დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი ახალი პატრიარქის არჩევაზე: მორწმუნე ადამიანისთვის, მთელი ეკლესიისთვის პატრიარქის ეს ქმედება ძალიან მნიშვნელოვანია

„მორწმუნე ადამიანისთვის, მთელი ეკლესიისთვის პატრიარქის ეს ქმედება ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა განაცხადა, რითაც ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

დეკანოზის შეფასებით, ილიამ მეორემ ალბათ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოში შესაბამისი უნარები დაინახა.

„[გადაწყვეტილებას] უწმინდესის კომენტარი უძღოდა წინ, რომ ეს არის წმინდა გიორგის მიერ, მისი მეოხებით მიღებული გადაწყვეტილება. ეს ისეთი რკინის, ურყევი სულიერი წყობა და ლოგიკაა, რომელიც მორწმუნე ადამიანისთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. სინოდის ყველა წევრი თითქმის, უწმინდესის კურთხეულია, ხელდასხმულია მღვდელმთავრად და ყველა წევრს, უმრავლესობას ბავშვობიდან იცნობს, მათ შორის მეუფე შიოსაც. ყველა მღვდელმთავარს და სასულიერო პირს თავიანთი ღირსება აქვთ. ალბათ, მეუფე შიოში დაინახა სწორედ ის უნარები, ის თვისებები, რომლის ნაყოფიც ვნახეთ - ცხრა წლის განმავლობაში ის პირუთვნელად იცავდა კურთხევას და მორჩილებას მისი უწმინდესობისას“, - აღნიშნა დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774772625

ახალი ამბები

თბილისის მერია: ვაკის პარკის მედიათეკაში ყველაზე აქტიური მკითხველების, საუკეთესო ბიბლიოთეკარებისა და მედიათეკარების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

30 მარტს, 15:00 საათზე, ვაკის პარკის მედიათეკაში თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება ყველაზე აქტიური მკითხველების, საუკეთესო ბიბლიოთეკარებისა და მედიათეკარების დაჯილდოების ცერემონიას გამ...

თბილისის მერია

1774772571

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელია...

მოძრაობა აღდგა

1774771557

ახალი ამბები

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის „ქუთაისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშ...

მებაჟე ოფიცრებმა

1774769937

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკ...

დაკავებადაკავება

1774769376

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად,...

შემთხვევები