კახა კალაძე: რა თქმა უნდა, ექნებათ მცდელობა, რომ როგორმე გაამწვავონ სიტუაცია, თუმცა შესაბამისი სამსახურები ამის შესაძლებლობას არავის მისცემენ

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამ ტიპის განცხადებებს ვისმენთ. ეს ყველაფერი იმართება გარედან“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა, სადაც ის ოპოზიციის მიერ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით
ცვლილების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
კახა კალაძემ გუშინ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირის შესახებაც ისაუბრა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა და აღნიშნა, რომ ეს მძიმე ფაქტია და ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
„ბოლო წლების განმავლობაში ამ ძალებს რა სურვილიც ჰქონდათ სახელმწიფო გადატრიალების, რევოლუციის მოწყობის, დღესაც აქვთ. თანხები შემოდის ქვეყნის გარედან და იხარჯება საზოგადოების დაპირისპირების, სიძულვილის გაღვივების მცდელობისთვის, მაგრამ ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან და ძალიან მაღალ დონეზე მუშაობენ. ვინც გადადგამს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯს, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება და ყველა მსგავსი ადამიანი დაისჯება.რაც შეეხება უშუალოდ აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღით მყოფ პირს, რა თქმა უნდა, სურვილი და მცდელობები ექნებათ, რომ როგორმე გაამწვავონ სიტუაცია, თუმცა, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში მოაწყოს დაპირისპირება, სახელმწიფო გადატრიალება ან რაიმე ტიპის კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინოს. აღნიშნული ფაქტი ძალიან მძიმეა. ისე არიან გაბოროტებულები და მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან. ამიტომ ყველას სიფრთხილე მართებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1756899603
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ეს არის ის მდიდარი ენჯეოები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში არ ეწევიან იმ საქმიანობას, რაც არის გაწერილი მათი წესდებით და თავიდან ბოლომდე არიან ჩართულები რადიკალურ პროცესებში
„ეს არის ის მდიდარი ენჯეოები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში არ ეწევიან იმ საქმიანობას, რაც არის გაწერილი მათი წესდებით და თავიდან ბოლომდე არიან ჩართულები რადიკალურ პროცესებში“, - განაცხადა ფრაქცია...
1756896836
საზოგადოებაცესკოსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალან...
1756896693
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჰელსინკის კომისია ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში დისკრედიტირებულია
ჰელსინკის კომისია ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში აბსოლუტურად დისკრედიტირებულია, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. „აშშ-...
1756892550
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩემი გუნდით მივალ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თავისი გუნდით მივა. მისი თქმით, გუნდის წევრების შესახებ ხვალ გახდება ცნობილი. „ჩემი...
1756891425
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: კორუფციას არ აქვს პარტიული კუთვნილება, ინდულგენცია ვერცერთი წარსული თანამდებობა, თუ პარტიული კუთვნილება ვერ იქნება ვერავისთვის
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კორუფცია და მასთან ბრძოლა არის და იქნება განსაკუთრებული პრიორიტეტი. როგორც მან აღნიშნა, კორუფციას ა...