ირაკლი კირცხალია: საზოგადოება დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრებას მიეჩვია, მთელ მსოფლიოში ახლა სუვერენული პოლიტიკის დროა
ამ დამანგრეველი ომის დაწყებისთანავე ვთქვით, რომ ჩვენთვის მთავარია, მშვიდობა შევინარჩუნოთ, ჩვენ ბევრი სისხლი დავღვარეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით და ჩვენივე შეცდომებს აღარ გავიმეორებთ, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის გათვალისწინებით, საქართველო ყველა ქვეყანასთან ისაუბრებს. როგორც კირცხალიამ აღნიშნა, ადრე თუ გვიან ყველა მივა იმ აზრამდე, რომ ახლა სუვერენული პოლიტიკის დროა.
„ისინი სრულიად გაშიშვლდნენ აგენტურულ ველზე, უკვე ღიად არიან გადმოსული შეტევაზე, ასე რომ, ჩვენ ჩვენი კურსი გვაქვს და ამ კურსს მივყვებით ძალიან პრაგმატულად. მაგრამ ქვეყანა იმ აგენტურული სპირალიდან, რომელიც 2012 წლამდე იყო, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელია, გამოვიდა და საზოგადოება დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრებას მიეჩვია. ახლა დრო არის არამხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში სუვერენული პოლიტიკის. საუბრობენ შუა დერეფანზე და საქართველოზე არ საუბრობენ. ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც ვიზიტები სამთავრობო გუნდმა ბოლო თვეებში განახორციელა, იქნება ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ჩვენ ქვეყანას პრაგმატულად სჭირდება. ამ დამანგრეველი ომის დაწყებისთანავე ვთქვით, რომ ჩვენთვის მთავარია, მშვიდობა შევინარჩუნოთ, ჩვენ ბევრი სისხლი დავღვარეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით და ჩვენივე შეცდომებს აღარ გავიმეორებთ. ვარჩიეთ მშვიდობა, რომელმაც მოიტანა ეკონომიკური სტაბილურობა. რა თქმა უნდა, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით ყველასთან ვისაუბრებთ, ყველა პარტნიორთან და იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ერთმანეთს ასწრებენ ევროპელი ლიდერები ჩასვლას. ჩვენ ვამბობთ: ჩვენ აქ ვართ, ჩვენი ინსტიტუციები ასე მუშაობენ, ჩვენი საკანონმდებლო სივრცე მუშაობას ასე და ამ ყველაფერთან ერთად სრულ ჰარმონიზებაშია იმ დასავლურ ღირებულებებთან, რომელსაც პატივს ვცემთ. ხშირად მოგვისმენია, რომ საზოგადოებაში ევროკავშირის მიმართ ნდობა შემცირდა; ამ დროს რიგითი მოქალაქე ისმენს, რომ მოლდოვაში სადაც ერთი ტელევიზიაა დარჩენილი, ამბობს იგივე ბიუროკრატი, რომ აქ არის თურმე დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების აკვანი და საქართველოში, სადაც ნებისმიერს შეუძლია მედიის დარეგისტრირება, თურმე სიტყვის თავისუფლება შეზღუდულია, პოლიციელის დაწვა და პარლამენტის დაწვა თურმე გამოხატვის თავისუფლებაა და ასანქცირებენ „იმედს“, რომელიც არის დამოუკიდებელი ტელევიზია, რადგან თვალში არ მოსდით“, - განაცხადა კირცხალიამ.
1784744913
ახალი ამბებიგია აბაშიძე: სინგაპურის Changi Airport Group-ი, მსოფლიოს ყველაზე წარმატებული აეროპორტის ოპერატორი, დაინტერესდა ვაზიანის პროექტით - ინტერესი ეფუძნება საქართველოს სტაბილურობას, მის ზეპერსპექტიულ სატრანსპორტო-ტურისტულ სექტორებსაც
Changi Airport Group-ი მსოფლიოში ცნობილია ეფექტიანი მენეჯმენტით, მაღალი მომსახურების სტანდარტებითა და აეროპორტების განვითარების წარმატებული მოდელით, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე. როგ...
1784743737
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წელს მიუღწევლის მიმართ გარყვნილი ქმედების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პრო...
1784743279
ახალი ამბებილიზა გეგეჭკორი ლაშა ბერულავას განცხადებაზე: ახია ჩვენზე, თავის დროზე რომ არ შევახსენეთ ყველას, ვინ ვინაა რეალურად - ბერულავა იყო „ნაცების“ რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური „გამპრავებელი“
ჯერ ერთი, რ2-ს, რომელიც სიმართლისა და ქვეყნის მხარეს დგას, არაფერი სამარცხვინო არ აქვს და მეორე - ეს, ლაშა ბერულავა იყო „ნაცების“ რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური „გამპრავებელი“, - ასე ეხმიანება ტელეწ...
1784740122
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: მსოფლიოში ნომერ პირველი აეროპორტის მმართველი გუნდის ინტერესი საქართველოს მიმართ ქვეყნის სტაბილური განვითარების მკაფიო დადასტურებაა
მსოფლიოში ნომერ პირველი აეროპორტის მმართველი გუნდის ინტერესი საქართველოს მიმართ ქვეყნის სტაბილური განვითარების მკაფიო დადასტურებაა, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ის...
1784738701
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოზე“ და მათ მიერ განაწყენებულ სააკაშვილზე: ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ორივე მხარე მართალია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიმართ მწვავე კრიტიკას ეხმიანება, რომლის განცხადებითაც: „სრუ...































