ირაკლი ქადაგიშვილი - მუქარაა, როცა ევროკავშირი ამბობს, ჩვენი ნების აღმსრულებლები თუ არ იქნებით, შეგვიძლია, ცუდი გაგიკეთოთო, ასეთ გზავნილს რომ გიგზავნის, როგორ არის ეს მშვიდობის, აყვავების გზა
„პაველ ჰერჩინსკის განცხადებაში არის მუქარაც და ის დესტრუქციული ხედვაც, რაც, სამწუხაროდ, საქართველოსთან მიმართებით აქვს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ევროკავშირი იმუქრება.
„წარმოუდგენელია, როდესაც ევროკავშირის ელჩი ქვეყანას ეუბნება – არჩევანი გაქვს, ევროკავშირი ან ბნელეთში დაბრუნებაო. ანუ, რას ამბობს, რომ აქ ისეთი მოვლენები უნდა განვითარდეს, რომ სახელმწიფო ჩამოიქცევა და იმ ბნელეთში აღმოჩნდებით, ალბათ რა ბნელეთიც, 90-იანი წლების დასაწყისში განვითარებული სამოქალაქო თუ რუსეთის ფედერაციასთან არსებული დაპირისპირებების და ომების დროს იყოო. ეს ელჩის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით ხედვის გაბანკროტებაა.
რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის პერსპექტივას, კარგი იქნება თუ ცოტა საკუთარ თავთანაც იქნებიან კრიტიკული დამოკიდებულებით. საქართველოსთან მიმართებით საკუთარ ქმედებაში პოზიტივი დაინახონ და არა ულტიმატუმით და ნეგატივით საუბარი.
დემოკრატიაზე როდესაც საუბრობენ, მათ საქართველოს დემოკრატიული შემდგომი განვითარების მხარდასაჭერად ყველაზე კარგი საშუალება ჰქონდათ 2024 წლის არჩევნების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რა ანტიდემოკრატიული და ანტიდიპლომატიური საქმიანობაც გასწიეს, მაგრამ უარესით გააგრძელეს, როდესაც საქართველოს პარლამენტის დესტრუქციას და სახელმწიფო გადატრიალებას მხარი დაუჭირეს. აქედან გამომდინარე, ის მიზანი, რა მიზანზეც ლაპარაკობს, მათივე პოლიტიკური თუ სხვა ქმედებით ტორპედირებულია. ეს არის მუქარა – თუ არ იქნებით ჩვენი ნების აღმსრულებლები, მაშინ შეგვიძლია, ჩვენ ცუდი გაგიკეთოთო. ამას გეუბნება ევროკავშირი. ახლა როგორ არის ეს მშვიდობის, თანასწორობის და აყვავების გზა, როდესაც ასეთ გზავნილს გიგზავნის?“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
1776945722
ახალი ამბებითინათინ რუხაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნას დაესწრო
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნას დაესწრო. კონფერენციაზე ხაზი გ...
1776944047
საზოგადოებამიქანაძე: ივანე ჯავახიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა განათლებული და ძლიერი ქვეყნის შენებას - მისი თაოსნობით დაარსდა თბილისში განათლების, კულტურისა და ეროვნული ღირებულებების დამკვიდრების მთავარი კერა, რომელიც მის სახელს ატარებს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეც...
1776942989
ახალი ამბებისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულია შპს „ენგურჰესში" შემავალი, შპს „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულია შპს "ენგურჰესში"...
1776941543
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ყველამ პატივი უნდა გვცეს როგორც სახელმწიფოს, ერს - საქართველო არ არის პერიფერიული კოლონია, რომელიც მეტროპოლიის ინტერესებს უნდა შეეწიროს. „ნამესტნიკების" და „მეორე მდივნების" დრო ქართველმა ხალხმა „ბნელ დროს" ჩააბარა
ყველამ პატივი უნდა გვცეს როგორც ქვეყანას, სახელმწიფოს, ერს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც იგი აღნიშნავს, საქართველო არ არის პერიფერიული კოლონია, რ...
1776940435
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია პაველ ჰერჩინსკის მიმართავს - როგორც ჩანს, საქართველოში მუშაობის პერიოდში ვერ გაიცანით ჩვენი ქვეყანა, ხალხი და მიზანმიმართულად, მხოლოდ თქვენთვის მიცემულ დავალებას ასრულებთ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მიმართავს. როგორც კირცხალია წერს, როგორც ჩანს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში მუშაობის პერიოდში ვერ...




























