ირაკლი ზარქუა: ძალიან კარგი ინიციატივა ჰქონდა დღეს პრემიერ-მინისტრს, ერთ-ერთი ისტორიულიც იმიტომ, რომ ჩვენ ბოლოდროინდელმა ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ სამწუხაროდ, შედეგი ვერ მოგვცა
ძალიან კარგი ინიციატივა ჰქონდა დღეს პრემიერ-მინისტრს,. მე ვიტყოდი, ერთ-ერთი ისტორიულიც იმიტომ, რომ ჩვენ ბოლოდროინდელმა ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ სამწუხაროდ, შედეგი ვერ მოგვცა, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე საუბრისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მან აღნიშნა, რომ ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ უკუშედეგი გამოიღო, ამ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს არა მკაცრ, არამედ სამართლიან მიდგომასთან.
მან ცვლილების მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრა.
„თქვენ გახსოვთ, რომ რამდენიმე დღის წინ 300 კილოგრამამდე ნარკოტიკულის საშუალებები იყო ამოღებული და ფაქტობრივად, ერთ-ერთ სატრანზიტო ქვეყნად გადაიქცა ჩვენი ქვეყანა. ბუნებრივია, ამას უკავშირდებოდა ის გამკაცრებული ნარკოპოლიტიკა, რომელიც გულისხმობს, რომ ნარკორეალიზატორებს არანაირი შეღავათი არ ექნებათ.
ინიციატივა, რომელიც პრემიერმა დღეს დაასახელა, გულისხმობს, რომ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის კერძო სუბიექტების მიერ განხორციელება აიკრძალება და ამას თავიდან ბოლომდე სახელმწიფო განახორციელებს.
და მეორე მნიშვნელოვანი ინიციატივა ეს იყო, რომ ფსიქოტროპულ პრეპარატებს მხოლოდ სახელმწიფო შეისყიდის და იმპორტს განახორციელებს.
ამით ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ბიზნესი არა მოგებიანი იყოს, როგორც ეს აქამდე იყო. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ გარკვეული კერძო კლინიკები და სუბიექტები, ვინც იყვნენ ჩართულნი ამ ჯაჭვში, მოგების მიღების მიზნით წამახალისებელ ფუნქციასაც კი აძლევდნენ ამ პროგრამებს. ყოველგვარი გაუგებრობები რომ ავიცილოთ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სახელმწიფო იღებს ხელში ამ ინიციატივებს თავიდან ბოლომდე“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანი დეტალია, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა მჭიდროდ დასახლებული პუნქტებიდან გავა.
„ეს ბევრ ქალაქში, განსაკუთრებით რეგიონებში, დიდ პრობლემას ქმნიდა მოსახლეობისთვის.
ჩვენ ამ ყველაფრით ვცდილობთ, პრევენცია განვახორციელოთ იმისთვის, რომ შევამციროთ ნარკოტიკების მოძრაობა ქვეყანაში, მათ შორის კლუბური ნარკოტიკის და ა.შ, მეორე - მნიშვნელოვანი პრევენცია იქნება იმისთვის, რომ რეალურად დახმარება ვისაც სჭირდება, მათთვის ეს პროგრამები მიზანზე იყოს ორიენტირებული და არა რაღაც გაუგებარი, რომლის შედეგადაც კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაში ვარდებიან პროგრამაში ჩართული ადამიანები“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისი თქმით, ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ ნარკორეალიზატორებს გასაქანიც კი მისცა.
„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მომხმარებელი, რომელიც არის მსხვერპლი ამ უბედურების, მაქსიმალურად დავიცვათ. სამწუხაროდ, ლიბერალურმა მიდგომამ მათ შორის ნარკორეალიზატორებს გარკვეული გასაქანი მისცა“, - დასძინა ზარქუამ.
1765658233
მსოფლიოსირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა
პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...
1765656502
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის
უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...
1765655106
საზოგადოებათინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს
ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...
1765654226
საზოგადოებაგიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შევიდეს. ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს-არა სოციალურ დახმარებას, იმუშავებ, გექნება ხელფასი
ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ...
1765652359
ახალი ამბებისაბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა. საქართველო კონკურსზე მესამე ადგი...





























