ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორი: წელს ფოთის ნავსადგურში, ბოლო 5 წლის ჭრილში, რეკორდული რაოდენობის კონტეინერი დამუშავდა

მიმდინარე წლის 6 თვეში, ფოთის ნავსადგურში, ბოლო 5 წლის ჭრილში, რეკორდული რაოდენობის კონტეინერი დამუშავდა. 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, APM Terminals ფოთის მიერ დამუშავებულია 313,524 TEU კონტეინერი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-იან ზრდას წარმოადგენს.
ტვირთბრუნვის ზრდის არსებული დინამიკის გაგრძელების შემთხვევაში, გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ უკვე წელს მაქსიმუმ მაჩვენებლებზე გავალთ, - განაცხადა ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორმა ზვიად ჩხარტიშვილმა.
მისივე თქმით, მაჩვენებლები დადებითია როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის.
„ფოთის ნავსადგური ემსახურება არა მხოლოდ საქართველოს, ასევე აზერბაიჯანს, სომხეთს და ცენტრალური აზიის რეგიონს. გვაქვს მოლოდინი, რომ ცენტრალური აზიიდან მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით ექსპორტირებული ტვირთის ოდენობა, რომელიც საქართველომ და ფოთის პორტმა გაატარონ, გაიზრდება, ასეთივე პოზიტიური პროგნოზი გვაქვს ჩინეთიდან ევროპაში მიმავალი კონტეინერებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის უფროსმა.
2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, ჯამურად გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 7 მლნ ტონა, რაც 5,9%-ით მეტი წინ ანალოგიურ მაჩვენებელზე. რაც შეეხება უშუალოდ საკონტეინერო გადაზიდვებს, 2025 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში საქართველოს ნავსადგურებში გადამუშავდა 19,5%-ით მეტი კონტეინერები, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
1753525787
საზოგადოებასულხან თამაზაშვილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოშვების 88-ე საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაეს...
1753525235
სპორტიმსოფლიოს უნივერსიადაზე ნიკა ხარაზიშვილმა და საბა ინანეიშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, სოფიო სომხიშვილმა კი ბრინჯაო დაისაკუთრა
გერმანიაში მსოფლიოს უნივერსიადა მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტებმა ნიკა ხარაზიშვილმა (- 100 კგ) და საბა ინანეიშვილმა (+ 100 კგ) ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს, სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ) კი ბრინჯაო მო...
1753524364
საზოგადოებარევაზ სოხაძე: გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მშენებლობის ხელშეკრულების შეწყვეტის შეტყობინება კონტრაქტორთან უკვე გაგზავნილია
დღეს ვიმყოფებით გურიაში, სადაც დავათვალიერეთ ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. ასევე, ვიმყოფებოდით ავტომაგისტრალზე, სადაც გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთ...
1753521908
მსოფლიოThe Wall Street Journal: აშშ-ის „დემოკრატიული“ პარტიის რეიტინგი 35 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიუახლოვდა
აშშ-ის „დემოკრატიული“ პარტიის რეიტინგი 35 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიუახლოვდა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, „დემოკრატიული“ პარტიას ნეგატიურად გამოკითხუ...
1753520058
საზოგადოებაგიორგი ჩიმაკაძე: მართალი კაცი ყოფილა ეს კალათბურთელი ცინცაძე. კაცმა ჩათვალა, რომ მისი დონის კალათბურთელს და მოქალაქეს ღირსების ორდენი არ ეკუთვნოდა და უარი უთქვამს. მისი კარიერის ისტორია: „ცსკა“ მოსკოვი და „სამარაა“
მართალი კაცი ყოფილა ეს კალათბურთელი ცინცაძე. აი კაცმა ჩათვალა რომ მისი დონის კალათბურთელს და მოქალაქეს ღირსების ორდენი არ ეკუთვნოდა და უარი უთქვამს. მადლობა მას გულწრფელობისთვის! - ასე ეხმიანება მედიც...