Reuters: სირიის პრეზიდენტმა კრემლში პუტინს განუცხადა, რომ რუსეთთან დადებულ ყველა წინა შეთანხმებას შეასრულებს

სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს განუცხადა, რომ ის შეასრულებს მის ქვეყანასა და მოსკოვს შორის დადებულ ყველა წინა შეთანხმებას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, რომ „ეს დაპირება იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვის ორი მთავარი სამხედრო ბაზა სირიაში უსაფრთხოდ იქნება“.

ალ-შარაა, რომელიც თავის დროს „ალ-ქაიდას“ სირიულ ფილიალს ხელმძღვანელობდა და რომელმაც გასული წლის ბოლოს დაამხო ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი, ამ განცხადებით კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებისას გამოვიდა. ეს მისი პირველი ვიზიტია რუსეთში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

„არსებობს ორმხრივი ურთიერთობები და საერთო ინტერესები, რომლებიც გვაკავშირებს რუსეთთან, და ჩვენ პატივს ვცემთ მასთან დადებულ ყველა შეთანხმებას. ვმუშაობთ რუსეთთან ურთიერთობების ბუნების ხელახლა განსაზღვრაზე“, - განუცხადა ალ-შარაამ პუტინს.

პუტინმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია იმისათვის, რომ იმოქმედოს იმ „მრავალ საინტერესო და სასარგებლო წამოწყებაზე“, რომლებიც უკვე განიხილეს ორ მხარეს შორის ურთიერთობების განახლების საკითხში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760557757

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: პარტია, რომელიც პროპაგანდას უწევს ომს, ტერიტორიას კარგავს, აღვივებს შუღლს - ანტიკონსტიტუციურია და მისი ადგილი დემოკრატიულ სივრცეში არ არის

საკონსტიტუციო სარჩელი არის არამხოლოდ დაპირება, არამედ - მანდატი, რომელიც ჩვენ მივიღეთ შარშან საპარლამენტო არჩევნების დროს. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი დაპირება ამომრჩევლის მიმართ და ამ დაპირებით მივიღეთ მილ...

შალვა პაპუაშვილი

1760557711

ახალი ამბები

პრემიერი: მთავარი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ არის ის, რომ მთავრობის ყველა აქტი, რაც კი გამოცემულია 2024 წლის 8 თებერვლიდან, გამჭვირვალეა, მთლიანად ჩავკეტეთ ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა

ჩვენ ახლა აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს დალაგებული ისე, რომ შეგვიძლია, მთლიანად დავკონცენტრირდეთ ყველა ხარვეზის აღმოფხვრაზე, ეს გვაძლევს კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური ბრძოლის საშუალებას, - განაცხადა სა...

პრემიერი - ირაკლი კობახიძე

1760557644

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი „ნაცმოძრაობაზე“: გაერთიანება, რომელიც ქადაგებს დაპირისპირებას, სისხლის ღვრას, რევოლუციას ვერანაირად ვერ იქნება განხილული, როგორც პოლიტიკური გუნდი. მათი ქმედებები, რომ არ შეზღუდო საქართველო მუდმივად იქნება ამ რყევაში

გაერთიანება, რომელიც ქადაგებს დაპირისპირებას, სისხლის ღვრას, რევოლუციას და დესტაბილიზაციას იგი ვერანაირად ვერ იქნება განხილული, როგორც პოლიტიკური გუნდი. სხვანაირად ვერანაირად ვერ იქნება დახასიათებული...

გიორგი ვოლსკი

1760557589

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე გახარიასა და „ლელოზე“: რა თანამშრომლობაზეა საუბარი, როდესაც პირდაპირ, გარე დავალებით მტრობა აქვთ გამოცხადებული ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც ორჯერ ზედიზედ, 1 100 000-ზე მეტმა ქართველმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი

„რა თანამშრომლობაზეა საუბარი, როდესაც პირდაპირ, გარე დავალებით მტრობა აქვთ გამოცხადებული ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც ორჯერ ზედიზედ, 1 100 000-ზე მეტმა ქართველმა ამომრჩეველმა დაუჭირა მ...

ირაკლი კობახიძე

1760556100

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: თანამშრომლობა არსებობდა გუნდის ყოფილ წევრსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, ხაბეიშვილი იყო თანხის მიმღები, რასაც ჩვენ ვამბობდით ის დაადასტურეს ხაბეიშვილმა, ბურჭულაძემ და სოფო ჯაფარიძემ

„თანამშრომლობა არსებობდა გუნდის ყოფილ წევრსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, ხაბეიშვილი იყო, კონკრეტულად, თანხის მიმღები, რასაც ჩვენ ვამბობდით, ზოგადად, ამ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ის დაადასტურეს...

ირაკლი კობახიძე