კახა კალაძე დანაშაულის სტატისტიკის შემცირებაზე: ჩვენი შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან

„ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის სერიოზული გამოწვევა არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და დანაშაულის სტატისტიკის შემცირებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

დედაქალაქის მერმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, მინისტრს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მათი როლი ამ ყველაფერში. ზოგადად, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანია.

ეს არის სერიოზული გამოწვევა არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ამიტომ, გაგრძელდება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მუშაობა შესაბამისი უწყებების მხრიდან ამ მიმართულებით, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს ნარკოტიკების მოხმარება, გასაღება.

ეს ძალიან დიდი პრობლემაა და ის ციფრები, რაც დღევანდელი მონაცემებით გვაქვს, რა თქმა უნდა, საინტერესოა. ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რომ მაქსიმალურად შეზღუდული იყოს ნარკოტიკების გასაღება და მოხმარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება დაგეგმილ ღონისძიებებს, თბილისის მერი მიიჩნევს, რომ დანაშაულთან ბრძოლისთვის პრევენციული ღონისძიებების გატარება პრინციპულად მნიშვნელოვანია.

„ჩვენი შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან. ბოლო თვეების განმავლობაში, შესანიშნავი შედეგები გვაქვს. რა თქმა უნდა, პრევენციული ღონისძიებების გატარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულმა თანამშრომელმა ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გააგრძელოს“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757348074

ახალი ამბები

პროკურორი ლაშა კოტრიკაძე ISFED-ის ხელმძღვანელის გამოკითხვაზე: ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რა მტკიცებულებითი საფუძველი ჰქონდა მსგავსი ტიპის მოთხოვნას არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან?

 ბატონმა ლევანმა დაადასტურა, რასაც საჯარო სივრცეში ღიად ამბობდა, რომ ის და მისი ორგანიზაციის წევრები მონაწილეობდნენ 2024 წელს აქციებში, ჰქონდათ გარკვეული მოთხოვნები და კონკრეტული საშუალებები“, - ამის...

ლაშა კოტკირაძე

1757344922

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობას“ პულსი არ ესინჯება, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ რევოლუცია გახდეს რეალობა, კარგად უნდა დაფიქრდნენ, რადგან სახელმწიფო იძულებული იქნება, შესაბამისად იმოქმედოს

 „უფრო და უფრო ხშირად გვესმის ანტიკონსტიტუციური მოწოდებები და რამდენიც არ უნდა შეეცადონ, რომ ამას გაუკეთონ წინსართი - მშვიდობიანი, ლამაზი, ვარდების და ა.შ. (ძალიან კარგად გამოსდით მათ, ეს რაღაც შეფუთუ...

ნინო წილოსანი

1757344663

ახალი ამბები

ვლადიმერ ბოჟაძე: სამწუხაროა, თუ „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრები თანამშრომლობენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და როგორც ჩანს, ისინი ამას მაშინაც ახერხებდნენ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ

 „სამწუხაროა, თუ [„ქართული ოცნების“] გუნდის ყოფილი წევრები თანამშრომლობენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და როგორც ჩანს, ისინი ამას მაშინაც ახერხებდნენ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ“, - განაცხადა საპარლამე...

ვლადიმერ ბოჟაძე

1757336190

ახალი ამბები

ვახტანგ ცინცაძე: ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორჯერ უფრო მაღალია

2025 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები გრძელდება - 7 თვის მონაცემებით, საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 8 პროცენტს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ევროპის, აზიის და რეგიონის ქვეყ...

ვახტანგ ცინცაძე

1757335927

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზურაბ ხამაშურიძეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზურაბ ხამაშურიძეს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახუ...

მიხეილ ყაველაშვილი