ირაკლი ქადაგიშვილი: 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, თვითმმართველობა დღეს განვითარების საკმაოდ მაღალ ეტაპზეა

„4 ოქტომბრის არჩევნები, ეს იყო თვითმმართველობის არჩევნები, სადაც ქვეყანამ აირჩია თვითმმართველობის ხელისუფლება, რომელსაც პირდაპირი, უშუალო კავშირი გააჩნია თითოეულ მოქალაქესთან“,- განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ქადაგიშვილმა 4 ოქტომბრის არჩევნები შეაფასა და განაცხადა, რომ საარჩევნო კამპანიისას ყოველი გაცემული დაპირება, მოსახლეობის მხრიდან ნდობით იყო აღქმული.

„64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ეს რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობის ქვეშ აყენებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. თვითმმართველობა დღეს არის განვითარების საკმაოდ მაღალ ეტაპზე, რომელიც არა მარტო უფლებამოსილებების გაფართოებით არის გამორჩეული, არამედ მნიშვნელოვნად მოხდა თვითმმართველობის ეკონომიკური და ფინანსური შესაძლებლობების გაზრდა, რაც გამოწვეულია რა თქმა უნდა, ქვეყანაში საერთო ეკონომიკური ზრდის ტემპის ზრდით.

ის მონაპოვარი და ის გაკეთებული საქმეები, რომელიც თვითმმართველობებში ჩვენ დღეს უკვე გვაქვს, ეს ეხება როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, წყლის პროექტების განხორციელებას, მყარი ნარჩენების გატანას და მართვას, მუნიციპალური ტრანსპორტის დანერგვას, ეს ეხება საბავშვო ბაღების შემდგომ მშენებლობებს და კაპიტალურ რეკონსტრუქციას, აგრეთვე ეს ეხება სასკოლო ინფრასტრუქტურის ძირფესვიან განახლებას. დღეს გვაქვს იმის საშუალება, რომ მოხდეს მათ შორის, სოციალური პოლიტიკის ისეთი შემადგენელი ნაწილების, როგორიც არის უმწეოთა დახმარება, ჯანდაცვის პროგრამები, მუნიციპალურ დონეზე ამ საკითხების წინ წამოწევა და კიდევ უფრო ეფექტურად გადაჭრა.

ეს არის რეალური პოლიტიკა. ის პოლიტიკა, რომელიც ხალხს უშუალოდ აინტერესებს და ხალხის ცხოვრების დონეზე პირდაპირ არის ასახული. ამავდროულად ვხედავთ, რომ ამას აქვს თავისი პოლიტიკური მდგენელიც, როდესაც ადამიანებს სჯერა იმის, რასაც ხელისუფლება ეუბნება და ვინც საარჩევნო კამპანიაში ვიყავით ჩართული, ვხედავდით, რომ ყოველი გაცემული დაპირება, მოსახლეობის მხრიდან ნდობით არის აღქმული იმიტომ, რომ ადამიანები ხედავენ, ყოველწლიურად მათ მუნიციპალიტეტში, ქალაქში, მათ სოფელში კონკრეტული საქმე მიდის წინ და ეს ნდობა დღეს ხელისუფლებას და თვითმმართველობას მოპოვებული აქვს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760540605

ახალი ამბები

პარლამენტმა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით, თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილა და მხარი დაუჭირა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილებას. მომხსენებლის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი...

პარლამენტმპარლამენტმ

1760539395

მსოფლიო

Reuters: სირიის პრეზიდენტმა კრემლში პუტინს განუცხადა, რომ რუსეთთან დადებულ ყველა წინა შეთანხმებას შეასრულებს

სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს განუცხადა, რომ ის შეასრულებს მის ქვეყანასა და მოსკოვს შორის დადებულ ყველა წინა შეთანხმებას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Re...

სირიის პრეზიდენტ

1760537331

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ვალტონენზე: ჩვენ წინააღმდეგები არ ვართ, რომ ასეთი ტიპის დიპლომატები შეხვდნენ ნებისმიერ ადამიანს საქართველოში, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ქართული კანონმდებლობის დაცვით

„მე ვიღაცასთან შეხვედრა მინდოდა და ამის გამო ადგილობრივი კანონმდებლობა დავარღვიე“ ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნება და ვერაფერი გაამართლებს ამას. როგორ შეიძლება ეს გამართლდეს? - ასე გამოეხმაურა თავდაცვის...

თენგიზ შარმანაშვილი

1760537284

ახალი ამბები

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა. ადვოკატმა სასამართლოს 50 000-ლარიანი გირაო შესთავაზა. თუმცა, მოსამართლემ აღნიშნა, რომ არსებობს დანაშაულის განმეორების საფრთხე. სასამართლ...

ლუკა

1760534367

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. ' 15 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7108 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7111 ლარი იყო. გამყარდა ევრო,...

 ვალუტის კურსი