შალვა პაპუაშვილი: ყველამ პატივი უნდა გვცეს როგორც სახელმწიფოს, ერს - საქართველო არ არის პერიფერიული კოლონია, რომელიც მეტროპოლიის ინტერესებს უნდა შეეწიროს. „ნამესტნიკების" და „მეორე მდივნების" დრო ქართველმა ხალხმა „ბნელ დროს" ჩააბარა

ყველამ პატივი უნდა გვცეს როგორც ქვეყანას, სახელმწიფოს, ერს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც იგი აღნიშნავს, საქართველო არ არის პერიფერიული კოლონია, რომელიც მეტროპოლიის ინტერესებს უნდა შეეწიროს.

„მართალია, ბატონ ჰერჩინსკისთვის ქართველი ხალხის წარსული ბნელი იყო, თუმცა თუ ჩვენს ისტორიაში რამე მართლაც იყო ბნელი, ეს იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა “ჩახუტებით გავეგუდეთ". ასე იყო უწინ, ასეა დღესაც:

ძალადობაზე გვესაუბრებიან ისინი, ვინც თავად წააქეზა 4 ოქტომბრის ძალადობა.

სამოქალაქო ომზე გვაფრთხილებენ ისინი, ვისი დაფინანსებითაც მოქმედებენ ეკლესიაზე, სახელმწიფოზე და ადამიანის ღირსებაზე თავდამსხმელი ჯგუფები.

სიღარიბეზე გვმოძღვრავენ ისინი, ვინც რუსეთთან სანქციების ომში გვითრევენ და ეკონომიკის ნგრევისთვის და სიღატაკისთვის გვწირავენ.

ბნელ წარსულზე გველაპარაკებიან ისინი, ვინც სიცრუითა და მზაკვრობით ცდილობენ გაამართლონ რეჟიმი, რომლის დროსაც ადამიანის უფლებების დარღვევა, რეკეტი, წამება სახელმწიფო პოლიტიკად იყო ქცეული.

რაც შეეხება ქართველ ხალხს, მისი ნამდვილი სახე მკაფიოდ გამოჩნდა 2024 წელს. ეს არის ხალხი, რომელიც თავად წყვეტს საკუთარ ბედს, იცავს საკუთარ ღირებულებებს და არ თმობს საკუთარ გზას.
ხალხი, როგორც ერთობა, სწორედ ასეთი მოვლენებით იზომება და არა ვინმეს გემოვნებით - საყოველთაო დღეები გამოხატავენ ხალხს.

ხალხი ვნახეთ 2024 წლის არჩევნებზე. ხალხი ვნახეთ პატრიარქთან გამოთხოვების დღეებში. და ხალხს კიდევ ერთხელ ვიხილავთ რამდენიმე დღეში, 17 მაისს - ერთიანს, მტკიცეს, საკუთარ რწმენასა და იდენტობაზე დამყარებულს.

ამ ფონზე, ბატონი ელჩის მხრიდან „ხალხზე“ საუბარი არა მხოლოდ არაკორექტულია, ის პოლიტიკური ცინიზმის კლასიკური მაგალითია.

ყველაზე დიდი ცინიზმი კი ისაა, რომ ეს ბრალდებები ისმის იმ გარემოდან, სადაც ძალადობა რომანტიზებულია, მისი ორგანიზატორები კი ჰეროიზებული.

დაბოლოს, საქართველო ყოველთვის მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის და ბრიუსელმა კარგად იცის, რა არის ამისთვის აუცილებელი:

უნდა შეწყდეს საქართველოს მიმართ აგრესიული რიტორიკა,

უნდა შეწყდეს არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმები,

უნდა გაუქმდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული მტრული რეზოლუციები.

ურთიერთობა, რომელიც არ ეფუძნება პატივისცემას, ვერ იქნება პარტნიორობა.

რეალური პარტნიორობა იწყება მაშინ, როდესაც მხარეები ერთმანეთს აღიქვამენ თანასწორებად.

ყველამ პატივი უნდა გვცეს როგორც ქვეყანას, სახელმწიფოს, ერს.

საქართველო არ არის პერიფერიული კოლონია, რომელიც მეტროპოლიის ინტერესებს უნდა შეეწიროს. "ნამესტნიკების" და "მეორე მდივნების" დრო ქართველმა ხალხმა "ბნელ დროს" ჩააბარა“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1776945722

ახალი ამბები

თინათინ რუხაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნას დაესწრო

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნას დაესწრო. კონფერენციაზე ხაზი გ...

თინათინ რუხაძე

1776944047

საზოგადოება

მიქანაძე: ივანე ჯავახიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა განათლებული და ძლიერი ქვეყნის შენებას - მისი თაოსნობით დაარსდა თბილისში განათლების, კულტურისა და ეროვნული ღირებულებების დამკვიდრების მთავარი კერა, რომელიც მის სახელს ატარებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეც...

გივი მიქანაძე

1776942989

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულია შპს „ენგურჰესში" შემავალი, შპს „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულია შპს "ენგურჰესში"...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

1776941172

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი - მუქარაა, როცა ევროკავშირი ამბობს, ჩვენი ნების აღმსრულებლები თუ არ იქნებით, შეგვიძლია, ცუდი გაგიკეთოთო, ასეთ გზავნილს რომ გიგზავნის, როგორ არის ეს მშვიდობის, აყვავების გზა

„პაველ ჰერჩინსკის განცხადებაში არის მუქარაც და ის დესტრუქციული ხედვაც, რაც, სამწუხაროდ, საქართველოსთან მიმართებით აქვს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ი...

ირაკლი ქადაგიშვილი

1776940435

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია პაველ ჰერჩინსკის მიმართავს - როგორც ჩანს, საქართველოში მუშაობის პერიოდში ვერ გაიცანით ჩვენი ქვეყანა, ხალხი და მიზანმიმართულად, მხოლოდ თქვენთვის მიცემულ დავალებას ასრულებთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მიმართავს. როგორც კირცხალია წერს, როგორც ჩანს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში მუშაობის პერიოდში ვერ...

ირაკლი კირცხალია