ირაკლი კობახიძე: ბოლო 4 წლის განმავლობაში გვქონდა შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური განვითარების პროგნოზის თვალსაზრისით, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების სამეულში ვართ

განსაკუთრებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა, როდესაც დოლარში საქართველოს ეკონომიკა გაორმაგდა, ორჯერ და მეტად გაიზარდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკურმა ზრდამ შექმნა დამატებითი სამუშაო ადგილები, გაიზარდა საშუალო ანაზღაურება.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველო ეკონომიკური განვითარების პროგნოზის თვალსაზრისით, მსოფლიო ქვეყნების სამეულშია.

„ბოლო 3 წლის განმავლობაში, საქართველოში შეიქმნა 195 000 ახალი სამუშაო ადგილი, ამდენად, გაიზარდა დასაქმების მაჩვენებელი, დაახლოებით გაორმაგდა საშუალო ანაზღაურება. ჩვენ გვაქვს მიზანი, რომელიც უკავშირდება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის განვითარებას და სავალუტო ფონდის პროგნოზიც არის ძალიან ოპტიმისტური.

ჩვენ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში ვართ, სამეულში ვართ, ეკონომიკური განვითარების პროგნოზის თვალსაზრისით. ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე, ამ გათვლების თანახმად, 2030 წლისთვის მიაღწევს 13 500 დოლარს, შესაბამისად, საქართველო გადავა უკვე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში.

ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ 2030 წლისთვის საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს მთლიანად თვითკმარი ქვეყანა, ეს არის თავისუფლად მიღწევადი. სოციალური პოლიტიკა ეკონომიკის განვითარებასთან ერთად მუდმივად დაიხვეწება და გაფართოვდება შესაბამისი პაკეტები“ - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745857801

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკას დაიწყო

 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. „ზვარტნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვი...

პრეზიდენგ

1745854509

ახალი ამბები

ნინო წილოსანი ქალ მეცნიერებს შეხვდა

 პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი წარმატებულ ქალ მეცნიერებს შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება მეცნიერების განვითარების საქმეში ქალ მეცნიერთა როლზე და ქალი მეცნიერებისადმი, მათ შორის...

ნინო წილოსანი ქალ მეცნიერებს შეხვდა

1745852237

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენს პარტნიორებს ყოველთვის შევეკითხებით რჩევას, მათგანაც მოვისმენთ, მაგრამ თუ რაიმე ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, არაფერს გავითვალისწინებთ და მივყვებით იმ გზას, რა გზითაც „ქართული ოცნება“ დადის

 არჩევნების შემდეგ, კარგად გახსოვთ ოპოზიციის ისტერია, თითქოს, გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშმა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქ...

ლევან მაჭავარიანი

1745849003

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: უცხოეთიდან მიღებული ინსტრუქციებით გეგმა მოამზადეს, რომელმაც არ გაამართლა და ახლა გულდაწყვეტილები არიან თავიანთ თავზეც და პატრონებზეც

„ᲝᲞᲝᲖᲘᲪᲘᲐ ᲩᲕᲔᲜ ᲒᲕᲐᲓᲐᲜᲐᲨᲐᲣᲚᲔᲑᲡ ᲘᲛᲐᲨᲘ, ᲠᲝᲛ ᲞᲐᲠᲚᲐᲛᲔᲜᲢᲘ ᲔᲠᲗᲞᲐᲠᲢᲘᲣᲚᲘᲐ, ᲓᲘᲓᲘ ᲑᲝᲓᲘᲨᲘ, ᲔᲠᲗᲞᲐᲠᲢᲘᲣᲚᲘ ᲐᲠ ᲐᲠᲘᲡ, ᲡᲐᲞᲐᲠᲚᲐᲛᲔᲜᲢᲝ ᲝᲞᲝᲖᲘᲪᲘᲐ ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲡ. ᲛᲐᲗᲗᲕᲘᲡ ᲐᲠᲐᲤᲔᲠᲘ ᲐᲒᲕᲘᲙᲠᲫᲐᲚᲐᲕᲡ, ᲛᲐᲗ ᲮᲐᲚᲮᲛᲐ 61 ᲛᲐᲜᲓᲐᲢᲘ ᲛᲘᲡᲪᲐ,“ - ᲐᲛᲘᲡ Შ...

ლევან მაჭავარიანი

1745847824

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულება უცვლელია და 2.7496 ლარს შეადგენს. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1227 ლარი გახდა. დღეს მოქ...

ვალუტის კურსი