აშშ-ში, უნივერსიტეტში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
როდ-აილენდის შტატის ქალაქ პროვიდენსში, აივი ლიგის ელიტურ სკოლაში, ბრაუნის უნივერსიტეტში სროლის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. აღნიშნულის შესახებ Deutsche Welle იუწყება.
ინციდენტი 13 დეკემბერს მოხდა. როგორც უნივერსიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, „მსროლელი, ან მსროლელები ჯერ არ დაუკავებიათ“.
სამართალდამცავი ორგანოები და ფედერალური გამოძიების ბიურო (FBI) აგრძელებენ დამნაშავის ძებნას. უნივერსიტეტმა მოუწოდა სტუდენტებს, ჩაკეტონ ყველა კარი და დარჩნენ კამპუსის ტერიტორიაზე.
სროლა Barus&Holley-ის შენობაში მოხდა, სადაც უნივერსიტეტის საინჟინრო სკოლაა განთავსებული. თავდასხმის დღეს შენობაში რამდენიმე გამოცდა იყო დაგეგმილი.
სააგენტო AP-ის ცნობით, მსროლელი მთლიანად შავებში იყო ჩაცმული. პოლიციის უფროსის მოადგილემ ტიმოთი ო’ჰარამ განმარტა, რომ ეჭვმიტანილმა საინჟინრო სკოლიდან გაქცევა მოახერხა.
უნივერსიტეტში 10 400-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
1765716486
მსოფლიოგერმანიაში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის მოწყობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს
გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის მოწყობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან 3 მაროკოელი, ეგვიპტელი და სირიელი. არსებული ინფორმაციით, ისინი ბავარიაში, ერთ-ერთ საშობაო ბაზრ...
1765712090
ახალი ამბებიხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს - აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი და შიდა სასოფლო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო...
1765709335
მსოფლიობრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი: ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლება გაუქმდა, კირ სტარმერი ორუელის დისტოპიურ რომანს „1984“ ინსტრუქციად მიიჩნევს
ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლება გაუქმდა. პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ორუელის დისტოპიურ რომანს „1984“ ინსტრუქციად მიიჩნევს. თუ ხალხი თუთიყუშის მსგავსად არ იმეორებს ახალ ამბებს, როგორიცაა „ხალხი დაორს...
1765706350
მსოფლიორომის პაპი შესაძლოა, უკრაინას ეწვიოს - ვატიკანმა საორგანიზაციო გეგმა შეიმუშავა
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან „კასტელ განდოლფოში“ გამართული შეხვედრიდან ოთხი დღის შემდეგ რომის პაპმა ლეო XIV-მ დაადასტურა, რომ მზადაა უკრაინაში ვიზიტისთვის, თუმცა უსაფრთხოების საკითხები ს...
1765702602
ახალი ამბებისაჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „ინფრასტრუქტურის სამინისტროს ს...































