულებების დროს განახორციელოს ეკონომიკურ ბრუნვაში ქონების ჩაშვება.
ცვლილების თანახმად, სახელმწიფოს მიერ განკარგული ქონების საპრივატიზებო პირობების სრულად შესრულებამდე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის თანახმად, იძულებითი აღსრულების წესით რეალიზაციისას, ახალ და ყოველ შემდეგ მესაკუთრეზე სრულად გადავა ქონების შემძენის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, კანონის მოქმედ რედაქციაში ტერმინი „რეალიზაცია“ გამოყენებულია მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის მიმართ, ხოლო სხვა ნებისმიერი სახის მოძრავი ქონების განკარგვის მიმართ გამოყენებულია ტერმინი „პრივატიზება“. მისი განცხადებით, მიზანშეწონილია, კანონში გამოყენებულ იქნას ერთგვაროვანი ტერმინი. შესაბამისად, ,,რეალიზაციის“ ნაცვლად , ყველა სახის მოძრავი ქონების მიმართ გამოყენებული იქნება ტერმინი „პრივატიზება“.
1760557757
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: პარტია, რომელიც პროპაგანდას უწევს ომს, ტერიტორიას კარგავს, აღვივებს შუღლს - ანტიკონსტიტუციურია და მისი ადგილი დემოკრატიულ სივრცეში არ არის
საკონსტიტუციო სარჩელი არის არამხოლოდ დაპირება, არამედ - მანდატი, რომელიც ჩვენ მივიღეთ შარშან საპარლამენტო არჩევნების დროს. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი დაპირება ამომრჩევლის მიმართ და ამ დაპირებით მივიღეთ მილ...
1760557711
ახალი ამბებიპრემიერი: მთავარი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ არის ის, რომ მთავრობის ყველა აქტი, რაც კი გამოცემულია 2024 წლის 8 თებერვლიდან, გამჭვირვალეა, მთლიანად ჩავკეტეთ ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა
ჩვენ ახლა აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს დალაგებული ისე, რომ შეგვიძლია, მთლიანად დავკონცენტრირდეთ ყველა ხარვეზის აღმოფხვრაზე, ეს გვაძლევს კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური ბრძოლის საშუალებას, - განაცხადა სა...
1760557644
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი „ნაცმოძრაობაზე“: გაერთიანება, რომელიც ქადაგებს დაპირისპირებას, სისხლის ღვრას, რევოლუციას ვერანაირად ვერ იქნება განხილული, როგორც პოლიტიკური გუნდი. მათი ქმედებები, რომ არ შეზღუდო საქართველო მუდმივად იქნება ამ რყევაში
გაერთიანება, რომელიც ქადაგებს დაპირისპირებას, სისხლის ღვრას, რევოლუციას და დესტაბილიზაციას იგი ვერანაირად ვერ იქნება განხილული, როგორც პოლიტიკური გუნდი. სხვანაირად ვერანაირად ვერ იქნება დახასიათებული...
1760557589
საზოგადოებაირაკლი კობახიძე გახარიასა და „ლელოზე“: რა თანამშრომლობაზეა საუბარი, როდესაც პირდაპირ, გარე დავალებით მტრობა აქვთ გამოცხადებული ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც ორჯერ ზედიზედ, 1 100 000-ზე მეტმა ქართველმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი
„რა თანამშრომლობაზეა საუბარი, როდესაც პირდაპირ, გარე დავალებით მტრობა აქვთ გამოცხადებული ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც ორჯერ ზედიზედ, 1 100 000-ზე მეტმა ქართველმა ამომრჩეველმა დაუჭირა მ...
1760556100
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: თანამშრომლობა არსებობდა გუნდის ყოფილ წევრსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, ხაბეიშვილი იყო თანხის მიმღები, რასაც ჩვენ ვამბობდით ის დაადასტურეს ხაბეიშვილმა, ბურჭულაძემ და სოფო ჯაფარიძემ
„თანამშრომლობა არსებობდა გუნდის ყოფილ წევრსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, ხაბეიშვილი იყო, კონკრეტულად, თანხის მიმღები, რასაც ჩვენ ვამბობდით, ზოგადად, ამ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ის დაადასტურეს...