დავით მათიკაშვილი: ჩვენი გზა არის ევროკავშირში, თუმცა ევროკავშირთან მისასვლელი გზა უნდა იყოს ღირსეული და ამ გზაზე ჩვენ საკუთარ სინდისზე, მორალზე, ნამუსზე, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე, დამოუკიდებლობაზე უარს ვერ ვიტყვით

ჩვენი გზა არის ევროკავშირში, თუმცა, ევროკავშირთან მისასვლელი გზა უნდა იყოს ღირსეული და ამ გზაზე ჩვენ საკუთარ სინდისზე, მორალზე, ნამუსზე, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე, დამოუკიდებლობაზე უარს ვერ ვიტყვით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის შიგნით იზრდება იმის აღქმა, რომ ის უნდა დარჩეს ნათელ, პროგრესულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე აგებულ კავშირად და არა საბჭოთა კავშირად, სადაც მოსკოვიდან და კრემლიდან წყდებოდა ყველაფერი.
„განხილვისა და საუბრისთვის ჩვენ ყოველთვის ყველასთან მზად ვართ. თუმცა, არ შეიძლება ჰაერიდან მოტანილი, აბსოლუტურად ტყუილ ნარატივზე აგებული მოთხოვნები ჭეშმარიტებად გაასაღონ, ვინც არ უნდა იყოს ის და მერე ქართველ ხალხს მოსთხოვონ, რომ მარიონეტები და აგენტურა მოიყვანონ ხელისუფლებაში. ისეთი აგენტურა, რომელიც პირდაპირ, უპირობოდ შეუსრულებს „დიფ სთეითის" ყველა სურვილს საქართველოში. ისევე, როგორც 2012 წლამდე უსრულებდა. უნდათ იგივე გაკეთდეს დღეს და ეს შეუძლებელია.
„დიფ სთეითმა" რეალურად არ იცის საქართველოს მოსახლეობის, ერის რეალური გულისცემა როგორ არის. მათ ჰგონიათ, რომ ამ შანტაჟით საზოგადოებას გამოიყვანენ გარეთ და იმ გადაწყვეტილებას მიაღებინებენ რაც მათ სურთ და არა ჩვენს ქვეყანას. ჩვენს ქვეყანას იმ ომის ქარცეცხლში გაახვევენ, რაშიც უკრაინა გაახვიეს. მაგალითია უკრაინა ჩვენთვის. ჩვენ არაერთი ომი გამოვიარეთ და სამწუხაროდ არაერთი ნება-სურვილი შევუსრულეთ ამ ძალებს. ამ ყველაფრის ფონზე, რომ ქართველი ხალხი ამ პრიმიტიულ ნაბიჯს არ დასჯერდება და მითუმეტეს, სანამ ომია უკრაინაში იმ ნაბიჯებს ვერ და არ გადადგამს, რაც მათ, ამ ომის პარტიის ავანგარდში სურთ, ეს ხომ ფაქტია.
რატომ გაღიზიანდნენ 2024 წლის არჩევნებზე? იმიტომ, რომ ყველა ფსონი ამაზე დადეს, რომ აქ 2024 წლის არჩევნებში უნდა გაემარჯვა არა ქართველ ხალხს, არამედ აგენტურას. ეს რომ არ მოხდა ამიტომ კადრულობენ დღეს ყველაფერს. ეს ასე არ გამოვა, ჩვენ ასე წინ ვერ წავალთ. ჩვენი გზა არის ევროკავშირში, თუმცა ევროკავშირთან მისასვლელი გზა უნდა იყოს ღირსეული და ამ გზაზე ჩვენ საკუთარ სინდისზე, მორალზე, ნამუსზე, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე, დამოუკიდებლობაზე უარს ვერ ვიტყვით. მხოლოდ ჩვენ არ ვართ ამ იდეით ხელში. მოუსმინეთ ორბანს, ფიცოს, ძალიან ბევრ იტალიელ პოლიტიკოსს. მოუსმინეთ ევროპაში რა ხდება და ეს ყველაფერი იზრდება. ევროკავშირის შიგნით იზრდება აღქმა იმისა, რომ ის უნდა დარჩეს ნათელ, პროგრესულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე აგებულ კავშირად და არა საბჭოთა კავშირად, სადაც მოსკოვიდან და კრემლიდან წყდებოდა ყველაფერი“,- აღნიშნა მათიკაშვილმა.
1753525787
საზოგადოებასულხან თამაზაშვილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოშვების 88-ე საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაეს...
1753525235
სპორტიმსოფლიოს უნივერსიადაზე ნიკა ხარაზიშვილმა და საბა ინანეიშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, სოფიო სომხიშვილმა კი ბრინჯაო დაისაკუთრა
გერმანიაში მსოფლიოს უნივერსიადა მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტებმა ნიკა ხარაზიშვილმა (- 100 კგ) და საბა ინანეიშვილმა (+ 100 კგ) ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს, სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ) კი ბრინჯაო მო...
1753524364
საზოგადოებარევაზ სოხაძე: გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მშენებლობის ხელშეკრულების შეწყვეტის შეტყობინება კონტრაქტორთან უკვე გაგზავნილია
დღეს ვიმყოფებით გურიაში, სადაც დავათვალიერეთ ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. ასევე, ვიმყოფებოდით ავტომაგისტრალზე, სადაც გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთ...
1753521908
მსოფლიოThe Wall Street Journal: აშშ-ის „დემოკრატიული“ პარტიის რეიტინგი 35 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიუახლოვდა
აშშ-ის „დემოკრატიული“ პარტიის რეიტინგი 35 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიუახლოვდა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, „დემოკრატიული“ პარტიას ნეგატიურად გამოკითხუ...
1753520058
საზოგადოებაგიორგი ჩიმაკაძე: მართალი კაცი ყოფილა ეს კალათბურთელი ცინცაძე. კაცმა ჩათვალა, რომ მისი დონის კალათბურთელს და მოქალაქეს ღირსების ორდენი არ ეკუთვნოდა და უარი უთქვამს. მისი კარიერის ისტორია: „ცსკა“ მოსკოვი და „სამარაა“
მართალი კაცი ყოფილა ეს კალათბურთელი ცინცაძე. აი კაცმა ჩათვალა რომ მისი დონის კალათბურთელს და მოქალაქეს ღირსების ორდენი არ ეკუთვნოდა და უარი უთქვამს. მადლობა მას გულწრფელობისთვის! - ასე ეხმიანება მედიც...