ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700-წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები, ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული
ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700-წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები, ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს რწმენაში, გაძლიერდეს ქრისტიანული ფასეულობები ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ეკლესია და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ნიშნავს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას და განმტკიცებას.
„ჩვენს საზოგადოებაში ცდილობდნენ, გარდა სიძულვილისა, ყალბი იდეოლოგიის დანერგვას და ამის ნაწილი იყო პირდაპირი ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ, მათ შორის კამპანიები, რომლებიც წარმოებდა ეკლესიის წინააღმდეგ, პირადად პატრიარქის წინააღმდეგ, სასულიერო პირების წინააღმდეგ. ეს კამპანიები დამარცხდა ამ დღეების განმავლობაში და ამის გამოხატულებაც იყო ის ყველაფერი, რაც ვიხილეთ ჩვენ ამ დღეებში. ეს დღეები იყო კონკრეტული ნიშანი ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის, ყველასთვის, ვინც აკვირდება ჩვენს ქვეყანაში მოვლენების განვითარებას. ეს არის ნიშანი იმისა, რომ არა მარტო სიძულვილი ვერ დაამარცხებს სიყვარულს და პირიქით იქნება აუცილებლად, არამედ ვერავითარი ყალბი იდეოლოგია ვერ დაამარცხებს საქართველოში ქრისტიანობას.
ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700-წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები, ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული. ამ კამპანიებს კიდევ ერთხელ გავიხსენებ. მიზანმიმართული იყო ეს კამპანიები, კონკრეტული მიზანი ჰქონდა, ზოგადად ავტორიტეტებს ებრძვიან, ეს არის დამახასიათებელი ამ იდეოლოგიისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით არ უნდა არსებობდეს არავითარი ავტორიტეტი. თქვენ იცით, რომ ამ წლების განმავლობაში და დღემდე პატრიარქი, დედა ეკლესია სარგებლობდა გამორჩეული ავტორიტეტით და ამიტომ იყო ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ამ კამპანიების სწორედ ეკლესია, სასულიერო პირები, თუმცა საბოლოო ჯამში ყველამ დავინახეთ, რომ აბსოლუტურად გამორიცხულია ასეთი კამპანიების წარმატება ჩვენს ქვეყანაში. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ვიყოთ ფრთხილად და ფხიზლად. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს რწმენაში, გაძლიერდეს ქრისტიანული ფასეულობები ჩვენს ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ეკლესია და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ნიშნავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას და განმტკიცებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1774769247
ახალი ამბებისაქართველოს ნაკრები დღეს ამხანაგურ მატჩში ლიეტუვას დაუპირისპირდება
საქართველოს ნაკრები დღეს წლის პირველი შეკრების მეორე ამხანაგურ მატჩს ლიეტუვის წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ დარიაუს ირ გირენო სტადიონზე ივარჯიშა. საწ...
1774766385
ახალი ამბებიპენტაგონი ირანში სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება
პენტაგონი ირანის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციების ჩასატარებლად ემზადება, რომლებიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლოა რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. ინფორმაციას The Wa...
1774764681
ახალი ამბებიმეუფე შიო დღეს სიონის ტაძარში წირვას აღასრულებს, შემდეგ კი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს, რის შემდეგაც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება. ინფორმაციას საპატრიარქოს...
1774764571
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
29 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +15 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი...
1774730433
სპორტიფიგურული ციგურაობა - საქართველოს ნაკრების წევრებმა, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი პროგრამა წარმოადგინეს
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სპორტულ ცეკვებში თავისუფალი პროგრამა წარმოადგინეს. რიტმული ცე...































