ირაკლი ლატარია: Changi Airport Group-ის ინტერესი ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის მიმართ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილია

ეს უბრალოდ მორიგი საინვესტიციო ინტერესი არ არის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია წერს, რითაც Changi Airport Group-ის მიერ თბილისის ახალი აეროპორტისადმი გამოჩენილ ინტერესს ეხმიანება.

მისი განცხადებით, მსგავსი კომპანიები პარტნიორებს შემთხვევით არ ირჩევენ, რადგანაც ისინი გადაწყვეტილებებს იღებენ წლების გათვლაზე, სტრატეგიულ მდებარეობაზე, ეკონომიკურ პერსპექტივასა და ქვეყნის განვითარების ხედვაზე დაყრდნობით.

„ეს უბრალოდ მორიგი საინვესტიციო ინტერესი არ არის. როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აეროპორტის მმართველი კომპანია Changi Airport Group-ი აცხადებს, რომ ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტით არის დაინტერესებული, ეს უკვე ბევრს ნიშნავს. Singapore Changi Airport 12-ჯერ დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტად. მათ შექმნეს Jewel Changi Airport — უნიკალური კომპლექსი მსოფლიოში ყველაზე მაღალი დახურული ჩანჩქერით, რომელიც სინგაპურის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა. მათი სახელი ხარისხთან, ინოვაციებთან და უმაღლეს სტანდარტებთან ასოცირდება. მსგავსი კომპანიები პარტნიორებს შემთხვევით არ ირჩევენ. ისინი გადაწყვეტილებებს იღებენ წლების გათვლაზე, სტრატეგიულ მდებარეობაზე, ეკონომიკურ პერსპექტივასა და ქვეყნის განვითარების ხედვაზე დაყრდნობით. სწორედ ამიტომ, Changi Airport Group-ის ინტერესი ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის მიმართ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილია. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საავიაციო კომპანია ხედავს იმ პოტენციალს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ფლობს. როდესაც ასეთი მასშტაბისა და რეპუტაციის მქონე კომპანია ინტერესდება საქართველოთი, ეს უკვე ჩვენი ქვეყნის მზარდი საერთაშორისო მნიშვნელობისა და ნდობის კიდევ ერთი ნათელი დასტურია“, - წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ლატარია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784740122

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: მსოფლიოში ნომერ პირველი აეროპორტის მმართველი გუნდის ინტერესი საქართველოს მიმართ ქვეყნის სტაბილური განვითარების მკაფიო დადასტურებაა

მსოფლიოში ნომერ პირველი აეროპორტის მმართველი გუნდის ინტერესი საქართველოს მიმართ ქვეყნის სტაბილური განვითარების მკაფიო დადასტურებაა, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ის...

დავით ჩიხელიძე

1784738701

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოზე“ და მათ მიერ განაწყენებულ სააკაშვილზე: ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ორივე მხარე მართალია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიმართ მწვავე კრიტიკას ეხმიანება, რომლის განცხადებითაც: „სრუ...

ცოტნე ანანიძე

1784737257

ახალი ამბები

სინგაპურის პრემიერ-მინისტრი: მოხარული ვარ, რომ დღეს სინგაპურში ვუმასპინძლე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს - მოუთმენლად ველი სინგაპურსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას

მოხარული ვარ, რომ დღეს სინგაპურში ვუმასპინძლე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, - წერს სოციალურ ქსელ X-ზე სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ლოურენს ვონგი. როგორც ვონგი აღნიშნავს, ის მოუთმენლად ელის სინგაპურ...

სინგაპურის პრემიერ-მინისტრი

1784735521

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: თანამედროვე საერთაშორისო გარემოში უფრო მკაფიოდ იკვეთება ტენდენცია, სადაც ჩინეთი ლიდერის პოზიციების გამყარებისკენ მიიწევს, ხოლო ევროკავშირი, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების ფონზე, გლობალურ კონკურენციაში თანდათან ჩამორჩება

ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც მსოფლიოში ძალთა ბალანსის ცვლილებასა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩინეთის აღმასვლაზე საუბრობს.   როგორც ჩიხელიძე წერს, ბოლო პერიოდში...

დავით ჩიხელიძე

1784734341

ახალი ამბები

ბათუმში სროლა იყო - წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე სროლა იყო. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. თვითმხილველების ცნობით, დაჭრილია 31 წლის კაცი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მათივე თქ...

ბათუმში სროლა იყო