კახა კალაძე: შეურაცხყოფა და ბულინგი სიახლე არ არის ოპოზიციისთვის, ეს მათი ჩვეულებრივი დღის წესრიგია

თბილისის მერის განცხადებით, შეურაცხყოფა და ბულინგი ოპოზიციის ჩვეულებრივი დღის წესრიგია. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციურ პარტიებს შორის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ დაპირისპირებაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
„შეურაცხყოფა, ბულინგი სიახლე არ არის ოპოზიციისთვის. ეს მათი ჩვეულებრივი დღის წესრიგია. დღეს უკვე ერთმანეთს უპირისპირდებიან და შეურაცხყოფას აყენებენ. არ მინდა ოპოზიციაზე საუბარი, საარჩევნო კამპანიის რეჟიმში ვარ, ვესაუბრები დედაქალაქის მოსახლეობას გაკეთებულ საქმეებზე, დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე, გამოწვევებზე, სირთულეებზე. ის, რომ ოპოზიციაში დაპირისპირებაა, ცხადია. არის აზრთა სხვადასხვაობა. ალბათ, თვითონ გაერკვევიან ერთმანეთში“, - განაცხადა თბილისის მერმა.
რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობასთან“ დაკავშირებით, კახა კალაძე ამბობს, რომ თუ ვინმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, უმკაცრესი სამართლებრივი პასუხი გაეცემა.
„არაფერი იქნება. ხაბეიშვილი არ არის სერიოზული ფიგურა და მისი განცხადებები არ არის საინტერესო. თავიანთი მხარდამჭერების გასამაგრებლად იგონებენ ახალ-ახალ სისულელეებს. არანაირი რევოლუცია და დაპირისპირება არ იქნება. თუკი ვინმე რაიმე კანონსაწინააღმდეგოს ჩაიდენს, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. აბა, გაბედონ და რაიმე კანონსაწინააღმდეგო გააკეთონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1757348074
ახალი ამბებიპროკურორი ლაშა კოტრიკაძე ISFED-ის ხელმძღვანელის გამოკითხვაზე: ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რა მტკიცებულებითი საფუძველი ჰქონდა მსგავსი ტიპის მოთხოვნას არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან?
ბატონმა ლევანმა დაადასტურა, რასაც საჯარო სივრცეში ღიად ამბობდა, რომ ის და მისი ორგანიზაციის წევრები მონაწილეობდნენ 2024 წელს აქციებში, ჰქონდათ გარკვეული მოთხოვნები და კონკრეტული საშუალებები“, - ამის...
1757344922
ახალი ამბებინინო წილოსანი: მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობას“ პულსი არ ესინჯება, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ რევოლუცია გახდეს რეალობა, კარგად უნდა დაფიქრდნენ, რადგან სახელმწიფო იძულებული იქნება, შესაბამისად იმოქმედოს
„უფრო და უფრო ხშირად გვესმის ანტიკონსტიტუციური მოწოდებები და რამდენიც არ უნდა შეეცადონ, რომ ამას გაუკეთონ წინსართი - მშვიდობიანი, ლამაზი, ვარდების და ა.შ. (ძალიან კარგად გამოსდით მათ, ეს რაღაც შეფუთუ...
1757344663
ახალი ამბებივლადიმერ ბოჟაძე: სამწუხაროა, თუ „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრები თანამშრომლობენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და როგორც ჩანს, ისინი ამას მაშინაც ახერხებდნენ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ
„სამწუხაროა, თუ [„ქართული ოცნების“] გუნდის ყოფილი წევრები თანამშრომლობენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და როგორც ჩანს, ისინი ამას მაშინაც ახერხებდნენ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ“, - განაცხადა საპარლამე...
1757336190
ახალი ამბებივახტანგ ცინცაძე: ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორჯერ უფრო მაღალია
2025 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები გრძელდება - 7 თვის მონაცემებით, საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 8 პროცენტს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ევროპის, აზიის და რეგიონის ქვეყ...
1757335927
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზურაბ ხამაშურიძეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზურაბ ხამაშურიძეს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახუ...