კახა კალაძე თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლების შესახებ: მედიის მთავარი გმირი გახდა მოქალაქე, რომელიც სინამდვილეში ფლობს მიწის ნაკვეთს ოზურგეთში, ხუთ ავტომობილსა და სკუტერს

 „წარმოუდგენელია, რომ რეგიონში ფლობდე მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელ ფართს და დედაქალაქში სახელმწიფო მიწა მიიტაცო სახლის აშენების მიზნით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას, სადაც ის თვალჭრელიძის ქუჩა N1-ში გამოსახლების საკითხს შეეხო და კიდევ ერთხელ განმარტა დეტალები.

„ᲐᲠ ᲛᲘᲜᲓᲐ ᲓᲔᲢᲐᲚᲔᲑᲨᲘ ᲨᲔᲕᲘᲓᲔ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲕᲜᲐᲮᲝᲗ ᲕᲘᲜ ᲐᲠᲘᲐᲜ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲘ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ ᲝᲞᲝᲛᲔᲓᲘᲘᲡ ᲛᲢᲙᲘᲪᲔᲑᲘᲗ, ᲓᲦᲔᲕᲐᲜᲓᲔᲚᲘ ᲒᲐᲡᲐᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲦᲘᲐ ᲪᲘᲡ ᲥᲕᲔᲨ ᲓᲐᲠᲩᲜᲔᲜ. ᲬᲐᲠᲛᲝᲒᲘᲓᲒᲔᲜᲗ ᲓᲝᲙᲣᲛᲔᲜᲢᲔᲑᲡ, ᲡᲐᲓᲐᲪ ᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲐᲓ ᲤᲘᲥᲡᲘᲠᲓᲔᲑᲐ ᲓᲔᲕᲜᲘᲚᲘᲡ ᲡᲢᲐᲢᲣᲡᲘᲡ ᲛᲥᲝᲜᲔ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲛᲐᲪ ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲘᲛᲔ ᲬᲚᲘᲡ ᲬᲘᲜ ᲛᲘᲘᲦᲝ ᲡᲐᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲔᲚᲘ ᲤᲐᲠᲗᲘ ᲓᲐ ᲘᲡ ᲒᲐᲧᲘᲓᲐ.

ასევე, დღევანდელი მედიის მთავარი გმირი გახდა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ფლობს საკარმიდამო მიწის ნაკვეთს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელი სილაურში. მის სახელზე რეგისტრირებულია, არც მეტი, არც ნაკლები, 5 ავტომობილი და 1 სკუტერი. მეუღლის სახელზე რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთი ოზურგეთში, სოფელ ძიმითში. აი, ეს ადამიანი მთელი დღის განმავლობაში სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს, მედიის წარმომადგენლებს და ამტკიცებდა, რომ თბილისის მერიას მისთვის არაფერი შეუთავაზებია. ცხადია, თბილისის მერია ამ ადამიანს ვერაფერს შესთავაზებდა, რადგან მას სახლიც აქვს, საკარმიდამო მიწებიც, ავტომანქანებიც და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, მუნიციპალიტეტმა წარსულში უკვე ამხილა სახელმწიფო მიწებზე მშენებლობების უკან მდგარი ადამიანები, რომელთაც არაერთი ქონება აღმოაჩნდათ.

„ᲒᲐᲮᲡᲝᲕᲗ ᲐᲚᲑᲐᲗ, ᲠᲐ ᲐᲒᲠᲔᲡᲘᲣᲚᲘ ᲙᲐᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲛᲘᲓᲘᲝᲓᲐ, ᲠᲝᲓᲔᲡᲐᲪ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘᲡ ᲛᲔᲠᲘᲐᲛ ᲒᲐᲐᲛᲙᲐᲪᲠᲐ ᲖᲝᲛᲔᲑᲘ ᲛᲘᲢᲐᲪᲔᲑᲣᲚ ᲛᲘᲬᲔᲑᲖᲔ ᲣᲙᲐᲜᲝᲜᲝ ᲛᲨᲔᲜᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲗᲐᲜ ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲔᲑᲘᲗ. ᲣᲖᲐᲠᲛᲐᲖᲐᲠᲘ ᲫᲐᲚᲐ ᲣᲞᲘᲠᲘᲡᲞᲘᲠᲓᲔᲑᲝᲓᲐ ᲙᲐᲜᲝᲜᲡ ᲓᲐ ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝ ᲥᲝᲜᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲪᲕᲐᲡ. ᲘᲡᲘᲪ ᲒᲐᲮᲡᲝᲕᲗ, ᲠᲝᲒᲝᲠ ᲕᲐᲛᲮᲘᲚᲔᲗ ᲐᲛ ᲛᲨᲔᲜᲔᲑᲚᲝᲑᲔᲑᲘᲡ ᲣᲙᲐᲜ ᲛᲓᲒᲐᲠᲘ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲗᲐᲪ ᲐᲠᲐᲔᲠᲗᲘ ᲥᲝᲜᲔᲑᲐ ᲐᲦᲛᲝᲐᲩᲜᲓᲐᲗ ᲓᲐ ᲫᲐᲚᲐᲓᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲒᲖᲘᲗ ᲪᲓᲘᲚᲝᲑᲓᲜᲔᲜ ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝ ᲛᲘᲬᲔᲑᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲘ ᲩᲐᲒᲓᲔᲑᲐᲡ. ᲬᲐᲠᲛᲝᲣᲓᲒᲔᲜᲔᲚᲘᲐ ᲐᲡᲔᲗᲘ ᲓᲐᲛᲝᲙᲘᲓᲔᲑᲣᲚᲔᲑᲐ, ᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲐᲓ, ᲛᲔ ᲠᲝᲛ ᲠᲔᲒᲘᲝᲜᲨᲘ ᲕᲤᲚᲝᲑᲓᲔ ᲡᲐᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲔᲚ ᲡᲐᲮᲚᲡ, ᲜᲐᲙᲕᲔᲗᲡ ᲓᲐ ᲒᲐᲓᲐᲕᲬᲧᲕᲘᲢᲝ ᲩᲐᲛᲝᲕᲘᲓᲔ ᲓᲔᲓᲐᲥᲐᲚᲐᲥᲨᲘ ᲓᲐ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲛᲘᲬᲐ ᲛᲘᲕᲘᲢᲐᲪᲝ ᲓᲐ ᲘᲥ ᲠᲐᲦᲐᲪ ᲐᲕᲐᲨᲔᲜᲝ, ᲐᲛᲐᲖᲔ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲕᲗᲐᲜᲮᲛᲓᲔᲑᲘᲗ, ᲠᲝᲛ ᲔᲡ ᲐᲠᲐᲡᲬᲝᲠᲘᲐ. ᲛᲔ ᲐᲠᲐᲕᲘᲡ ᲕᲣᲞᲘᲠᲘᲡᲞᲘᲠᲓᲔᲑᲘ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲐᲠᲪ ᲐᲠᲐᲕᲘᲡ ᲛᲘᲕᲪᲔᲛ ᲣᲤᲚᲔᲑᲐᲡ, ᲤᲔᲮᲥᲕᲔᲨ ᲒᲐᲗᲔᲚᲝᲡ ᲛᲣᲜᲘᲪᲘᲞᲐᲚᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲣᲬᲧᲔᲑᲘᲡ ᲘᲛᲘᲯᲘ“, - ᲐᲦᲜᲘᲨᲜᲐ ᲙᲐᲮᲐ ᲙᲐᲚᲐᲫᲔᲛ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753457195

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ არა თუ ე.წ მეგობარი აქტი ნახავს დღის სინათლეს, არამედ ჩვენ აშშ-თან ამ იდეოლოგიური თანხვედრის პირობებში გვექნება შესაძლებლობა, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთსასარგებლო კავშირი

 თუკი რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებასთან ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“, გააჩნია იდეოლოგიური თანხვედრა, თან ძალიან მაღალი დოზით, ეს არის აშშ-ის პრეზიდენტი - მოუსმინეთ მის რიტორიკა...

დავით მათიკაშვილი

1753455447

საზოგადოება

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორი: წელს ფოთის ნავსადგურში, ბოლო 5 წლის ჭრილში, რეკორდული რაოდენობის კონტეინერი დამუშავდა

მიმდინარე წლის 6 თვეში, ფოთის ნავსადგურში, ბოლო 5 წლის ჭრილში, რეკორდული რაოდენობის კონტეინერი დამუშავდა. 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, APM Terminals ფოთის მიერ დამუშავებულია 313,524 TEU კონტეინერი, რ...

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორიფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორი

1753455344

საზოგადოება

საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტი: გადაზიდვების სექტორის ზრდადი დინამიკა პირდაპირპროპორციულია ქვეყნის ეკონომიკისთვის

საქართველოს გადაზიდვების სექტორში 2025 წლის პირველ ნახევარში ზრდადი დინამიკაა. კერძოდ, იანვარ-ივნისის სტატისტიკის მიხედვით, რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, მათ შორის - შუა დერეფა...

გივი თხელიძემ

1753454578

საზოგადოება

გურამ გურამიშვილი: საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების მნიშვნელოვანი ზრდა მეტყველებს, რომ ქვეყანაში სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა ხორციელდება

საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების ზრდადი დინამიკა 2025 წელსაც გრძელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ია...

გურამ გურამიშვილი

1753453661

სპორტი

ანა ჯაფარიძე ევროპის ახალგაზრდული პარათამაშების გამარჯვებულია

ქართველი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე ევროპის ახალგაზრდული პარათამაშების ჩემპიონია – ქართველმა ფინალში მასპინძელი ქვეყნის, თურქეთის წარმომადგენელი დაამარცხა და ევროპის პარათამაშებზე საქართველოს ახალ...

ანა ჯაფარიძე