დეფიციტურ სპეციალობებში, სამუშაო სტაჟისა და კლინიკური გამოცდილების მქონე უმცროს ექიმებს, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ

„უმცროსი ექიმებისთვის, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო, რეზიდენტურის პროგრამის გავლა ვერ შეძლო, მაგრამ აქვთ შესაბამისი ვადის, პრაქტიკული გამოცდილება, გათვალისწინებულია ახალი შესაძლებლობა - ისინი დაიშვებიან სასერტიფიკაციო გამოცდაზე, რომელიც თავის მხრივ, აუცილებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისთვის“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების მიხედვით, დეფიციტურ სპეციალობებში დასაქმებულ უმცროს ექიმებს, ვინც ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა უკვე ჩააბარა და კლინიკაში, რეზიდენტურის პროგრამით განსაზღვრული ვადით მუშაობს, 2026 წლის 1 ოქტომბრამდე ეძლევათ შესაძლებლობა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გავიდნენ და მიიღონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ცვლილება პარლამენტის მიერაა ინიცირებული, სამინისტრომ კი დეფიციტური სპეციალობების ნუსხა, დეტალური მონაცემთა ანალიზის საფუძველზე განსაზღვრა, სადაც გათვალისწინებულია ექიმთა სერტიფიკატები, დასაქმების ფაქტობრივი მაჩვენებლები, ასაკობრივი და გეოგრაფიული განაწილება, რეზიდენტურაში სწავლის მონაცემები და სხვა.

„უკვე დამტკიცებული და გამოცემული ცვლილების მიხედვით, დაახლოებით, 800-ია იმ უმცროსი ექიმების რიცხვი, ვისაც რეალურად შეეხება ახალი ნორმები. თუ მათ ექნებათ სურვილი, გააგრძელონ საექიმო საქმიანობა, ცვლილებით, სწორედ ასეთი შესაძლებლობა ენიჭებათ. თუმცა, ამისთვის, აუცილებელი წინაპირობა იქნება სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარება.

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ბევრი გამოწვევის გათვალისწინებით, ექიმებმა, ვინც ვერ შეძლო რეზიდენტურის გავლა სხვადასხვა მიზეზთა გამო, მაგრამ თავიანთი პრაქტიკული საქმიანობით, უზარმაზარი გამოცდილება დააგროვეს, მათ გაუჩნდებათ შესაძლებლობა, გაიარონ გამოცდა, რომელიც გაზომავს მათ რეალურ შესაძლებლობებს, კვალიფიკაციას, უნარ - ჩვევებს. სწორედ ამის საფუძველზე მიენიჭებათ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება. სამინისტრო, ამ მიმართულებით, გააგრძელებს იმ გამოწვევებთან ბრძოლას, რომლითაც შეიძლება, ხასიათდებოდეს სექტორი იმისთვის, რომ საქართველოში, სამედიცინო სპეციალობების მიმართულებით, ექიმების კვალიფიკაცია მუდმივად, უწყვეტად და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, სწრაფი ტემპით ვითარდებოდეს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დეფიციტურ საექიმო სპეციალობათა ნუსხა ასეთია:

• ფსიქიატრია
• რადიაციული ონკოლოგია
• ბავშვთა გასტროენტეროლოგია
• პათოლოგიური ანატომია-კლინიკური პათოლოგია
• ბირთვული მედიცინა
• კარდიოქირურგია
• ნეიროქირურგია
• ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია
• ნეფროლოგია
• გადაუდებელი მედიცინა
• ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა
• ბავშვთა ინფექციური სნეულებები
• ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია
• ბავშვთა ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია
• პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია
• ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია
• რევმატოლოგია
• სასამართლო მედიცინა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754317191

ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტრო: ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად რეგისტრაცია დაიწყო

ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად რეგისტრაცია დაიწყო - ბენეფიციარებმა პროცედურა 4 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაიარონ. ჯანდაცვის მინისტრის მიხ...

ჯანდაცვის სამინისტრო

1754315474

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს. „9 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, აღმოსავლეთში - ზოგან 38, 40 გრადუსამდე. მოსალოდნელი მაღა...

იტალია

1754313656

საზოგადოება

„მთავარი არხის“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

„მთავარი არხის“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პროცესი, სავარაუდოდ, უკავშირდება ტელეკომპანიის დირექტორის გიორგი ქურდაძის მოთხოვნით დაწყებულ გამოძიებას. გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინა...

მთავარი

1754313212

ახალი ამბები

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7029 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7050 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ლარის კურსი

1754312588

ახალი ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე: ჩვენს გადადგომას ითხოვდნენ და კორუფციის სკანდალის გამო, ლიეტუვის მთავრობა გადადგა - „ნაცების“ არჩევნებივითაა, ვადამდელის მოთხოვნის ყოველ ჯერზე, თვითონ აქვთ პარტიაში არჩევნები

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, ლიეტუვის მთავრობის გადადგომას ეხმიანება, რომელიც კორუფციულ სკანდალს უკავშირდება....

გიორგი ჩაკვეტაძე