ჯანდაცვის სამინისტრო: ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად რეგისტრაცია დაიწყო

ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად რეგისტრაცია დაიწყო - ბენეფიციარებმა პროცედურა 4 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაიარონ.
ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეგისტრაციის პროცესი მაქსიმალურად მარტივად არის ორგანიზებული, რათა ბენეფიციარებმა შეძლონ სახელმწიფო პროგრამაში გადასვლა.
„შევეცადეთ, მაქსიმალურად მარტივი ყოფილიყო რეგისტრაციის პროცესი და იმავდროულად, ყოფილიყო შესაძლებლობა, სრულად მოგვეძიებინა ინფორმაცია თითოეული იმ ბენეფიციარის შესახებ, რომელსაც სურს სახელმწიფოს პროგრამაში გადმოსვლა. ამ ინფორმაციის თავმოყრა აუცილებელია და უშუალოდ ბენეფიციარის ინტერესებშია, რადგან მკურნალობის სწორად, სრულფასოვნად დაგეგმვას ისახავს მიზნად. ცვლილება, რაც არის ამ დროისთვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის - თუ კი სერვისებზე ხელმისაწვდომობას გარკვეულ საფასურად ახერხებდნენ, 15 აგვისტოდან, ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შემდეგ, ეს მათთვის გახდება უფასო. შესაბამისად, დაიწყება მკურნალობის პროცესის დაგეგმვა, მკურნალობის განხორციელება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თითოეული მათგანი მონახავს საკუთარ თავში ძალას, მიიღონ სახელმწიფოსგან გაწვდილი ხელი - რაც შეიძლება ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული, საერთოდ არ იყვნენ დამოკიდებული ნარკოტიკზე. შესაბამისად, ეს მათთვის იქნება მიღწევადი მიზანი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ: ost.moh.gov.ge
ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, ან მის ტერიტორიულ განყოფილებებში - ადგილზე რეგისტრაცია შესაძლებელია ყოველ დღე, კვირის გარდა, 15:00-დან 18:00 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, მოქმედებს ცხელი ხაზი: 032 230 10 53.
1754315474
საზოგადოებაგარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს. „9 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, აღმოსავლეთში - ზოგან 38, 40 გრადუსამდე. მოსალოდნელი მაღა...
1754313656
საზოგადოება„მთავარი არხის“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
„მთავარი არხის“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პროცესი, სავარაუდოდ, უკავშირდება ტელეკომპანიის დირექტორის გიორგი ქურდაძის მოთხოვნით დაწყებულ გამოძიებას. გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინა...
1754313212
ახალი ამბებილარი დოლართან მიმართებით გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7029 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7050 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1754312791
საზოგადოებადეფიციტურ სპეციალობებში, სამუშაო სტაჟისა და კლინიკური გამოცდილების მქონე უმცროს ექიმებს, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
„უმცროსი ექიმებისთვის, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო, რეზიდენტურის პროგრამის გავლა ვერ შეძლო, მაგრამ აქვთ შესაბამისი ვადის, პრაქტიკული გამოცდილება, გათვალისწინებულია ახალი შესაძლებლობა - ისინი დაიშვები...
1754312588
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: ჩვენს გადადგომას ითხოვდნენ და კორუფციის სკანდალის გამო, ლიეტუვის მთავრობა გადადგა - „ნაცების“ არჩევნებივითაა, ვადამდელის მოთხოვნის ყოველ ჯერზე, თვითონ აქვთ პარტიაში არჩევნები
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, ლიეტუვის მთავრობის გადადგომას ეხმიანება, რომელიც კორუფციულ სკანდალს უკავშირდება....